ღია სამზარეულო ფურშეტზე ✦ 599 06 91 51

ღია სამზარეულო ფურშეტზე

” ღია  სამზარეულო ფურშეტზე ”  – ამ ახალი ტენდენციის ინტერპრეტირება შეიძლება სხვადასხვანაირად, მაგრამ არსი მდგომარეობს იმაში, რომ ღონისძიების გასვლითი მომსახურების დროს ირღვევა ჩვეულებრივი სქემა „ვიღაცამ მოამზადა, ჩვენ მივირთვით“.

მომზადება შესაძლებელია სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, რათა სტუმრებს შეეძლოთ დაკვირვება; მზარეულებს შეუძლიათ ჩაატარონ ცალკეული კერძების მომზადების მოკლე მასტერ-კლასები ან საერთოდ მონაწილეებს დართონ ნება ჩაერთონ კულინარიულ პროცესებში; შეფ-მზარეულს შეუძლია იკონტაქტოს სტუმრებთან, მათთან ერთად დააგემოვნოს წარმოდგენილი კერძები და განიხილოს ისინი . ქეითერინგში მსგავსი ინტერაქტიურობის ვარიანტები ბევრია, მთავარი ინტერაქციის იდეაა..

განსაკუთრებით შთამბეჭდავია, როცა ღია სამზარეულოში „ფუსფუსებს“ მასპინძელი ან ცნობილი სახეები. ყველას ესმის, რომ ეს პიარია, მაგრამ საზოგადოება ასეთ პიარს იღებს დადებითად, მისდამი გამოვლენილი პატივისცემის ნიშნად და ამახსოვრდება დიდხანს.

 


იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი” , ფურშეტი ბავშვებისათვის