ფურშეტის დეკორაცია ➤ საუკეთესო დიზაინერებისაგან ➤ 599 06 91 51

ფურშეტის დეკორაცია  ფურშეტის ორგანიზების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ცალკე  თემაა და სულ სხვანაირად კეთდება საბავშვო ფურშეტის (ფურშეტი ბავშვებისათვის) დეკორაცია.

ფურშეტის დეკორაცია ავეჯის სწორად განაწილებით იწყება.  ავეჯის განაწილების დროს გასათვალისწინებელია, რომ მაგიდები უნდა იყოს ჩვეულებრივზე მაღალი (90-100 სმ).
მანძილი კედელსა და მაგიდას შორის უნდა იყოს 1,5 მ, რათა შესაძლებელი იყოს მათ შორის თავისუფლად გასვლა.

მაგიდებზე აფარებენ სპეციალურ გადასაფარებლებს. გადასაფარებლის არჩევანი დამოკიდებულია მიღების ტიპზე.შეიძლება მაგიდას ჩააცვათ „კაბა“, მაგიდას და იატაკს შორის უნდა დარჩეს 5 სმ.

სერვირების დროს იდგმება ყვავილებიანი კომპოზიცია.

გამაგრილებელ სასმელებს დგამენ ბოთლებით იარლიყით მაგიდის კიდისკენ.წვენები, მორსები და მინერალური წყალი – იდგმება დოქებით ლამბაქებზე.

აპეტაიზერის თეფშები იდგმება 6-10 ცალიანი გროვების სახით. ოვალურ ან კვადრატულ ჭურჭელს დგამენ 45 გრადუსიანი კუთხით.

პეტაიზერების განაწილების დროს ითვალისწინებენ:
— პირველ რიგში დგამენ მათ, რომლებიც არ კარგავენ თავიანთ ხარისხს და შესახედაობას ტემპერატურის ზემოქმედებით.
— ბოლოს დგამენ წვნიანებს, მაიონეზიან აპეტაიზერებს, კარაქს და ხიზილალას.

მენიუს შედგენის დროს გასათვალისწინებელია:
— 1 სტუმარზე უნდა გაითვალოს 500-400 გ აპეტაიზერი (სხვადასხვა)
— შეიძლება მისასალმებელი ბოკალის შეთავაზება (აპერიტივი) – 50გ.

ფურშეტი -ს ყველაზე მარტივი ვარიანტია – კანაპე ( 15-30 გრამიანი პატარა ბუტერბროდები), რამოდენიმე მსუბუქი აპეტაიზერი, ჩაი და ხილი.
დახვეწილი ფურშეტის მენიუ ითვალისწინებს 12-16 ცალ ცივ აპეტაიზერს, 1-3 ცალ ცხელ კერძს, დესერტს, ჩაის, ყავას.

ფურშეტის დეკორაცია

 

იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი” , ფურშეტი ბავშვებისათვის