საახალწლო ფურშეტი სპეციფიკური ღონისძიებაა . საქართველოში საახალწლო ფურშეტების წარმატებული ჩატარების გამოცდილება , ჯერ კიდევ ცოტა ფირმას აქვს . ამ გვერდზე წარმოგიდგენთ ქეითერულ ფირმებს, რომლებმაც უკვე მოიპოვეს ავტორიტეტი უშუალოდ საახალწლო ფურშეტების მოწყობის მიმართულებითაც. ქეითერულ ფირმებს, ამ პოსტზე განსათავსებლად, ინფორმაცია შეუძლიათ მოგვაწოდონ ელფოსტაზე Caumednet@gmail.com; 577 235 400; skype – medgeo.net
♦ საახალწლო ფურშეტი
საახალწლო ფურშეტი წარმოადგენს სადღესასწაულო ტრაპეზის ორგანიზების ფორმას, რომლის დროსაც კერძების სერვირება ხდება საშუალო ზომის პორციებით (მინიატურული აპეტაიზერებით), სტუმრები დამოუკიდებლად ირჩევენ მორთმეულ კერძებიდან, მიირთმევენ ფეხზე მდგომნი, ვინაიდან დასაჯდომი ადგილების ორგანიზება საახალწლო ფურშეტის დროს არ ხდება.
საახალწლო ფურშეტის ფორმატი იძლევა სტუმრებს შორის მსუბუქი და აქტიური ურთიერთობის, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას და არ გადააქცევს კორპორატიულს ქეიფად. საახალწლო ფურშეტში მთავარია ლამაზი და პრაქტიკული სერვირების უზრუნველყოფა.
♦ საახალწლო ზეიმის ფურშეტის ფორმით ორგანიზების მიზეზები
საახალწლო ფურშეტი ცხადია არ ცვლის ტრადიციულ საახალწლო სუფრას, თუმცა საახალწლო ფურშეტების მოწყობის მსურველები ბევრია. მიზეზებს შორის უნდა გამოიყოს:
- საახალწლო ფურშეტის დროს, ყურადღების აქცენტირება ხდება ურთიერთობაზე და არა საკვებზე
- საახალწლო ზეიმის ფურშეტის ფორმით ჩატარება იძლევა დიდი რაოდენობით სტუმრების მოწვევის საშუალებას
- მასპინძლებისა და სტუმრების დროში შეზღუდულობა – მათ შედარებით ნაკლები დრო ეხარჯებათ
თუ ვისაუბრებთ საახალწლო ფურშეტის შესახებ, თვითონ დღესასწაულის ხასიათის გათვალისწინებით, კერძების ფურშეტის ფორმატში მიწოდება საკმაოდ წარმატებულია. ის იძლევა გართობის საშუალებას და არ გულისხმობს მხოლოდ ყველანაირი კულინარიული დახვეწილობებით დანაყრებას.
♦ საახალწლო ფურშეტის თავისებურებები:
- ტრაპეზს ემსახურება მიმტანები გათვლით – 1 მიმტანი 18-20 სტუმარზე
- დიდი რაოდენობით პატარა ზომის ჩხირიანი აპეტაიზერები (დაახლოებით 500 გრამი 1 სტუმარზე)
- დროის ფაქტორი – 1.5-3 სთ ღონისძიების ხასიათის მიხედვით
- მენიუ შეიძლება იყოს უბრალო (მხოლოდ კანაპე და სასმელები) ან დახვეწილი (ცხელი კერძები, ცივი აპეტაიზერები, დესერტები, სასმელები). სხვათაშორის, პრაქტიკა აჩვენებს, რომ საახალწლო
ფურშეტის კერზებით გადატვირთვა არაა სასურველი.
♦ საახალწლო ფურშეტის ორგანიზების ძირითადი პრინციპები
საახალწლო ფურშეტზე, რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია გემრიელი, ნაირფეროვანი მენიუს შერჩევა და დახვეწილად წარდგენა. კერძებმა არ უნდა დაკარგონ ვიზუალი საახალწლო კორპორატიული ფურშეტის დაწყებამდე.
საახალწლო ფურშეტის წარმატებული ორგანიზებისთვის საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის დაცვა.
- საახალწლო ფურშეტის კერძები და მომსახურების სტილი უნდა იყოს გაცილებით სადღესასწაულო, სწორედ ხომ ამას გულისხმობს დღესასწაულის პროტოკოლი.
- სერვირების განლაგება ისე უნდა მოხდეს, რომ სტუმრებმა თავი იგრძნონ თავისუფლად.
- მნიშვნელოვანია ბიუჯეტის და მენიუს ოქროს შუალედისკენ სწრაფვა. ამის მიღწევა შესაძლებელია ტექნოლოგის უნაკლო მუშაობის საშუალებით, ასევე სტუმრების გემოვნების და პრიორიტეტების გათვალისწინებით.
- წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს ის საახალწლო ფურშეტი, რომელიც მთლიანად ექვემდებარება ღონისძიების სტილს, ფორმატს და თემას. თანამშრომლების ჩაცმულობა და ინტერიერიც კი უნდა იყოს შესაბამისი.
და ბოლოს – საახალწლო ფურშეტზე მნიშვნელოვანია დახვეწილი სერვისისა და მეგობრული მომსახურების უზრუნველყოფა!
♦ საახალწლო ფურშეტების თემა ქართულ სოციალურ ქსელებში
ქვემოთ გაწვდით იმ ფეის-გვერდების ნაწილის სიას, სადაც შობა-ახალი წლის პერიოდში ქვეყნდება ინფორმაციები საახალწლო ფურშეტების შესახებ