გლინტვეინი ➤ 599 06 91 51 ➤ შემოთავაზებები სპეც.ქეითერებისაგან

გლინტვეინი (გერმ. Gluhwein-გლუვაინი, Gluhen der Wein-ცხელი ღვინო) – ცხელი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც მზადდება წითელი ღვინის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ ცხელდება 70-80 გრადუსამდე და აქვს შაქარი და სანელებლები.ტრადიციულად იყენებენ ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ჩეხეთსა და ესტონეთში საშობაო ბაზრობებზე და დღესასწაულებზე, რომლებიც ტარდება ღია ცის ქვეშ.

გლინტვეინი

♦ ინგრედიენტები გლინტვეინის მოსამზადებლად

დარიჩინის ჩხირი – 1 ც
ლიმონი – 1 ც
ფორთოხალი – 2 ც
ტკბილი წითელი ღვინო – 1 ბოთლი
ვარსკვლავა ანისი – 2 ც
მიხაკი – გემოვნებით

♦ გლინტვეინის მომზადების წესი

ქვაბში ჩაალაგეთ დაჭრილი ფორთოხალი, ლიმონი, სანელებლები და დაასხით ღვინო.  დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ, მაგრამ არ უნდა აადუღოთ. გლინტვეინი მიირთვით ცხელი.
ფურშეტი -სათვის  გლინტვეინი მზადდება იქვე, სტუმრების თვალწინ.
თუ გლინტვეინში გამოყენებული ღვინო ღვინო საკმარისად ტკბილი არ არის, უმატებენ შაქარს ან ბადაგს.


იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი „კვება“