საქორწინო ფურშეტი ➤ 599 06 91 51 ➤ TOP-ქეითერებისაგან

საქორწინო ფურშეტი სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოშიც. ცხადია, არ არსებობს ქორწილი ბანკეტის გარეშე . ტრადიციული კლასიკური ბანკეტებიც არასოდეს დაკარგავენ პოპულარობას.  თუმცა საქორწინო ბანკეტებს , მთელ რიგ შემთხვევებში , უკვე გამოუჩნდათ უფრო თანამედროვე ჩამნაცვლებლები.
ზოგიერთ შემთხვევაში კი ბანკეტი ნამდვილად უნდა შეიცვალოს  ფურშეტით. თვითონ ქორწილი კი ფურშეტის სტილში – ეს სრულიად ახალი, თუმცა მზარდი პოპულარობის ტრენდია.
გარდა ამისა- ქორწილი ეს არის ღონისძიებათა ციკლი: ნიშნობა, ხელის მოწერა, ჯვრისწერა, ქორწილი, გაცილება, დახვედრა. ქორწილის ამ  ღონისძიებების თანხლებისათვის კი ფურშეტი უფრო მოსახერხებელია.

საქორწინო ფურშეტი

საქორწინო ფურშეტის  თავისებურებები, უპირატესობები, მომზადების წესები

ფურშეტი – ეს არის  ღონისძიება, რომელიც დროში არ არის შეზღუდული და რომელიც გვთავაზობს ცივი და ცხელი აპეტაიზერებით, დესერტითა და სასმელებით გამასპინძლებას.  ფურშეტის  ფორმატი არის მსუბუქი და ძალდაუტანებელი და სწორედ ამიტომ არ ავალდებულებს სტუმრებს მიჰყვნენ მოქმედების ზუსტ გეგმას. უმრავლეს შემთხვევაში საქორწინო ფურშეტი გრძელდება 1.5-4 სთ. დღეს , წვეულებებისაგან ახალგაზრდები მეტ ურთიერთობას, მეტ ცეკვას, აქტივობას ითხოვენ და ფურშეტი ამისათვის საუკეთესო ფორმაა. ამიტომაც სულ უფრო ხშირია საქორწინო, ნიშნობის თუ სხვა ტიპის ღონისძიებათა ფურშეტის ფორმატში ჩატარება.

თუმცა, ასევე არსებობს ე.წ ფურშეტი-კოქტეილი, რომელიც გრძელდება 90 წთ და უმასპინძლდებიან მხოლოდ მსუბუქი აპეტაიზერებით, დესერტებითა და სასმელებით. საქორწინო ფურშეტის კოქტეილ- ფორმატები განსაკუთრებით აქტუალურია მცირე ბიუჯეტის მქონე ქორწილებისთვის, ან სხვა საქორწინო სადღესასწაულო ღონისძიებისთვის. მაგალითად –  უშუალოდ რეგისტრაციის დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.

ვის შევუკვეთოთ ფურშეტი და ბანკეტი ქორწილისათვის?

ფირმებს , რომლებსაც აქვთ გამოცდილება, შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია ელფოსტაზე Caumednet@gmail.com


კიდევ სად შეიძლება ინფორმაციის მიღება ?

ვფიქრობთ ეს პოსტებიც გადაინტერესებთ:
ნიშნობა 
ხელის მოწერა
ვერცხლისა და ოქროს ქორწილი – საავტორო ქეითერინგი

თუ გვინდა ფურშეტის მოწყობა, როგორ დავგეგმოთ ქორწილის დღე?

ფურშეტის ჩატარება სჯობს რეგისტრაციის შემდეგ მაშინვე . ფურშეტი უნდა ჩატარდეს ცერემონიის ჩატარების ადგილთან ახლოს.
რეგისტრაციასა და ფურშეტს შორის დროის დიდი მონაკვეთის დატოვებას აზრი არ აქვს.
ფურშეტი გრძელდება ცოტა ხანს და მის გამო სტუმრების 2-3სთ-ით დაყოვნება – არ არის კარგი ტონი.
ფურშეტისთვის სტუმრების სადღაც წაყვანაც არც ისე მოხერხებული და ეკონომიურია.
ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე ჯობს მოაწყოთ გასვლითი ცერემონია და არა რეესტრში. ჩავატარეთ ცერემონია და შემდეგ აქვე ავღნიშნოთ.
საქორწინო ფოტოსესია შეგიძლიათ მოაწყოთ როგორც რეგისტრაციამდე, ასევე ფურშეტის შემდეგ.
რაც შეეხება ჩატარების დროს – ფურშეტის მოწყობა დღისით თუ საღამოს – მოხდება თქვენი სურვილის მიხედვით.
გირჩევთ, ქორწილის დღის დაგეგმვისას პირველ რიგში გაითვალისწინოთ თქვენი და სტუმრების კომფორტი.

საჭიროა თუ არა დასაჯდომი ადგილები ფურშეტზე?

დიახ, აუცილებლად. ყველაზე კარგია მოაწყოთ ლაუნჯი დივნებითა და სავარძლებით.
თუ არის ბარის მაგიდა, დადგით მაღალი სკამები მის ირგვლივ. სხვა ვარიანტია – მაგიდები სკამებიანად, რომელსაც მიუსხდებიან.
ნებისმიერ შემთხვევაში დასაჯდომი ადგილი ფურშეტზე უნდა იყოს მოწვეული სტუმრების რაოდენობის არანაკლებ 50%-ისა.
არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავიც.  ახალდაქორწინებულებისთვის უმჯობესია ცალკე მაგიდა დადგათ.
მასთან ჯდომა მთელი დროის განმავლობაში აუცილებელი არ არის, მაგრამ გამოყოფილი ადგილი მოსახერხებელი იქნება თქვენთვისაც და სტუმრებისთვისაც .

Facebook Comments