პიცა გამოძახებით  ➤ 599 06 91 51  ➤ ქალაქების მიხედვით

პიცა გამოძახებით , საქართველოშიც პოპულარულია.  ფირმებს, რომლებიც მუშაობენ რეჟიმით „პიცა გამოძახებით“ შეუძლიათ თავიანთი  ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე Caumednet@gmail.com

.
პიცა გამოძახებით

პიცა – მსოფლიოში ცნობილი ნაციონალური იტალიური საჭმელია, რომელიც წარმოადგენს ღუმელში გამომცხვარ კერძს, დამზადებულს  ცომისგან. მთელ მსოფლიოში მუშაობს სერვისი ” პიცა გამოძახებით “.

დღეისათვის არსებობს პიცის მომზადების ათასზე მეტი რეცეპტი. ჩვენს დროში შესაძლებელია პიცის გასინჯვა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პიცის კლასიკური სახეების გარდა არსებობს კერძის მომზადების მრავალი რეგიონალური ვარიანტებიც.
მაგალითად, იაპონიაში პოპულარულია პიცა ზღვის პროდუქტების შიგთავსით, ასევე ბოსტნეულით, რომელიც გარედან უფრო მეტად ჰგავს პეროგს, რომელსაც წასმული აქვს სპეციალური სოუსი და ზემოდან მოყრილი აქვს თევზის საფანელი.

იტალიური პიცის ყველაზე პოპულარულ კლასიკურ სახეებს შორის უნდა გამოიყოს შემდეგი:

  • Pizza aglio e olio – პიცა ზეითუნის ზეთით, შემწვარი ნივრით და ასევე ორეგანოთი
  • პიცა „მარინარა“ – ზღვის პროდუქტებით, პომიდვრით, ნივრით, ასევე კაპერსით და ზეთისხილით
  • სიცილიური პიცა ანჩოუსებით გამოირჩევა არა მრგვალი, არამედ კვადრატული ფორმით
  • პიცა „მარგარიტა“ – მოცარელას ყველით და პომიდვირით; პიცა ნეაპოლურად – ყველით, პარმეზანით, მოცარელათი, ასევე პომიდვრით, ანჩოუსებით, რეჰანით და ზეითუნის ზეთით
  • პიცა „კაპრიჩოზა“ – პომიდვირით, არტიშოკით, მოცარელას ყველით, ასევე სოკოთი და ზეთისხილით
  • პიცა „ოთხი ყველი“ – განსხვავდება შემადგენლობაში ყველის ოთხი სხვადასხვა სახეობის არსებობით
  • პიცა „ოთხი სეზონი“ – გამოირჩევა იმით, რომ გაყოფილია სხვადასხვა შიგთავსის მქონე 4 თანაბარ ნაწილად
  • პიცა „ფუნგი“ – მოცარელას ყველით, პომიდვრით, სოსისით, ასევე სოკოებით
  • პიცა „დიაბლო“ – სალიამით, ასევე ცხარე წიწაკით
  • პიცა „ჰავაი“ – ანანასით და ლორით

პიცის ზემოთ ჩამოთვლილი სახეების გარდა ცალკე გამოყოფენ კერძის ისეთ ქვესახეობას, როგორიცაა კალცონე.
ეს პიცა წარმოადგენს კერძის დახურულ ვარიანტს. პიცის საფუძველს გადაკეცავენ ორად, მოათავსებენ შიგნით შიგთავსს, შემდეგ კი დახურავენ კიდეებს. საბოლოოდ მიიღება ჩებურეკი ან შიგთავსიანი კონვერტი.
კალცონეს პიცის შიგთავსად იყენებენ რიკოტას ყველს – რიკოტა, პარმეზანი, მოცარელა, ასევე ლორს, სოკოს, ორეგანოს.
პირველად კალცონეს ტიპის პიცას ამზადებდნენ პირდაპირ ღუმელზე, კერძს წვავდნენ ცხიმიან ტაფაზე.
თანამედროვე კულინარიული ტრადიციის მიხედვით კალცონეს პიცას, ისევე როგორც სხვა სახეებს აცხობენ შიგნით ღუმელში.

პიცა განსაკუთრებულად გავრცელდა აშშ-ში, სადაც იტალიური დიასპორის წყალობით კერძი გახდა საკულტო.
ამერიკელმა პიცის მცხობელებმა შეიტანეს რამოდენიმე ცვლილება პიცის მომზადების კლასიკურ რეცეპტში.
ამერიკული პიცის მოსამზადებლად ხშირად იყენებენ ყველს – პროვოლონი, ჩედერი, ასევე ფეტა და იტალიური კულინარიის სკოლისთვის ტრადიციულ პარმეზანს.

გარდა ამისა, აშშ-ში პიცის შიგთავსად ხშირად იყენებენ ხორცს (ძროხის, ქათმის), ძეხვეულს (პეპერონი, სალიამი), ასევე ზღვის პროდუქტებს (რვაფეხა, კრევეტები, კალმარები) და თევზეულს (სკუმბრია, ანჩოუსი).

ამერიკული პიცის ყველაზე მეტად გავრცელებულ სახეებს შორის შეიძლება გამოიყოს:

  • პიცა „ნიუ-იორკი” (New York – style pizza) – ეს არის ნეაპოლური პიცის გადამუშავებული ვერსია, რომლის მომზადებაც დაიწყეს ნიუ-იორკში ნეაპოლელმა ემიგრანტებმა.
  • „ბებიას პიცა“ (Grandmapizaa) – გამოირჩევა თავისი მართკუთხა ფორმით
  • პიცა „ნიუ-ჰევენ“ (New Heaven-style pizza) – წარმოადგენს ძლიერ გამომცხვარ და ცხარე პეროგსაც კი, რომლის გემოც კომპენსირდება შიგთავსის სიტკბოთი
  • „ბერძნული“ პიცა (Greece – style pizaa) – კერძის ფართოდ გავრცელებული სახეა ახალ ინგლისში
  • პიცა „ჩიკაგო“ (Chicago – style thin-crust pizaa) – წარმოადგენს კერძს, რომლის მოსამზადებლადაც იყენებენ ტომატის სოუსს, რომელიც დამზადებულია ახალი პომიდვრებისგან მწვანილების და ღვინის დამატებითაც კი
  • პიცა „ტაკო“ (Taco pizza) – წარმოადგენს პიცას, რომლის შიგთავსადაც იყენებენ ტაკოსთვის საჭირო ტრადიციულ ინგრედიენტებს
  • პიცა „სენთ-ლუიზიანა“ (St.Louis – style pizza) – რეცეპტით და მომზადების მეთოდით ჰგავს ჩიკაგოს პიცას
  • „კალიფორნიული“ პიცა (California – style pizza) – არის სახე, რომლის მომზადების პროცესშიც იყენებენ ახალ პროდუქტებს, მაგალითად – ლობიოს ყლორტებს
  • „კანადური“ პიცა (Canadian –style pizza) – მზადდება მარინარას სოუსით
  • „გრილის-პიცა“ (Grilled pizza) – მზადდება გრილის დახმარებით
  • პიცა „ნიკ-ო-ბოლი (Nic-o-boli) არის კალცონეს პიცის ამერიკული ვარიანტი

კომენტარი 31.03.2020  საგანგებო მდგომარეობის დროს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეპიდემიის პირობებში, საჭმლის გამოძახება გაიზარდა . ამასთან უფრო პოპულარული გახდა ის საჭმელები, რომელთა გაცხელებაც შეიძლება ვირუსისაგან კიდევ უფრო დაცვის მიზნით. მოიმატა მოთხოვნამ  გაუყინავ,  ახალმომზადებულ ნახევარფაბრიკატებზე. მაგალითად, შესაწვავად სრულად გამზადებული კარტოფილზე . მოიმატა მოთხოვნამ მჟავეზე . მოიკლო ყველზე და სხვა პროდუქტებზე, რომელთა თერმული დამუშავება რთულია. სახლში მჯდომ , მოსახლეობის შედარებით შეძლებულ ნაწილს მობეზრდა სტანდარტული კერძები და “მდიდარ რაიონებში” გაიზარდა კერძების წინასწარი შეკვეთა. სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორისსაკრანტონოში , რომლებსაც ქეითერული ფირმები ამარაგებენ, საკვების ხარისხი და ასორტიმენტიი მაღალია. გამოძახება ეპიდემიის პირობებში : იხ. ეპიდქეითერინგი

იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი”