პრემია „წლის ქეითერი“

პრემია „წლის ქეითერი“

„წლის ქეითერი“ – არის დამოუკიდებელი ყოველწლიური პრემია, რომელზეც ცხადდება ქვეყნის ქეითერინგ-ინდუსტრიის საუკეთესო კომპანიები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სამზარეულოს დონის, მენეჯერების პროფესიონალური გუნდების არსებობის, მუშაობის სისტემატურობის და event(ივენთ)-ბაზრის მონაწილეების გამოხმაურებების საფუძველზე.

„წლის ქეითერი“ პრემიის მიღება – არის პროფესიონალურ საზოგადოებაში, ექსპერტებსა და კოლეგებში, მომხმარებელებსა და პარტნიორებში კომპანიის წარმატების აღიარება. ასევე, პრემია – „წლის ქეითერი“ არის გამარჯვებულების დაჯილოდების შესანიშნავი ცერემონია, პროფესიონალების წრეში აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა და რაც მთავარია – პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალება.

აღნიშნული პროფესიონალური პრემია კვლავ რჩება უნიკალურ მოვლენად ქეითერინგ-ინდუსტრიისთვის.

პრემიის მიზანი:

  • ქეითერინგ-ინდუსტრიის განვითარება და ქვეყნის ქეითერინგში პროფესიონალიზმის დონის ამაღლება
  • ბაზრის ოპერატორების ავტორიტეტისა და პრესტიჟის მომატება, ბაზრის ლიდერების გამოვლენა
  • ქეითერის ბაზრის საკვანძო მოთამაშეებს შორის კონსტრუქციული დიალოგისა და პროფესიონალური კომუნიკაციისთვის პირობების შექმნა.