ივენთების ქეითერინგი , ქეიტერინგის ცალკე მიმართულებაა.
ივენთი, უბრალოდ თვალშისაცემ, გამორჩეულ, “ხმაურიან ” წვეულებას ნიშნავს , მის სინონიმებად ხშირად იყენებენ სიტყვებს ” ღონისძიება ” , ” ფართი ” .
ფურშეტი ივენთისათვის კი , პრაქტიკულად ყველა ივენთის დროს იმართება . ფართის მიზნებიდან და ფორმატიდან გამომიდინარე, ფურშეტს შეიძლება სხვადასხვა სახე ქონდეს.
ივენთების ქეითერინგის ორგანიზება მჭიდროდ არის დაკავშირებული ივენთ-ბიზნესთან, ანუ – ივენთების ქეითერინგი , არის ღონისძიებების ორგანიზებისა და გაფორმების სერვისის ნაწილი.
სტუმრების გამოკვება – ნებისმიერი ღონისძიების შემადგენელი ნაწილია.
კვების გასვლითი მომსახურება მოიცავს შემდეგი საკითხების ორგანიზებას :
- ბანკეტები, ფურშეტები, ყავის შესვენებები (კოფი-ბრეიქი), გალა-ვახშმები, კოქტეილები კორპორატიული მომხმარებლებისთვის
- ქორწილები, საღამოები, ქალაქგარეთა ბარბექიუები, პიკნიკები, გამოსაშვები საღამოები, საახალწლო დღესასწაულები
- კომპანიის მმართველი პერსონალის უმაღლესი და საშუალო რგოლების კვება მათთვის მოსახერხებელი განრიგითა და სპეციალური მენიუთი
ამ ბიზნესს ახასიათებს სეზონურობა: ზაფხულის პერიოდზე მოდის მოგების 50%, დეკემბერზე კი – 25%. წელიწადის დანარჩენ დროს კი შემოსავალი გროვდება საქმიანი შეხვედრების, პრეზენტაციების, სემინარებისა და ტრენინგების მომსახურებით.
იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი „კვება“