რეგისტრაცია ქეითერულ ჩატში

ქეიტერულ ჩატში რეგისტრაცია მარტივია. გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს.
თქვენ იმყოფებით, ყველაზე დიდ ქართულ ქეითერულ საიტზე. ვფიქრობთ იგი მოიცავს ქეითერინგის ყველა აქტუალურ საკითხს. საიტის სტრუქტურას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ  >>>


რეგისტრაცია ქეითერულ ჩატში


ქეითერული ჩატი საქართველოში შექმნილია : 

ივენთების,
ფურშეტების ,
ლანჩების,
საჭმლის მიტანის შეკვეთებისა
და სხვა ქეითერული შეკვეთების  განაწილების ხელშეწყობის მიზნით.

ჩატში გაერთიანებული არიან ორი ტიპის წევრები:

ა) ქეითერული ფირმები, მათ შორის- მიტანის სერვისები, რესტორნები,სახინკლეები, კაფეები
     და საოჯახო სამზარეულოები, რომლებსაც აქვთ მიტანის სერვისები
ბ) მარკეტერები,  რომლებიც სხვადასხვა საშუალებებით ეძებენ შეკვეთებს , კონსულტაციებს
     უწევენ და შეკვეთის  მსურველის ინფორმაციას აქვეყნებენ ჩატში

ჩატი მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის პლათფორმაა.

ჩატი არ ერევა აგენტებისა და ქეითერების ურთიერთობებში, იგი მხოლოდ ინფორმაციის ოპერატიული გაცვლის ტექნიკური პლათფორმაა .
ჩატში მონაწილეები იხდიან სააბონენტო გადასახადს, რომელიც ხმარდება ჩატის განვითარებას.

ჩატის მუშაობის მექანიზმი

მარკეტერები (ქეითერული აგენტები)  მიღებულ შეკვეთებს ათავსებენ ჩატში .
ქეითერები, რომლებსაც აქვთ ამ შეკვეთის შესრულების სურვილი  იქვე ეხმიანებიან აგენტს .
მარკეტერსა და ქეითერს შორის დიალოგსა და ურთიერთობაში ჩატი არ ერევა.

ვინ შეიძლება იყვნენ ჩატში გაერთიანებული ქეითერები ?

რესტორნები,
კაფეები,
სამზარეულოები,
მათ შორის – საოჯახო,
მიტანის სამსახურები
და მათი წარმომადგენლები
მათ საბუთებს ჩატის ადმინისტრაცია, ცხადია არ ამოწმებს

ვინ შეიძლება იყვნენ ჩატში გაერთიანებული მარკეტერები  ?

ნებისმიერი პირი, რომელიც მუშაობს ქეითერული შეკვეთების მოზიდვაზე . როგორც წესი, ესენი არიან ძლიერი საიტებისა და ფეის-გვერდების მფლობელები, ქეითერული კონსულტანტები და სხვა

ფურშეტი , ქეითერინგი , ჩატი