ქეიტერულ ჩატში რეგისტრაცია მარტივია. გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს.
თქვენ იმყოფებით, ყველაზე დიდ ქართულ ქეითერულ საიტზე. ვფიქრობთ იგი მოიცავს ქეითერინგის ყველა აქტუალურ საკითხს. საიტის სტრუქტურას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ >>>
რეგისტრაცია ქეითერულ ჩატში
ქეითერული ჩატი საქართველოში შექმნილია :
ივენთების,
ფურშეტების ,
ლანჩების,
საჭმლის მიტანის შეკვეთებისა
და სხვა ქეითერული შეკვეთების განაწილების ხელშეწყობის მიზნით.
ჩატში გაერთიანებული არიან ორი ტიპის წევრები:
ა) ქეითერული ფირმები, მათ შორის- მიტანის სერვისები, რესტორნები,სახინკლეები, კაფეები
და საოჯახო სამზარეულოები, რომლებსაც აქვთ მიტანის სერვისები
ბ) მარკეტერები, რომლებიც სხვადასხვა საშუალებებით ეძებენ შეკვეთებს , კონსულტაციებს
უწევენ და შეკვეთის მსურველის ინფორმაციას აქვეყნებენ ჩატში
ჩატი მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის პლათფორმაა.
ჩატი არ ერევა აგენტებისა და ქეითერების ურთიერთობებში, იგი მხოლოდ ინფორმაციის ოპერატიული გაცვლის ტექნიკური პლათფორმაა .
ჩატში მონაწილეები იხდიან სააბონენტო გადასახადს, რომელიც ხმარდება ჩატის განვითარებას.
ჩატის მუშაობის მექანიზმი
მარკეტერები (ქეითერული აგენტები) მიღებულ შეკვეთებს ათავსებენ ჩატში .
ქეითერები, რომლებსაც აქვთ ამ შეკვეთის შესრულების სურვილი იქვე ეხმიანებიან აგენტს .
მარკეტერსა და ქეითერს შორის დიალოგსა და ურთიერთობაში ჩატი არ ერევა.
ვინ შეიძლება იყვნენ ჩატში გაერთიანებული ქეითერები ?
რესტორნები,
კაფეები,
სამზარეულოები,
მათ შორის – საოჯახო,
მიტანის სამსახურები
და მათი წარმომადგენლები
მათ საბუთებს ჩატის ადმინისტრაცია, ცხადია არ ამოწმებს
ვინ შეიძლება იყვნენ ჩატში გაერთიანებული მარკეტერები ?
ნებისმიერი პირი, რომელიც მუშაობს ქეითერული შეკვეთების მოზიდვაზე . როგორც წესი, ესენი არიან ძლიერი საიტებისა და ფეის-გვერდების მფლობელები, ქეითერული კონსულტანტები და სხვა