ვეგეტარიანული ფურშეტი ✦ 599 06 91 51 ✦ TOP- შემოთავაზებები

ვეგეტარიანული ფურშეტი  ჩვენს ცხოვრებაში მყარად შემოვიდა, ისევე როგორც-  ვეგეტარიანელობა. უკვე არავის უკვირს, რომ ზოგიერთი ადამიანი არ მოიხმარს ცხოველური წარმოშობის პროდუქტს და უპირატესობას ანიჭებს მცენარეულ საკვებს.

ხორცისა და თევზის არ მიღება ჩვენს დროში ნორმალურია და არ იწვევს არმოწონებას და გაკვირვებას, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ფაქტიურად, ნებისმიერ თავმოყვარე საზოგადოებრივ კვების დაწესებულებას, იქნება ეს რესტორანი თუ კაფე, მენიუში შეტანილი აქვს სპეციალურად მომზადებული კერძები ვეგანებისთვის.  არსებობს სპეციალიზებული დაწესებულებები, რომლებიც ამზადებენ მხოლოდ ვეგანურ საკვებს.

ვეგეტარიანულ მოთხოვნებს გვერდი არ აუარა ქეითერინგმაც. დღესდღეობით გასვლითი ტიპის რესტორნები სთავაზობენ კერძებს, რომლებიც სპეციალურადაა შემუშავებული ვეგეტარიანელების მოთხოვნების შესაბამისად. გავარკვიოთ, როგორ შევარჩიოთ სწორად ბანკეტისთვის ან ფურშეტი -სთვის ვეგეტარიანელების მონაწილეობით?

ვეგეტარიანული ფურშეტი

როგორ დავგეგმოთ ვეგეტარიანული ფურშეტი

დღეისათვის ბევრი ქეითერინგული კომპანიის მენიუში შეტანილია სპეციალური შეთავაზებები ვეგეტარიანელებისთვის. თუ ასეთი ნაწილი არ არის მენიუში, ყოველთვის შეიძლება დამოუკიდებლად ან კომპანიის კონსულტანტის დახმარებით შეარჩიოთ კერძი, რომელიც არ შეიცავს ხორცს, თევზს, ცხოველურ ცხიმებს.

ფაქტიურად ყველაზე გავრცელებულია ღონისძიების ორგანიზების 3 ვარიანტი:

  1. თუ იცით, რომ თქვენს მიერ მოწვეულ სტუმრებში არიან ადამიანები, რომლებიც არ მიირთმევენ ცხოველურ საკვებს, უმჯობესია მენიუში ჩართოთ შესაბამისი კერძები და წასახემსებლები – ბოსტნეულის სალათები, სოკოს კერძები, ფქვილისგან დამზადებული პროდუქტები და სხვა. რა თქმა უნდა, კარგია როდესაც ცნობილია სტუმრებს შორის ვეგეტარიანელების ზუსტი რაოდენობა. თუმცა, ქეითერინგული კომპანიის გამოცდილმა თანამშრომლებმა იციან, რომ ყოველთვის სჯობს გაითვალისწინონ ვეგანური კერძები ღონისძიების მენიუში; მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვეულებრივ – ეს საკვები არის გემრიელი და ორიგინალური, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევენ „ხორცის მოყვარულებიც“.
  2. თუ ღონისძიებაზე ვეგეტარიანელების რაოდენობა საკმაოდ დიდია და შემკვეთმა ეს იცის, შეიძლება მათთვის ცალკე გაწყობილის სუფრის ორგანიზებაც. მასზე განლაგებული იქნება მხოლოდ ვეგანური კერძები. ეს ვარიანტი კარგია ფურშეტის დროს – სტუმრები მივლენ თავიანთ მაგიდებთან და შემდეგ გააგრძელებენ ურთიერთობას. ბანკეტის დროს ყველა ვეგეტარიანელის ერთ მაგიდასთან თავმოყრა საკმაოდ პრობლემურია და ხშირად წარმოუდგენელია. ამიტომ, წინასწარ უნდა გააფრთხილოთ ღონისძიების მომსახურე პერსონალი, რომ ვეგეტარიანელებს მიაწოდონ შესაბამისი საკვები.
  3. როდესაც ღონისძიების ყველა მონაწილე არ იღებს ცხოველურ საკვებს, ეს ამარტივებს დავალებას. საჭიროა მხოლოდ მენიუდან შესაბამისი შემოთავაზების შერჩევა. სერიოზული კომპანიის კატალოგში მოცემული კერძის ფოტო შეესაბამება სინამდვილეს, ამიტომ არჩევანის გაკეთება არ არის რთული.კარგ ქეითერინგს შეუძლია ნოყიერად და გემრიელად გაუმასპინძლდეს ყველა სტუმარს, მათი გემოვნებითი უპირატესობებისგან დამოუკიდებლად. ცხოველური ცხიმების გარეშე და მხოლოდ მცენარეული პროდუქტებით მომზადებული კერძები არა მხოლოდ გემრიელია, არამედ სასარგებლოცაა.

იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი” , ფურშეტი ბავშვებისათვის