სანგრია ფურშეტისათვის ➤ 599 06 91 51 ➤ სანგრიის-ქეითერებისაგან

სანგრია (ესპ.sangria, sangre – სისხლი) – ესპანური საშუალოდ ალკოჰოლური სასმელია რომელიც მზადდება ღვინის საფუძველზე (ხშირად – წითელზე) და ემატება ხილის ნაჭრები, კენკრა, შაქარი, გაზიანი სასმელი, ზოგჯერ კი ცოტაოდენი ბრენდი და მშრალი ლიქიორი, ზოგჯერ – სანელებლები. სანგრია ასევე შეიძლება იყოს ნაკლებ ალკოჰოლური ბრენდისა და ლიქიორის გარეშე.
საერთოდ, სანგრიას მომზადების წესების ჩარჩოები საკმაოდ ფართეა , ფანტაზიისთვის დიდი არეალია და ამდენად, დიდად ფასობს გამოცდილება. უფრო მეტიც- გაჩნდა სანგრიას მომზადებაზე სპეციალიზებული  ქეიტერები, რომლებიც ძალიან მაღალიდ დონის სანგრიის მაგიდებს თავაზობენ ფურშეტებს.
სანგრიის მომზადებისას, ყველა სპეციალისტს, თავისი რეცეპტი და საიდუმლოება აქვს.

სანგრია

ღვინო სანგრიასათვის

სანგრიას ამზადებენ წითელი ან თეთრი ღვინისაგან, თუმცა ტრადიციულად იგი წითელი ღვინისაგან მზადდებოდა. არაა აუცილებელი სამარკო ღვინოები.

ინგრედიენტები სანგრიას მოსამზადებლად

  • დარიჩინის ჩხირი – 1 ცალი
  • კონიაკი – 30 მლ
  • ლიმონი – 1 ცალი
  • ფორთოხალი – 1 ცალი
  • ფორთოხლის წვენი – 250 მლ
  • შაქარი – გემოვნებით
  • წითელი ღვინო – 1 ლ
  • წყალი – 150 მლ

სანგრიას მომზადების წესი

რგოლებად დაჭრილი ფორთოხალი და ლიმონი ჩავყაროთ სასურველ ჭურჭელში და ოდნავ დავსრისოთ. შემდეგ დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და სურვილის შემთხვევაში- ნებისმიერი ხილი.
ბოლოს სანგრიას დავასხათ ღვინო და კონიაკი და მინიმუმ 2 საათით შევდგათ მაცივარში.

სანგრიას სუფრაზე მიტანა

სანგრიას სუფრაზე მიტანისას უმატებენ ყინულს. ფურშეტი -ს  გაწყობისას, ყინულს აწყობენ იმავე მაგიდაზე და სტუმარი სანგრიას აღებისას თვითონ უმატებს ყინულს ან ოფიციანტი უგდებს ყინულს.


 

იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი „კვება“