კუბდარის შეკვეთა, კუბდარის გამოძახება

კუბდარის შეკვეთა საკმაოდ პოპულარული სერვისია საქართველოში.

კუბდარის ისტორია, მომზადება

კუბრადის შეკვეთაკუბდარი – ტრადიციული სვანური ღვეზელია ხორცით. ცხარე, პიკანტური, საოცრად წვნიანი, ღია ცეცხლზე გამომცხვარი – ასეთი კუბდარი გვათბობს და გვანაყრებს ცივ დღეებში.

საქართველოს ჩრდილო-დასავლეთის მთიანი რეგიონი დასახლებულია შრომისმოყვარე, მამაცი, მხიარული და სტუმართმოყვარე ხალხით – სვანებით. ისინი ცხოვრობენ თემებად, რომლებშიც გაერთიანებულია სოფლები.

თითოეულ სვანურ თემში არსებობს კუბდარის მომზადების სხვადასხვა თავისებურებები.

სოფლებში ღვეზელს აცხობენ ხორცით, მარილიანი და წიწაკიანი საქონლის ცხიმით, ხახვით, სვანური მარილით, აჯიკით, ძირათი, ქონდარით.

გულსართი ყველაზე გავრცელებულია – ცხიმიანი ღორის ხორცი ან ძროხისა და ღორის ხორცის ნარევით. ხორცს აუცილებლად წვრილად ჭრიან ბასრი დანით (არავითარ შემთხვევაში ხორცსაკეპი). გემრიელი კუბდარი მზადდება მხოლოდ ხელით.

საჭიროა საფუარის ცომი – შესანიშნავი გემოვნებითი ხარისხი, რბილი, ელასტიური, ამასთანავე მყარი, რათა გაუძლოს მოცულობით შიგთავსს. ცომის დიამეტრი არის პატარა, მაგრამ უფრო სქელი. სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ გადმობრუნების დროს ხორცის ნაჭრებმა ცომი არ გაარღვიოს.

გავუკეთოთ თუ არა განაკვეთი? რა თქმა უნდა დიახ: ხორცი უფრო სწრაფად მომზადდება, წარმოქმნის ცხიმიან წვენს და მეტ სითბოს. გამოცხობის შემდეგ თითოეულ კუბდარს წაუსვით კარაქი, გადააფარეთ ნაჭერი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი, რათა დარბილდეს და გადანაწილდეს ხორცის პიკანტური ცხარე წვენი.

კუბდარის შეკვეთა >> https://kulinaria.medgeo.net/2011/06/09/კუბდარი-გამოძახებით/

კუბდარის შეკვეთა


აუცილებელი პროდუქტები

ცომისთვის:

  • ხორბლის ფქვილი – დაახლოებით 1კგ
  • საფუარი (მშრალი) – 1ჩ/კ
  • თბილი რძე ( ან წყალი) – 500მლ
  • მცენარეული ზეთი (სუნის გარეშე) – 50მლ
  • შაქარი – 1ჩ/კ
  • მარილი – 1ჩ/კ
  • კვერცხი – 1ც

გულსართისთვის:

  • ღორის ხორცი – 1.2კგ ან 900გ ცხიმიან ღორის ხორცს + 300გ საქონლის ხორცი
  • მსხვილი ხახვი – 2-3ც
  • ნიორი – 4-5 კბილი
  • აჯიკა (ცხარე) – 1ს/კ
  • ქინძი – ½ ჩ/კ
  • უცხო სუნელი – ½ ჩ/კ
  • ძირა – ¼ ჩ/კ
  • მწარე წითელი წიწაკა – ½ ჩ/კ
  • სვანური მარილი – ½ ჩ/კ
  • მარილი – გემოვნებისამებრ
  • კარაქი ზემოდან წასასმელად – 100გ

კუბდარის გამოძახება ,კუბდარი გამოძახებით , კუბდარის შეკვეთა

მომზადების მეთოდი

ეტაპი 1

მოვამზადოთ გულსართი. ხორცი, ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად დანით, აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ აჯიკა და სანელებლები, მარილი. გულსართი აურიეთ მხოლოდ ხელით, რათა თითოეულმა პორციამ მიიღოს მისი წილი სუნელი. დააფარეთ თავზე და გააჩერეთ მაცივარში დასამარინადებლად.

ეტაპი 2

მოვამზადოთ ცომი. თბილ რძეში გახსენით საფუარი და შაქარი. ფქვილში გააკეთეთ ჩაღრმავება, დაუმატეთ მარილი. ჩაასხით სითხე, დაუმატეთ კვერცხი და აურიეთ. ზეთი დაუმატეთ მაშინ, როდესაც ფქვილი და სითხე გაერთიანდება. მყარ ცომს მიეცით ბურთის ფორმა, თასში ჩადეთ, გადააფარეთ და გააჩერეთ 1 სთ. მასა გაიზრდება რამდენჯერმე. ამოიღეთ, აწონეთ და გაყავით თანაბარ ნაწილებად და გააჩერეთ 10-15 წთ.

ეტაპი 3

ფორმირება. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ თითებით, ხელისგულით ან გასაბრტყელებლით, ჩადეთ გულსართი, შეკარით, მოაყარეთ ფქვილი და გადმოატრიალეთ. ფრთხილად გააბრტყელეთ 20სმ დიამეტრამდე. ცომის ფენა უნდა იყოს თხელი, მაგრამ არ უნდა გაიხეს. თუ მაინც გაირღვა, დაასველეთ წყლით და შეავსეთ ცომის ნაწილით. ზემოთ გაუკეთეთ პატარა ნახვრეტი და მოათავსეთ ქურაზე. კუბდარს არ უსვამენ კვერცხის გულს გამოცხობამდე.

ეტაპი 4

კუბდარი გამოაცხვეთ 180-190 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შუა დონეზე ვიდრე არ მიიღებს მოყავისფრო-ოქროსფერ შეფერილობას 25-30წთ-ში. შემდეგ გადმოიტანეთ ლანგარზე, კარგად წაუსვით კარაქი დასარბილებლად, გადააფარეთ და გააჩერეთ 10წთ.

ეტაპი 5

კუბდარი სუფრაზე გამოაქვთ ცხლად. მეორე დღეს შეგიძლიათ გააცხელოთ გრილზე, ღუმელში, ტაფაზე, მიკროტალღურ  ღუმელში.

კუბდარის შეკვეთა >> https://kulinaria.medgeo.net/2011/06/09/კუბდარი-გამოძახებით/

საჭმელები გამოძახებით უგემრიელესი , სწრაფად , ზომიერ ფასებში