ტარტალეტკები ფურშეტისათვის , როგორც წესი, დიდი რაოდენობით მზადდება. ტარტალეტკები – ფენოვანი ან ფხვიერი ცომით მომზადებული პატარა კალათებია. სუპერმარკეტშიც იყიდება. მის მოსამზადებლად, შეიძლება მზა ფენოვანი ცომის გამოყენებაც.
ტარტალეტკებში ათავსებენ ნებისმიერ სალათს (მაგ: ოლივიეს), ხიზილალას, სოკოს, წითელ თევზს, კრევეტებს, ყველს, ქათმის ხორცს.
ვინაიდან შიგთავსს ხშირად კაზმავენ სოუსით, ტარტალეტკებს ავსებენ უშუალოდ ფურშეტის მაგიდაზე გატანის წინ. ასე კალათები არ სველდება და რჩება ხრაშუნა.
მზა ტარტალეტს რთავენ მწვანილით, ზეთისხილით, ბროწეულის მარცვლებით.
.
იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი „კვება“ , „ ფურშეტი „