ხილის ჩაი ფურშეტზე , განსაკუთრებით ცივი ჩაების ფორმატში, საკმაოდ პოპულარულია . ხილისა და კენკრის დანამატებით ჩაის შექმნის ისტორიის განხილვა საკმაოდ რთულია, რადგანაც შეუძლებელია გაიგო ვინ და როდის გადაწყვიტა პირველად ამ პოპულარულ სასმელში ჩაემატებინა ნაყოფების გამომშრალი ან ახალი ნაჭრები. ცნობილი და გასაგებია მხოლოდ ის, რომ არსებობს ტრადიციული დანამატებიანი ჩაის მეტ-ნაკლებად განსხვავებული ვარიანტები.
მათ შეიძლება მივაკუთვნოთ, მაგალითად: იაპონური სენჩა ჟასმინის ფოთლებითა და ალუბალ-შოკოლადის გემოთი ან უფრო თანამედროვე ვარიანტები ხილის გამომშრალი ნაჭრების დანამატებით (კონკრეტული მწარმოებლის სურვილისამებრ). არსებობს ჩაი, რომელსაც ტექნიკურად შეიძლება ეწოდოს ხილის სასმელი.
ძირითადი თავისებურებები და განსხვავებები ხილის ჩაის და ჩაის სხვა სახეებს შორის
ხილის ჩაის უმეტესობა მზადდება შავი და მწვანე ჩაის ტრადიციული ჯიშების საფუძველზე. ნახარშის შემადგენლობას ამატებენ გამომშრალ ხილს ან კენკრას და ამით ანიჭებენ მეტ სურნელოვან და ეგზოტიკურ ნოტებს. ხილის ჩაის სხვა ჯგუფის შემადგენლობაში არ შედის ჩაის ხის ფოთლები.
მათი სახეობები ბევრია. ამის მიზეზი არის ის მარტივი ფაქტი, რომ მათი მოფიქრება და მომზადება შეიძლება ნულიდან დამოუკიდებლად. ყველაფერი დამოკიდებულია თითოეული ადამიანის პირად გასტრონომიულ უპირატესობებზე ან იმაზე, თუ როგორ ეფექტის მიღება სურს.
ხილის ჩაის სახეები
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ხილის ჩაი შეიძლება წარმოადგენდეს შავი, მწვანე ამ ჩაის სხვა სახის ნარევს რომელიმე ხილთან ან კენკრასთან. დღეისათვის ბაზარზე წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტული ჩაის ვარიანტები. თუმცა, საუკეთესო არჩევანია დამოუკიდებლად მომზადება.
რა შეიძლება იყოს ახალ, დაჭრილ ხილზე უკეთესი, რომლებიც მოგანიჭებენ მაქსიმალურ სარგებელს და სიამოვნებას. ცხელი სასმელი ზამთარში შეავსებს ვიტამინების მარაგს, ცივი კი ცხელ ზაფხულში გასიამოვნებთ ნოყიერი გემოთი და სიგრილით.
.
იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი „კვება“ , „ ფურშეტი „