სოკოს კრემ-სუპი ფურშეტისათვის

სოკოს კრემ-სუპი ფურშეტი-სათვის

ინგრედიენტები:სოკოს კრემ-სუპი ფურშეტისათვის

  • ბოსტნეულის ბულიონი – 500 მლ
  • შამპინიონი – 400გ
  • დიდი ხახვები – 2ც
  • სტაფილო – 1ც
  • ნიახური – 1ც
  • ნიორი – 3კბილი
  • ქონდარი – 5 გვირგვინი
  • თეთრი ღვინო -250მლ
  • ნაღები 35% – ¾ ჭიქა
  • პრასი – 4ც
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი, წიწაკა

მომზადება:

გაფცქვენით ხახვი, დაჭერით ნახევარრგოლებად და მოხრაკეთ ზეითუნის ზეთში საშუალო ცეცხლზე 25-30 წთ.

დააქუცმაცეთ ნიორი, სტაფილო დაჭერით რგოლებად, ნიახური – პატარა ნაჭრებად.

1 ც სოკო გადადეთ მოსართავად, დანარჩენები დაჭერით 4-8 ნაწილებად.

სქელძირიანი ქვაბი გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე, მასში მოხრაკეთ სტაფილო და ნიახური დარბილებამდე, შემდეგ დაუმატეთ ნიორი და სოკო და ჩაშუშეთ 5 წთ, ხშირად აურიეთ.

ქვაბში ჩაასხით ღვინო, დაუმატეთ ქონდარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ 5 წთ, შემდეგ ჩაასხით ბოსტნეულის ბულიონი, დაუმატეთ მოხრაკული ხახვი და გააგრძელეთ სუპის ხარშვა, ვიდრე სითხე არ აორთქლდება 2-ჯერ. დაუმატეთ მარილი და წიწაკა.

გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და სუპი დააბლენდერეთ, ისევ გააცხელეთ სუპი ცეცხლზე, დაუმატეთ ნაღები და კიდევ ერთხელ გააცხელეთ, ნუ მიიყვანთ დუღილამდე.

ჩაასხით ფურშეტის ჭიქებში. გამოიტანეთ შამპინიონის ნატეხებთან, პარმეზანთან და პრასთან ერთად.