ხინკლის ფურშეტი 599 06 91 51 უნიკალური ფორმატი

ხინკლის ფურშეტი 599 06 91 51

ხინკლის  ფურშეტი სწრაფად ხდება  პოპულარული. ერთი შეხედვით,  ხინკლის ფურშეტზე მიწოდება არღვევს  ფურშეტის ყველა წესს, მაგრამ ხინკლის ასაღები სპეციალური მოწყობილობისა და მოხვევის  გამოგონებამ სიტუაცია შეცვალა. ვფიქრობთ უკვე თამამად შეიძლება იქნეს გამოყენებული ტერმინი ”  ხინკლის ფურშეტი ” 

ჩვენ შევძელით შეგვექმნა ხინკლის  სტუმრებისათვის მიწოდების უნიკალური საავტორო ფორმა, რომელიც სრულად შეესაბამება ნებისმიერი ფურშეტის ფორმატს.

„ხინკლის ფურშეტი“  უცებ გახდა პოპულარული. შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ „ხინკლის მაგიდა“ მრავალკერძიან ფურშეტზე, ან  „ხინკლის ფურშეტი“, სადაც ცენტრალური კერძი ხინკალი იქნება.

ხინკლის ფურშეტი

 ხინკლის ფურშეტი – სათვის სახეობები 

ტრადიციული ხინკალი
ქალაქური ხინკალი გზას ფურშეტებზეც იკვლევს
მთიულური ხინკალი ფურშეტებზეც პოპულარული ხდება
მოხევური ხინკალი მოსწონთ ფურშეტების სტუმრებს     
ხინკლის ნაკლებად გავრცელებული სახეობები
ბატის ხინკალი ეგზოტიკის სფეროა
ხაჭოს ხინკალი ფურშეტის უცხოელ სტუმრებსაც მოსწონთ
ყველის ხინკლისათვის ყველი სპეციალურად უნდა შეირჩეს         
მარხვის დროს გავრცელებული ხინკლის სახეობები
ალუბლის და შინდის ხინკლები ფურშეტის ფორმატში
კარტოფილის ხინკალი ფურშეტისათვის შეურიეთ სხვადასხვა ინგრედიენტები  
სოკოს ხინკალი მოსწონთ ფურშეტების სტუმრებს
ჭინჭრის ხინკალი ფურშეტების ჰიტია   

 ზოგადად ხინკლის შესახებ 

ხინკალი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჭმელია.
ხინკალი არის სანელებლებით შეზავებული, დაკეპილი ან მანქანაში გატარებული ხორცი, რომელიც გახვეულია თხელი პურის ცომის მასაში და მოხარშულია წყალში.
♦ ხინკლის შიგთავსი
ხინკალი კეთდება როგორც ახალი, ასევე დამარილებული ხორცისაგან. სახინკლე ხორცს აზავებენ ხახვით, ქონდრით, პილპილით, შემდეგ დაასხამენ წყალს და კარგად აზელენ. ხორცის ხინკლის გარდა აკეთებენ მხალეულის, ყველის, ხაჭოსა და კარტოფილის ხინკალსაც.
♦ ხინკლის ცომი
სახინკლე ცომი ძარღვიანი უნდა იყოს. ხარშვისას იოლად რომ არ გასკდეს, თორემ ხინკალში წყალი შევა და გაფუჭდება. სახინკლე ცომი იზილება ცივი წყლით, რადგან თბილი წყლით მოზელილი იოლად სკდება. რაც უფრო თხელი ცომი აქვს ხინკალს, მით უკეთესია.
♦ ხინკლის შეკვრა
სახინკლე ხორცს დადებენ ერთ ზომაზე მოჭრილ თხელი ცომის ფირფიტაზე და ამოახვევენ ნაოჭებად. როცა მარილჩაყრილი წყალი კარგად ადუღდება, ხინკალს ჩაყრიან და ცოტა ხნის შემდეგ ქვაბსაც შეანჯღრევენ, რომ ხინკალი მის ძირზე არ დაჯდეს, 10-15 წუთის დუღილი საკმარისია, რომ ხინკალი მოიხარშოს.
♦ ხინკლის ჭამა
კარგად გაკეთებული ხინკალი გამოყოფს გემრიელ წვენს. ხინკლის  მჭამელი უნდა ცდილობდეს თავისი უგერგილობით ხინკლის წვენი არ დაღვაროს. ამიტომ, ხინკალს ჩანგლით არ ჭამენ.


 


იხილეთ აგრეთვე : ხინკალი გამოძახებით