კოფი ბრეიქი

კოფი ბრეიქი

♦ გამოცდილი ფირმები, რომლებსაც შეიძლება შევუკვეთოთ კოფი-ბრეიქი:

►კოფი-ბრეიქი FM Group-ისაგან


♦ რა არის კოფი-ბრეიქი
კოფი-ბრეიქი (ინგლ.Coffee break – ყავის შესვენება) ან შესვენება ყავისთვის – მოკლე შესვენება (10-40 წთ) სამეცნიერო ან ბიზნეს-კონფერენციის დროს საკვების მისაღებად და არაფორმალური ურთიერთობისთვის.


♦ კოფი-ბრეიქის ფორმატი

ჩვეულებრივ, კოფი-ბრეიქი წარმოდგენილია მაგიდა ჭიქებით, ხსნადი ყავის ქილები და/ან ჩაის პაკეტები, ცხელი წყლის რეზერვუარი, ყავის მადუღარა, კანფეტები, შაქარი, ნაღები და ორცხობილები. კოფი-ბრეიქზე შეიძლება იყოს სპირტიანი სასმელებიც (კონიაკი, ღვინო, არაყი) ცხელი აპეტაიზერებით. ისევე როგორც ფურშეტი -ს დროს, კოფი-ბრეიქიც არ გულისხმობს ფიქსირებულ ადგილებს, მონაწილეები თვითონ ისხამენ ყავას და მიირთმევენ ფეხზე მდგარნი.


♦ კოფი-ბრეიქის ორგანიზება
კოფი-ბრეიქის ორგანიზება თითქოს იოლია, მაგრამ  კოფი-ბრეიქსაც  ჭირდება სპეციალური ჭურჭელი, საკვების შერჩევა, სტუმრების მომსახურება და ა.შ. ჯობს კოფი-ბრეიქიც ქეითერულ ფირმებს შეიკვეთოთ. ეს სულ სხვა შარმს მისცემს თქვენს კოფი-ბრეიქს და თითქმის იგივე დაგიჯდებათ, რაც თვითონ ორგანიზების დროს.

კოფი ბრეიქი

♦ როგორ მოვაწყოთ კოფი-ბრეიქი ანუ ყავის შესვენება სწორად

კოფი-ბრეიქს (ყავის შესვენებას) ყოველთვის თან ახლავს არომატული ყავა და გემრიელი ნამცხვრები. ის ჩვეულებრივ ეწყობა საქმიანი ღონისძიებების ან მოკლე მიღებების დროს. რეგლამენტის მიხედვით შესვენება გრძელდება 40წთ, მაქსიმუმ 1სთ. ყავის შესვენების დროს საქმიანი შეხვედრის მონაწილეებს შეუძლიათ დაისვენონ, მიირთვან ყავა, წაიხემსონ და იურთიერთონ ძალდაუტანებელ გარემოში, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, განიხილონ ბიზნესი ან პირიქით, არაფორმალური საკითხები.

თუ გეგმავთ კონფერენციის, გამოფენის, სემინარის, საქმიანი შეხვედრის, ტრენინგის ან პრეზენტაციის ჩატარებას, ყავის შესვენების გარეშე ის არ ჩაივლის. თუ თქვენი ღონისძიება უნდა გაგრძელდეს მთელი დღე, მაშინ უნდა დაგეგმოთ რამოდენიმე შესვენება.

♦ როგორ მოვაწყოთ ყავის შესვენება?

როგორც წესი, კოფი-ბრეიქისთვის გამოყოფილია ცალკე შენობა, სადაც მოხერხებულად დგამენ კოქტეილის მაგიდებს და ფურშეტის ხაზებს. ადგილის დეფიციტის დროს შესვენება შეიძლება მოეწყოს იმავე შენობაში, სადაც იმართება ძირითადი ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში ის არე, სადაც კოფი-ბრეიქი უნდა ჩატარდეს, გამოყოფილი უნდა იყოს ვიზუალურად სპეციალური ავეჯის და შირმის დახმარებით.

ყავის შესვენების ძირითადი ამოცანაა – სტუმრების მოდუნებული პატარა დასვენება. ამ დროს არ არის საჭირო ადამიანების ნოყიერად გამოკვება ან საბანკეტო სუფრსთან მიწვევა. მომსახურების სისწრაფისთვის, საჭმელს აწყობენ შვედურ ხაზზე და სტუმრები თვითონ ირჩევენ სასურველ კერძს და სასმელს და მიუსხდებიან კოქტეილის მაგიდებს. ასეთი პრინციპით შეიძლება ყავის შესვენების ორგანიზება რამოდენიმე ასეული ადამიანისთვის.

♦ ვარჩევთ სასმელებსა და წასახემსებლებს

ღონისძიების სახელის მიუხედავად, შესვენების დროს ყავის გარდა უმასპინძლდებიან სასმელების ფართო ასორტიმენტით: ჩაი, მინერალური წყალი, წვენები, ღვინო.

კარგ ყავის შესვენებაზე, ყავას ამზადებენ პროფესიონალურ ყავის მანქანაში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დაიშვება ხსნადი ყავაც. დიდ ღონისძიებებზე ყავა შეიძლება მოადუღონ ადრე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოემსახურონ ყველა სტუმარს.

კოფი-ბრეიქის დროს უმასპინძლდებიან მსუბუქი და მოსახერხებელი საჭმელით, პრინციპით „შეჭამე და გაიარე“. თუ ეს არის დილის ან მოკლე შესვენება, მაშინ მენიუში შეაქვთ ნამცხვრები (კექსი, ორცხობილა, ფენოვნები, კურასანი, დენიში -დანიური ნამცხვარი, ბლინები), მსუბუქი წასახემსებლები (კანაპე, ხილი და კენკრა, სალათები ბოკლებში), სენდვიჩები, დესერტი.

დღის კოფი-ბრეიქებისთვის შეიძლება მსუბუქი სადილის შეთავაზება კერძების არჩევანით. თუმცა, ასორტიმენტის მიუხედავად, რომელსაც თქვენ შეარჩევთ, უნდა გახსოვდეთ, რომ მცირე დროის განმავლობაში თქვენი სტუმრები სავარაუდოდ არ შეჭამენ 600გ-ზე მეტ საკვებს, ამიტომ შეუკვეთეთ სწორი მენიუ.

♦ მომსახურების თავისებურებები

ყავის შესვენების ძირითადი პრინციპია – თვითმომსახურება. მიმტანების ძირითადად თვალს ადევნებენ ფურშეტის ხაზის წესრიგს და გააქვთ გამოყენებული ჭურჭელი. უფრო სტატუსიან ღონისძიებებზე მიმტანებს შეუძლიათ სტუმრებს შესთავაზონ სასმელი, გადაადგილდნენ დარბაზში ლანგრებით. რაც შეეხება ცხელ სასმელს, მონაწილეები თვითონ ისხამენ მათ. თუმცა, კარგი ტონი და სტუმრების უფრო უსაფრთხო მეთოდი იქნება მომსახურება ბარისტას ან მიმტანების დახმარებით.

♦ გაითვალისწინეთ ღონისძიების მიზანი

ყავის შესვენებამ, მთელი მისი არაფორმალურობით შეიძლება მოახდინოს საკმაოდ სერიოზული გავლენა თქვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებზე. კარგადაა ცნობილი, რომ პროფესიონალურად ორგანიზებულ  ყავის შესვენებას შეუძლია დადებითად იმოქმედოს მოლაპარაკებების და საქმიანი შეხვედრების შედეგებზე.

იმისათვის, რომ თქვენი ღონისძიების შემდეგ მონაწილეებს დარჩეთ მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილება, საჭიროა ორგანიზების დროს მოიფიქროთ და გაითვალისწინოთ ყველა წვრილმანი, რაშიც დაგეხმარებათ ქეითერინგული კომპანია. იმისათვის, რომ მონაწილეებმა კოფი-ბრეიქის დროს მართლაც შეძლონ დასვენება, მოდუნება, ინფორმაციის განხილვა და შესაძლოა რაიმე გადაწყვეტილების მიღება, მათ ნამდვილად უნდა შეისვენონ ჭიქა ყავის ფონზე. ხშირად, ასეთი შესვენების შემდეგ, ადამიანები მზად არიან ადრე განხილულ საკითხებს შეხედონ ახლებურად, შემდეგ კი მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილება.

♦ რეზიუმე

  • კოფი-ბრეიქი – არის მოკლე შესვენება საკვების მისაღებად და არაფორმალური ურთიერთობისთვის, რომლის ხანგრძლივობაც არის 40-60წთ
  • ყავის შესვენებას იყენებენ კონფერენციის, გამოფენის, სემინარის, საქმიანი შეხვედრის, ტრენინგის ან პრეზენტაციის ჩატარების დროს
  • მენიუ: ნამცხვრები (კექსი, ორცხობილა, ფენოვნები, კურასანი, დენიში -დანიური ნამცხვარი, ბლინები), მსუბუქი წასახემსებლები (კანაპე, ხილი და კენკრა, სალათები ბოკლებში), სენდვიჩები, დესერტი. საშუალო მენიუ არაუმეტეს 600გ ერთ ადამიანზე
  • სასმელები: ყავა, ჩაი, მინერალური წყალი, წვენები, ღვინო
  • მომსახურება – თვითმომსახურება და ფურშეტის ხაზი. მიმტანები თვალს ადევნებენ წესრიგს და გააქვთ გამოყენებული ჭურჭელი
  • ყავის ღირებულება – ერთ ადამიანზე …..

.