ქეითერინგის სეზონური თავისებურებები და მარკეტინგი
♦ ქეითერულ ფირმებს!
სრული მარკეტინგული მომსახურებისათვის შეუძლიათ მოგვმართონ Caumednet@gmail.com
ჩვენ ვუზრუნველყოფთ სწორ მარკეტინგულ სტრატეგიასა და კლიენტების მოზიდვას.
♦ სეზონურობა ქეითერინგში
სეზონურობა წარმოადგენს ქეითერინგის სფეროს დამახასიათებელ თვისებას. წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების ფორმატი და თემატიკა იცვლება და ბევრადაა დამოკიდებული ამ პერიოდში აღნიშნვნად დღესასწაულებზე, ასევე ამინდის პირობებზე. ქეითერინგში სეზონურობა ხასიათდება მოგების პროგნოზირებადი რაოდენობრივი მაჩვენებლით, რომელიც წლიდან წლამდე რჩება თითქმის მუდმივი ყოველი სეზონისთვის.
♦ ქეითერინგის პირველი აქტიური სეზონი
პირველი აქტიური სეზონი ემთხვევა დეკემბერს, როცა შეკვეთების რაოდენობა აღწევს მაქსიმუმს თვის მეორე ნახევარში და ასევე იანვრის პირველ რიცხვებში.
ეს დაკავშირებულია ახალი წლისა და ქრისტეს შობის აღნიშნვნასთან. სეზონის ღონისძიების ყველაზე მოთხოვნადი ფორმატია – ბანკეტები და ბუფეტები (ფურშეტი). მთლიანობაში დეკემბერ-იანვრის დასაწყის პერიოდზე მოდის წლიური შეკვეთების 25-30%.
♦ ქეითერინგის მეორე აქტიური სეზონი
მეორე სეზონი იკავებს მაისს, ზაფხულის თვეებს, განსაკუთრებით ივნისს და ნაწილობრივ ასევე სექტემბერსაც. უპირატესობა აქვთ ღონისძიებებს, რომლებიც უკავშირდება გამოსაშვებ საღამოებს, ქორწილებს, კორპორატიულ დღესასწაულებს, რომლებიც ტარდება ღია სივრცეში. ამ პერიოდში ასევე პოპულარულია „თიმ-ბილდინგის“ ტიპის ღონისძიებები, ქეითერინგული მომსახურების ფორმატები – პიკნიკი, ბარბექიუ, ბუფეტი (ფურშეტი).
უცილებლად გასათვალისწინებელია ამინდის თავისებურებები, ტემპერატურის ცვლილებები, გეოგრაფია და ღონისძიების ხანგრძლივობა, რათა მომზადდეს შესაბამისი კომპლექტი.
აუცილებელია შემკვეთთან ყველა ნიუანსის განხილვა, რათა გამოირიცხოს მალფუჭებადი პროდუქტები და დანამატები (ცხელ დღეებში); ხილი, რომელიც იზიდავს მწერებს (თუ პიკნიკი ორგანიზებულია მდინარის ახლოს) და ა.შ. მეორე სეზონზე მოდის შეკვეთების წლიური რაოდენობის 50%.
♦ ქეითერინგის მესამე აქტიური სეზონი
მესამე პიკი ხასიათდება ბიზნეს-აქტიურობით და ემთხვევა თებერვლის მეორე ნახევარს, მარტს, აპრილს, სექტემბერსა და ოქტომბერს. ქეითერინგული კომპანიის სერვისები ძირითადად მოთხოვნადია პრეზენტაციებზე, გამოფენებზე, ბიზენს-ტრენინგებზე, სემინარებზე, პრეს-კონფერენციებზე.
ღონისძიებების ძირითადი ფორმატია – კოფი-ბრეიქი (ყავის შესვენება), კოქტეილი, ბუფეტი (ფურშეტი). ამ პერიოდს ქეითერინგული კომპანიების მფლობელებისთვის შეკვეთების წლიური რაოდენობის დაახლოებით 20-25% მოაქვს.
♦ ქეითერინგის არაპროდუქტიული თვეები
ქეითერინგული კოპანიებისთვის ყველაზე არაპროდუქტიული თვეებია იანვარი და ნოემბერი. ამ სეზონზე ძირითადად მოთხოვნადია ვახშმები, კოქტეილები და კერძო ღონისძიებები. მათზე მოდის შეკვეთების მთლიანი რაოდენობის 10%-ზე ნაკლები.
♦ სეზონდამოუკიდებელი ქეითერული აქტივობები
თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც, როდესაც სეზონს არ აქვს მნიშვნელობა. მაგალითად, თუ დროის ამა თუ იმ პერიოდში მიმდინარეობს მასშტაბური საერთაშორისო ფორუმები, სპორტული შეჯიბრებები, რომლებიც გულისხმობს მონაწილეების (ტურისტები, გულშემატკივრები) დიდ რაოდენობას, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს.
.