ავეჯის განაწილება ფურშეტზე

ავეჯის განაწილება ფურშეტზე, ნახაზზე მოტანილი სქემებიდან ერთ-ერთით ხდება. ძირითადი ავეჯი ფურშეტზე, ცხადია მაგიდებია, თუმცა შეიძლება იყოს სხვა ავეჯიც.

ფურშეტი -სთვის იყენებენ ჩვეულებრივზე უფრო მაღალ და ფართო მაგიდებს. მაგიდების სიგრძე დამოკიდებულია მოწვეული სტუმრების რაოდენობაზე: ერთ სტუმარზე გათვლილია არანაკლებ 20სმ.
მაგიდის მაქსიმალური სიგრძეა – 10მ. სხვა შემთხვევაში მოუხერხებელი იქნება მომსახურება. სპეციალური ავეჯის არქონის შემთხვევაში იყენებენ გადასაადგილებელ მაგიდებს.

განაწილების მეთოდი დამოკიდებულია შენობის არქიტექტურასა და დიზაინზე. პოპულარულია მაგიდების “П” და „T“ ასოებისებური განლაგება. დიდი რაოდენობის ხალხის დაგროვების დროს Ш-ს ფორმის.

ავეჯის განაწილება ძირითადად ამ სქემებით ხდება :

მაგიდების განლაგება ფურშეტზე

სტუმრები ადვილად უნდა გადააადგილდებოდნენ მაგიდებს შორის, ისევე როგორც მიმტანები, თუ მათი ყოფნა გათვალისწინებულია. ასეთ ვითარებაში ორ მაგიდას შორის აუცილებელი დაშორებაა – 1.5მ. ანგარიშდება როგორც ძირითადი მაგიდები აპეტაიზერებით, ასევე დამხმარეებიც: ჭურჭლის, სარეზერვო მოწყობილობების და თეფშებისთვის გამოსაყენებელი.

იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი

Facebook Comments