სალათების გამოძახება

სალათების გამოძახება ხშირია როგორც საოჯახო სადილებზე, ასევე – წვეულებებზე. ხშირად უკევეთავენ ფურშეტებისათვის

სალათები ფურშეტი -სათვის სპეციფიურია.  უპირველესი განსხვავება სტუმრებისათვის სალათების მიწოდების მეთოდებშია. გარკვეული ცვლილებების შეტანა კონსტიტენციაშიც ხდება. ქვემოთ არის სია საქართველოს ქეითერებში შედარებით უფრო გავრცელებული სალათებისა.

  • ცეზარი ქათმით – უგემრიელესი სალათი ფურშეტისათვის
  • ცეზარი ბეკონით – საუცხოო სალათი ფურშეტისათვის
  • ცეზარი ორაგულით – სალათი ფურშეტისათვის თევზის მოყვარულთათვის
  • სალათი ფურშეტისათვის – ცეზარი მიქსი
  • ბერძნული სალათი
  • მექსიკური სალათი
  • ბოსტნეულის სალათი (სამარხვო)
  • სოკოს სალათები ფურშეტისათვის
  • ყაბაბის როლები ნიგვზით – უგემრიელესი სალათი ფურშეტისათვის
  • ყაბაბის როლები ყველით
  • წითელი ბულგარული ნიგვზით
  • ბადრიჯნის რულეტი ნიგვზით – პოპულარული სალათი ფურშეტისათვის
  • კომბოსტოს რულეტი ნიგვზით
  • ორაგულის სალათი ბალზამიკოს სოუსით
  • კრევეტების სალათი ანანასით
  • თევზის სალათი ბარდით
  • ყველის სალათი ჰოლანდიური სოუსით
  • სალათი ოლივიე
  • სალათი კაპრეზე
  • ჭარხალი ლიმნით
  • კიტრი და პომიდვრის სალათი ნიგვზით
  • თევზის სტეიკ სალათი
  • ქათმის სალათი
  • საქონლის სტეიკ სალათი

სალათის ისტორია

სალათების გაჩენას უნდა ვუმადლოდეთ რომაელების გამომგონებლობასა და კარგ გემოვნებას. ეს იყო ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე. სწორედ მაშინ აწყობდნენ ძალიან ხშირად ნადიმებს. მაშინ სალათა აუცილებლად გამოჰქონდათ სუფრაზე და უკეთებდნენ მარილს, თაფლს, ზეთს ან ძმარს. მწვანილებიდან წარმოდგენილი იყო: ხახვი, ენდივი და სალათის ფურცელი. სალათი იყო აუცილებელი დანამატი ხორცისთვის.

აღორძინების ეპოქაში ამ კერძმა მიიღო მეორედ აღიარება და გახდა უფრო დახვეწილი და პოპულარული. დღეისათვის მწვანე ინგრედიენტების გარდა სალათში ამატებენ მკვეთრ ფერებსაც. საფრანგეთში მზარეულებს უყვარდათ ექსპერიმენტების ჩატარება რეცეპტების შემადგენლობაში და გამოიგონეს სალათის ფურცლის, ბოსტნეულების, ყველის, სატაცურის, არტიშოკისა და მრავალი სხვა ინგრედიენტის ახალი კომბინაციები. ოდნავ მოგვიანებით გამოიგონეს ახალი სანელებლები: ძმარი, ლიმნის წვენი, ღვინო. მე-19 საუკუნე გამოირჩეოდა იმით, რომ სალათებში დაიწყეს ხილის, ხორცის, ზღვის პროდუქტების, სოკოების დამატება.

სალათების სარგებლიანობა

დღეისათვის დამტკიცებულია, რომ ეს დიეტური კერძი მდიდარია ვიტამინებითა (A, PP,C, B ჯგუფის) და მინერალებით (მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი, კალციუმი, რკინა, ნატრიუმი), ასევე პექტინებით, რომელიც დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. სალათებს აქტიურად იყენებენ იმ დიეტების შემადგენლობაში, რომლებიც დადებით ზეგავლენას ახდენენ გასტრიტის, წყლულების, რკინადეფიციტური ანემიების დროს.

რამდენიმე რჩევა პოპულარული სანელებლის შესახებ

  • დარიჩინით შეზავებულ მაიონეზს უკეთებენ მაგ: ნიახურით, კარტოფილით მომზადებულ სალათებს;
  • არაჟნისა და ძმრის სოუსები ძალიან უხდება მწვანე სალათებს;
  • მცენარეული ზეთი და ძმარი შეიძლება გაუკეთოთ ისპანახის ფურცლებს, მწვანე სალათს, ვარდკაჭკაჭას, ხახვს, კარტოფილისა და კიტრის, თეთრი და წითელი კომბოსტოს, ტკბილი წიწაკის, თეთრი და მწვანე ლობიოს სალათებს;
  • ყველაზე ხშირად იყენებენ ღვინის ძმარს. თეთრი ღვინის ძმარი უფრო რბილი და ნაზია, ვიდრე წითელი. მას უპირატესად იყენებენ ახალი ბოსტნეულის სალათებში. ასევე კარგია მზესუმზირის ზეთთან კომბინაციაში. წითელი ღვინის ძმარი (განსაკუთრებით დიდი ხნის დაყოვნების) საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს მჟავებს და ამიტომ შესანიშნავად ეხამება თხილისა და ზეითუნის ზეთებს. ასეთი ძმარი ძალიან მოუხდება მწვანე ბოსტნეულს.

https://studbooks.net/1937299/tovarovedenie/klassifikatsiya_salatov
https://shkola423.wixsite.com/trud/5-2-14


სალათები ფურშეტისათვის

.

იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი „კვება“ , „ ფურშეტი