გროგი ფურშეტებზე ➤ 599 06 91 51 ➤ ზამთრის კურორტებზე

გროგი (ინგლ.grog) – ცხელი ალკოჰოლური სასმელია. უმეტესად წარმოადგენს რომს, რომელიც ძლიერადაა გაზავებული შაქრიანი წყლით. ზოგჯერ გამოიყენება ცხელი ჩაი. ქართული ფურშეტი -სათვის
იგი არაა დამახასიათებელი, თუმცა მაინც გვხვდება, განსაკუთრებით ზამთრის კურორტებზე გამართულ ფურშეტებზე .

გროგი

გროგი -ს მომზადების მკაცრი წესები და რეცეპტები არ არსებობს. მისი მომზადების უამრავ რეცეპტს იპოვით. მკაცრი წესები არ არსებობს. მთავარია შეურიოთ რომი. ერთ-ერთი, სადემოსტრაციო  რეცეპტი ასე გამოიყურება:

♦ ინგრედიენტები გროგისათვის

შავი ჩაი – 1 ჩაის კოვზი
რომი – 80 მლ
ლიმონი – 1 ცალი
შაქარი – გემოვნებით, ჯობს ყავისფერი შაქარი
დარიჩინი – 1 ჯოხი
ბადიანი –  1 ან2 ცალი
მიხაკი – 4 ან 5 ცალი

♦ გროგის მომზადების წესები

300 მლ მდუღარე წყალი დაასხით ჩაის. დაამატეთ შაქარი და სანელებლები. დააფარეთ და დააყენეთ 5 წუთი. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი. გადაწურეთ, დაამატეთ რომი და გროგი ჩამოასხით ჭიქებში. დალიეთ ცხელი. გროგს შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი, ცოტა ვისკი, ფორთოხლის წვენი… აუცილებელი ინგრედიენტი  მხოლოდ რომია. შეგიძლიათ მიირთვათ ცივადაც, ყინულის დამატებით.


იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი „კვება“