პიკნიკის ორგანიზება 599 06 91 51

 პიკნიკის ორგანიზება 599 06 91 51

პიკნიკის ორგანიზება , თუკი მასზე მოწვეული არიან სტუმრები დიდ დროსა და ინვენტარს მოითხოვს.
პიკნიკის ორგანიზება, თუკი ამის საშუალება გაქვთ, ჯობია შეუკვეთოთ სპეციალიზებულ ფირმებს. 
ეს დაგიზოგავთ დროს, ენერგიას და ხშირ შემთხვევაში – თანხასაც. ამასთან, საშუალებას მოგცემთ მთელი ყურადღება ღონისძიების მიზნებსა და სტუმრებზე გადაიტანოთ. პიკნიკი ქეითერინგის ერთ-ერთი სახეა . შეიძლება მას ფურშეტი -ს სახეც მიეცეს.

♦ რა არის პიკნიკი ?
პიკნიკი (ფრანგ. Pique-nique) – ბუნებაში ტრაპეზის თანამედროვე გაგება, რომელიც ეწყობა ბალახზე სუფთა ჰაერზე ლამაზი პეიზაჟების გარემოში – ბაღში, პარკში, ტბის პირას, სანაპიროზე ან ტყეში – და როგორც წესი ზაფხულში. პიკნიკი ასევე  ეწყობა საზოგადოებრივი დღესასწაულების დროს, მაგალითად, ღია ცის ქვეშ ფილმის ყურებისას.

♦ პიკნიკის ისტორიიდან
„პიკნიკი“ წარმოდგება ფრანგული ზმნიდან pique-niquer-დან, რომელიც წარმოიშვა მე-17 საუკუნის ყოველდღიურ ლექსიკონში, თუმცა ბალახზე საკვების მიღების პრაქტიკა ყოველთვის არსებობდა. არსებობდა გამოთქმა „საკენკის მსგავსი სადილის მოწყობა“ (faire un repas à pique-nique) , ანუ ერთობლივი ჭამა, როდესაც ყველას მოაქვს რაღაც საჭმელი. ზმნა piquer, რომელიც ნიშნავს „კენკვა, ცოტა ჭამას“, პარალელს ავლებდა ფრინველებთან. ტერმინი “nique” ან სხვა ორთოგრაფიული ფორმით “nic” – ნიშნავს რაღაც უმნიშვნელოს. პიკნიკის მოწყობა – ნიშნავდა ნაკლებად ჩვეული საკვების მიღებას, ვიდრე სადილი მაგიდასთან.

ფრანგული სიტყვა “picnic” ისესხეს ინგლისელებმა ისესხეს, ვიდრე დაბრუნდებოდნენ საფრანგეთში მე-18 საუკუნის შუა პერიოდში.


იხილეთ აგრეთვე web-ჟურნალი “კვება”