პოპულარული კოქტეილები

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კოქტეილები

ალკოჰოლურად ითვლება სასმელი, რომელშიც ერთი ან რამოდენიმე ინგრედიენტის სახით იყენებენ სპირტიან სასმელს. თვითონ კოქტეილი მიიღება რამოდენიმე სითხის შერევით, ზოგჯერ კი სანელებლების და ხილის დამატებით.

კოქტეილები

გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კოქტეილების მოკლე აღწერას.


♦ მოჰიტო

მოჰიტო

მოჰიტო – არის კოქტეილი თეთრი რომისა და პიტნის ფოთლების საფუძველზე. არსებობს 2 სახის მოჰიტო: მსუბუქალკოჰოლური და უალკოჰოლო. წარმოიშვა კუბის კუნძულიდან, აშშ-ში პოპულარული გახდა 1980-იან წლებში. მოჰიტო ტრადიციულად შედგება 5 ინგრედიენტისგან: რომი, შაქარი, ლაიმი, სოდა და პიტნა. უალკოჰოლო მოჰიტოში თეთრ რომს ცვლიან ლერწმის ყავისფერი შაქრიანი წყლით.


♦ დაიკირი

დაიკირი

დაიკირს ამზადებენ რომის, ლიმნის და შაქრისგან. დღეისათვის „დაიკირის“ სახელწოდების ქვეშ არსებობს კოქტეილების მთელი ჯგუფი, თუმცა ორიგინალური რეცეპტი იყო მხოლოდ ერთი. მის შექმნის ისტორია ასეთია: მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიკირის ადგილზე, რომელიც მდებარეობს კუბის კუნძულის აღმოსავლეთში, ინჟინერმა პაგლიუჩიმ გადაწყვიტა გადაეკრა რამოდენიმე ჭიქა, მის ნაცნობ ჯენინგ კოქსს არ აღმოაჩნდა არაფერი გარდა რომის, ლაიმის, შაქრის და ყინულისა. მათ აურიეს კოქტეილი შეიქერში და გადაწყვიტეს დაერქმიათ დაიკირი.


♦ ცისფერი ჰავაი

ცისფერი ჰავაი

კოქტეილის  – „ცისფერი ჰავაი“ – მოყვარული გამოირჩევა განსხვავებულობით და მკვეთრი ინდივიდუალურობით, ისევე როგორც თვითონ კოქტეილი. უპირველეს ყოვლისა, ეს აიხსნება იმით, რომ „ცისფერ ჰავაის“ აქვს წარმოუდგენლად უნიკალური ფერი … ცისფერი – როგორც უკვე მიხვდით. გასაკვირია, მაგრამ ეს მკვეთრი კოქტეილი ტროპიკული გემოთი, სულაც არ არის მოფიქრებული ჰავაიზე, არამედ დედამიწის საწინააღმდეგო მხარეს – ზენზიბარ კლუბის ბარში (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი).


♦ მარგარიტა

მარგარიტა

ალბათ ყველას გსმენიათ კოქტეილ „მარგარიტას შესახებ“,  მას ხშირად აჩვენებენ ფილმებში. ის მზადდება ტეკილას საფუძველზე და წარმოადგენს ერთ-ერთ საზაფხულო კოქტეილს. არსებობს მისი შექმნის რამოდენიმე ვერსია, როგორც ეს ხდება ახალი კოქტეილების მომზადების საქმეებში. მზადდება ამ შეიქერში დატეხილი ყინულებით, ან ბლენდერში დიდი რაოდენობის ყინულებით. უმასპინძლდებიან ცივად კოქტეილის ფართო ბოკალით. კიდეები ფორმდება მარილით ან შაქრით, გემოვნების მიხედვით.


 

Facebook Comments