შვედური მაგიდა ➤ 599 06 91 51 ➤ საუკეთესო ქეითერებისაგან

შვედური მაგიდა რა არის ?

შვედური მაგიდა (ბუფეტი) – არის სუფრის გაწყობის საშუალება, რომლის დროსაც ბევრი კერძი ერთმანეთის გვერდითაა დაწყობილი და სტუმრები თავისით არჩევენ საჭმელს (მაგალითად, ფურშეტის დროს). ბევრ ქვეყანაში მომსახურების ამ მეთოდს ეწოდება ბუფეტური. სკანდინავიის ქვეყნებში არსებობს სუფრის ცივი აპეტაიზერებით გაწყობის ტრადიცია (შვედ. smörgåsbord , ბუტერბროდის მაგიდა, წასახემსებელი მაგიდა) ცალკე ოთახში, რომლიდანაც დანაყრებული სტუმრები გადადიან სასადილო ოთახში, სადაც უკვე მიირთმევენ ტრადიციულ სადილს.

შვედური მაგიდის  ორგანიზებისათვის ვის მივმართოთ ?

►დაუვიწყარი კანაპე FM Group-ისაგან

შვედური მაგიდა

შვედური მაგიდის ისტორია
შვედური მაგიდა – სკანდინავიური ტრადიციაა, რომელიც თანდათან გავრცელდა მთელს მსოფლიოში. შვედური მაგიდის ისტორიას ძალიან ღრმა ფესვები აქვს. ასეულობით წლების წინ სკანდინავიელები კერძებს ამზადებდნენ ხანგრძლივი შენახვის პროდუქტებიდან – დამარილებული თევზი, ბოსტნეული, შებოლილი ხორცი. როდესაც სტუმრები შეგროვდებოდნენ, საჭმელი გამოჰქონდათ მაშინვე, დიდი თასებით. ამით მასპინძლები თავიდან იცილებდნენ ზედმეტ ცერემონიას და ითავისუფლებდნენ დროს ურთიერთობისთვის. მე-20 საუკუნეში ეს კოლექტიური ტრაპეზის ეს მეთოდი გავრცელდა მთელს მსოფლიოში, შვედური მაგიდის სახელით.

შვედური მაგიდის შვედური ტრადიცია
შვედური პრინციპის მიხედვით, თვითმომსახურეობისას დარბაზში არის ერთი ან რამდენიმე მაგიდა რომლებზეც თანმიმდევრობით დალაგებულია აპეტაიზერები – თევზისგან და ხორცისგან დამზადებული პირველი და მეორე კერძები, ასევე ბოსტნეული, ყველი, დესერტი. სტუმარს შეუძლია აირჩიოს მისთვის მოსაწონი კერძი. მას თავისით გადმოაქვს საჭმელი თეფშზე ან ამას აკეთებს მიმტანი.

ძვირადღირებულ სასტუმროებში მაგიდების გასწვრივ ასევე იმყოფებიან მზარეულები, რომლებიც ადგილზე ამზადებენ ომლეტს სუნელებით, თევზს და ა.შ სტუმრის შეკვეთის მიხედვით.

შვედური მაგიდის  ორგანიზების ვარიანტები

ტრაპეზის ღირებულების მიხედვით არსებობს შვედური მაგიდის ორგანიზების 2 სახე:

  1. შვედური მაგიდის პირველი ვარიანტი არის ყველაზე დემოკრატიული ვარიანტი, რომლის დროსაც შესაძლებელია ნებისმიერი ზომის თეფშის არჩევა და მაგიდასთან რამოდენიმეჯერ მისვლა. ამ შემთხვევაში ფასი ფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული აღებული პროდუქტების რაოდენობაზე.
  2. შვედური მაგიდის მეორე ვარიანტის მიხედვით გადახდა ხდება თეფშის ზომის მიხედვით (ე.წ თეფშების სისტემა), რომელზეც მზა პროდუქტები ლაგდება: პატარა, საშუალო ან დიდი ზომის თეფშები. გარდა ამისა, გადახდა ხდება მაგიდასთან თითოეული მისვლის მიხედვით.
    ჩვენში , ძირითადად გავრცელებულია შვედური მაგიდის პირველი ვარიანტი

როდის მართავენ შვედურ მაგიდას?
შვედურ მაგიდას მართავენ :
– დიდ ორგანიზაციებში, შესვენებების დროს
– სასტუმროებში სასტუმროს სტუმრებს ხშირად შევედური პრინციპით ემსახურებიან  და ღირებულება შედის სასტუმროს ღირებულებაში
– დიდი სახალხო ღონისძიებების დროს
ყველა კონკრეტულ შემთხვევისათვის მენიუ სხვადასხვა დგება.
 


 

იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი