ალკოჰოლიანი სასმელები ფურშეტზე და თავსებადი აპეტაიზერები
ალკოჰოლიანი სასმელები ფურშეტზე თავსებადი უნდა იყოს, ეხამებოდეს აპეტაიზერებსა და კერძებს.
ალკოჰოლიანი სასმელების ფურშეტზე მიწოდება , მისი შესაბამისი კერძების არჩევა უმჯობესია მიანდოთ პროფესიონალ ქეითერინგულ კომპანიას, რომელსაც აქვს მდიდარი გამოცდილება მსგავსი ღონისძიებების ჩატარებაში. ასეთი გადაწყვეტილება საშუალებას მოგცემთ ჩაატაროთ დღესასწაული უმაღლეს დონეზე და თანხაც საკმაოდ დაზოგოთ რესტორნულ სუფრასთან შედარებით.
აღნიშნულ დავალებას კარგად შეასრულებს “მთავარი ქეითერი” , რომლის ფურშეტი – ყოველთვის გემრიელია, მენეჯმენტი პუნქტუალურია და ფასი ოპტიმალურია ; მომსახურების დონე კი გააკვირვებს წვეულების ყველაზე დახვეწილ სტუმრებსაც კი.
დიდი ხნის წინ დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ფურშეტის მაგიდა იშვიათად გვხვდება სასმელების გარეშე – როგორც უალკოჰოლო, ისე ალკოჰოლიანი. ისინი ხელს უწყობენ არა მხოლოდ საჭმლის მონელების გაუმჯობესებას და მადის გაძლიერებას, არამედ ამაღლებენ განწყობას, სტუმრებს ეხმარებიან მოდუნებაში, დარბაზში იქმნება უფრო თბილი და ძალდაუტანებელი გარემო.
საზოგადოდ არის ცნობილი, რომ ფურშეტის დროს ურთიერთობა იძლევა არა მხოლოდ დროის კარგად გატარების საშუალებას, არამედ ხელს უწყობს საქმიანი ურთიერთობების და კავშირების ჩამოყალიბებას. თითოეული სასმელით გამასპინძლების დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ თუ რას ანიჭებს სტუმარი უპირატესობას და ერთდროულად ჭკვიანურად შეათავსოთ ის წვეულებაზე წარმოდგენილ კერძებთან.
როგორ შევურჩიოთ სწორად სასმელები კერძებს, რომ დღესასწაული ჩატარდეს წარმატებით და გახდეს სტუმრებისთვის დაუვიწყარი?
კერძებისა და სასმელების სწორ შეხამებაზე დამოკიდებულია ბევრი რამ – სტუმრების განწყობა, სიამოვნების მიღება და საბოლოო ჯამში – საერთო წარმოდგენა გატარებულ საღამოზე.
მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ტრენდულია – ცხოვრების ჯანსაღი წესი, სადღესასწაულო სუფრის ალკოჰოლის გარეშე წარმოდგენა რთულია. თუ სასმელებსა და წასახემსებლებს დახვეწილად შეუხამებთ ერთმანეთს, შეიძლება გააუმჯობესოთ შთაბეჭდილება ამა თუ იმ კერძის გემოზე. მოხმარების კულტურის ქონა იძლევა გარანტიას, რომ თავიდან აიცილებთ ნეგატიურ შედეგებს.
სუფრაზე ალკოჰოლური სასმელებით გამასპინძლების ძირითადი წესები:
- დღესასწაულის დაწყების წინ მადის გასაძლიერებლად გამოაქვთ აპერიტივები – მაგარი სასმელები, ჯინი, თეთრი პორტვეინი, მშრალი ხერესი
- ცივ კერძებთან ერთად გამოაქვთ არაყი და მაგარი ღვინო. არაყი კარგად ეხამება მწნილებს და ქაშაყს
- ლუდთან ერთად ჩვეულებრივ გამოაქვთ ცხარე და მარილიანი წასახემსებლები – ბასტურმა, სუჯუკი, კრაბი, მოხარშული კიბორჩხალა, სალიამი, მოხარშული და შებოლილი თევზი
- ყველის ნაჭრებისთვის, ზღვის პროდუქტებისთვის, ქათმის ხორცისთვის, სალათებისთვის შესაფერისია თეთრი ღვინო. წითელი ღვინო შეიძლება მიატანოთ ცხიმიან და ცხარე კერძებს – ღორის ხორცი, პაშტეტი, ცხვრის ხორცი, ხორცის ნაჭრები
- როგორც წესი, ფურშეტზე ნაკლებად გამოაქვთ პირველი კერძი; თუმცა ღირს იმის ცოდნა, რომ ალკოჰოლის დალევა სწორია სუპის ან ბორშის მიღების შემდეგ. შეიძლება სირჩა პორტვეინის ან ჭიქა ღვინის დაყოლება
- მეორე კერძებს მოუხდება სხვადასხვა სასმელი. ცხელ ხორციან კერძებს შეესაბამება არაყი ან ღვინო; მუქ ხორცს – ღორის, ძროხის, ფრინველის – წითელი ღვინო; თეთრ ხორცს, მაგ: ქათმისას – 1 ბოკალი თეთრი ღვინო.
- შამპანური შეესაბამება თითქმის ყოველ მეორე კერძს და დესერტს. ნაყინთან, ნამცხვრებთან, ხილთან (გარდა ტკბილისა და ნახევრადტკბილისა) შეიძლება დესერტული ღვინოს მიყოლება.
- ბრენდი, კონიაკი, ლიქიორი ან ვისკი მიეკუთვნება დიჯესტივებს. ისინი გამოაქვთ ტრაპეზის დასრულების შემდეგ წასახემსებლის გარეშე. ისინი ხელს უწყობენ საჭმლის მონელების გაუმჯობესებას და ასრულებენ სუფრას.
ალკოჰოლიანი სასმელების ჭურჭლის შერჩევის შესახებ
ჭურჭლის კომპეტენტურად შერჩევა ნიშნავს სტუმრებს მიანიჭოთ სიამოვნება ნებისმიერი სასმელის მიღებით. გარდა ამისა, ეტიკეტის წესების დაცვა მოწმობს ღონისძიების ორგანიზების მაღალ დონეს.
უნდა იცოდეთ, რომ:
- უალკოჰოლო სასმელებს ასხამენ სხვადასხვა მოცულობის ბოკლებში. ყველაზე ხშირად იყენებენ 200-300 მლ მოცულობის ჭურჭელს
- კონიაკისთვის იყენებენ სპეციალურ კონიაკის ან ლიქიორის სირჩას
- შამპანურს სვამენ სპეციალური მაღალი ბოკლებით
- მაგარი და ტკბილი ღვინოებისთვის იყენებენ მადერის ჭიქებს. რეკომენდებული მოცულობაა – 75 მლ
- ლუდისთვის იყენებენ ლუდის ბოკლებს ან სხვადასხვა მოცულობის ჭიქებს
- არაყი გამოაქვთ ცივად ტრადიციული სირჩებით, როგორც წესი 50 მლ.
იხილეთ აგრეთვე web-ჟურნალი „კვება“