ტორტის შეკვეთა და გამოძახება – ნებისმიერი ღონისძიების, მათ შორის, ფურშეტი -ს , კვანძის გახსნა, კულმინაციური წერტილი შეიძლება იყოს. ოფიციანტი ჭრის ტორტს და პორციობით აწყობს სპეციალურ მაგიდაზე.
საქართველოში არაერთი ფირმა და ინდივიდი აცხობს საუკეთესო ტორტებს. მათ ამ გვერდზე შეუძლია განათავსონ თავიან შესახებ ინფორმაცია . კონტაქტი caumednet@gmail.com
ტორტი – ტრადიციული სადღესასწაულო კერძია დაბადების დღეებისთვის, ქორწილისთვის, კორპორატიული წვეულებებისა და სხვა დღესასწაულებისთვის. ეს დესერტი მოსწონს არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც. შესაძლებელია ტორტების კლასიფიკაცია სხვადასხვა კრიტერიუმებით.
ტორტის შეკვეთა მომზადების მეთოდის მიხედვი
თ
- ტორტები, რომლებიც ცხვება მთლიანად – ეს სახე დასაწყისს იღებს უძველესი დროიდან. ის მზადდება საფუარიანი ცომით და წარმოადგენს გულსართიან ნამცხვარს. როგორც წესი გულსართის სახით არის – თხილი, თაფლი, ხილი, მურაბა. ზემოდან შეიძლება გაფორმებული იყოს მინანქრით ან კრემით.
- ტორტები, რომელთა მომზადების დროს გულსართი და კარკასი მზადდება ცალ-ცალკე. ასეთი ტორტის გამოცხობა დაიწყეს იტალიაში. ჯერ მზადდება კარკასი – ტორტის კედელი და ძირი, შემდეგ გულსართი. შემდეგ გემრიელ გულსართს ჩაასხამენ გაცივებულ კარკასში და თუ საჭიროა აცხელებენ, რათა გამთლიანდეს.
- აწყობილი ტორტი – ეს არის უფრო გავრცელებული სახე, რომელიც მზადდება და ფორმირდება ფენებით. ცალკე მზადდება ქერქი, გულსართი, კრემი, მოსართავი ელემენტები. შემდეგ ტორტს აწყობენ თანმიმდევრული ფენებით ქვემოდან ზევით – კორჟს წაუსვამენ კრემს, დააწყობენ გულსართს და დეკორატიულ ელემენტებს.
ტორტების კლასიფიკაცია კორჟების ტიპის მიხედვით
- ბისკვიტის ტორტები – ბისკვიტის ცომიანი ტორტი არის ნოყიერი და რბილი. საჭირო გემოს მისაღებად ბისკვიტის კორჟებში ამატებენ ვანილს, კაკაოს, კაკალს და სხვა ინგრედიენტებს. კორჟები შეიწოვენ მას, შემდეგ აწყობენ ერთმანეთზე, მათ შორის კი იდება კრემის, იოგურტის ან შოკოლადის გულსართი. ეს არის ტორტების ყველაზე გემრიელი და გავრცელებული სახე.
- ვაფლის ტორტები – უფრო მარტივად მოსამზადებელია. შედგება ერთმანეთზე დაწყობილი ვაფლის კორჟებისგან, რომელთაც წასმული აქვთ ყავის ან შოკოლადის მასა.
- ფხვიერი ტორტები – მზადდება ფხვიერი ცომისგან. ასეთი ტორტები ნაკლებ ფასიანია მოსამზადებლად. გულსართი შეიძლება იყოს ხილის ან კრემის.
- ხაჭოსი – მთლიანად მზადდება ხაჭოსა და ფქვილის მასისგან. როგორც წესი შეიცავს ხილის ნაჭრებს, რომლებიც გემრიელია ხაჭოსთან ერთად.
ტორტების კლასიფიკაცია კონსტრუქციის სირთულის მიხედვით
- ერთსართულიანი
- ორსართულიანი – ანუ არის ორი ტორტი, რომლებიც განლაგებულია მყარ კარკასულ კონსტრუქციაზე ერთი მეორეზე
- სამსართულიანი – შედგება ორი სართულისგან და კონსტრუქცია ორსართულიანი ტორტის ანალოგიურია, მხოლოდ – არის 3 ტორტი და კარკასი ითვალისწინებს სამივეს განლაგებას.
ტორტების კლასიფიკაცია გულსართისა და გემოს მიხედვით
- ხილის
- იოგურტის
- არაჟნის
- შოკოლადის
- თხილის
- ვანილის
- შედედებული რძით და სხვა
ტორტების შეკვეთა გასაფორმებელი მასალის მიხედვით
- ტორტები კულინარიული საღებავებით – რომლებიც მზადდება შაქრის ფხვნილით (პუდრა). ის ტორტს ხდის უფრო გლუვს და მისი პლასტიკურობის წყალობით შეიძლება რთული დეკორატიული ელემენტების გაკეთება. საღებავი შედის თითქმის ყველა ორიგინალური ტორტის შემადგენლობაში.
- კრემიანი ტორტები – როგორც წესი, კრემით აკეთებსნ ფიგურებს, დეკორატიულ ყვავილებს, რაც არა მხოლოდ ლამაზი, არამედ გემრიელიცაა.
- ტორტები მინანქრით – მისი საშუალებით ტორტი არის გლუვი და ლამაზი. განსაკუთრებით გემრიელია შოკოლადის მინანქარი.
- ტორტები საკონდიტრო პომადით – მას იყენებენ ტორტების გარედან დასაფარად. მარტივია მოსამზადებლად და დიდი ხნით ინარჩუნებს თვისებებს.
ტორტების კლასიფიკაცია ფორმის მიხედვით
- მრგვალი
- ოთხკუთხედი
- ოვალური
- სწორკუთხოვანი
- რთული ფორმები
- შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმის: ბურთი, მანქანა, ციფრი, გული, წიგნი და სხვა. მათი მომზადება უფრო რთულია და ამიტომაც უფრო ძვირი ღირს.
ტორტების კლასიფიკაცია დამზადების ადგილის მიხედვით
- მაღაზიის ტორტები – მზადდება კონვეიერული პრინციპით; როგორც წესი, იყენებენ მავნე დანამატებს – საღებავებს, სტაბილიზატორებს, არომატიზატორებს – რომლებიც აუმჯობესებენ გემოს და ზრდიან შენახვის დროს, მაგრამ საზიანოა ჯანმრთელობისთვის. მაღაზიის ტორტები ერთგვაროვანია და ყოველთვის არ არის გემრიელი.
- სახლის ტორტები ან ტორტები შეკვეთით – მზადდება სპეციალურად თქვენთვის სიყვარულითა და სითბოთი. მათ მოსამზადებლად იყენებენ ნატურალურ ინგრედიენტებს თქვენი გემოს შესაბამისად. ასეთი ტორტები სასიამოვნოა სილამაზითაც და გემოვნებითი ხარისხით.
იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი „კვება“ , „ფურშეტი „