♦ ფურშეტის მენიუ და ფასები – როგორ ყალიბდება ?
როგორ ყალიბდება ფურშეტის ფასი? რაზეა ფურშეტის ფასი დამოკიდებული? წარმოგიდგენთ რამდენიმე ძირითად პუნქტს, რომლებიც, ფურშეტის მენიუსა და მენეჯმენტის შერჩევისას, უნდა იცოდეს შემკვეთმა
- მენიუ და კერძების ფასი. რა თქმა უნდა, ფურშეტის ფასი დამოკიდებულია:
– კერძების სახეობებზე
– კერძების რაოდენობაზე
– კერძების მოსამზადებელი პროდუქტების ფასზე
– სასმელების ხარისხსა და ფასზე
პატარა, 30 წთ-იანი ყავის ფურშეტი ეღირება მნიშვნელოვნად იაფი, ვიდრე ნოყიერი ფურშეტი ზღვის მოლუსკებით და სხვა ეგზოტიკური ინგრედიენტებით - სტუმრების რაოდენობა და ფურშეტის ფასი. როგორც წესი, ქეითერინგულ კომპანიებს აქვთ შეკვეთის მინიმალური თანხა, რომლის ქვემოთ მათთვის შეკვეთის მიღება არარენტაბელურია. რეალურად, ეს მინიმალური თანხა განსაზღვრავს სტუმრების მინიმალურ რაოდენობას. შემდეგ თანხა იზრდება წრფივად და თანდათან უტოლდება სტუმრების რაოდენობაზე ერთი ფურშეტის ფასს. თუკი ფურშეტებზე მცირე რაოდენობის, 10-12 ადამიანის მოწვევას გეგმავთ, თითოეულ სტუმარზე გადაანანგარიშებით, ფურშეტი შედარებით ძვირი დაგიჯდებათ.
- ჩატარების ადგილი და ფურშეტის ფასი. ქეითერინგულ კომპანიებს უმეტესად ადგილზე მიაქვთ უკვე მზა ფურშეტი. ფურშეტის კერძებისა და ინვენტარის ტრანსპორტირება საკმაოდ დიდი ხარჯია. ამიტომ შეიძლება ზოგჯერ მიიღოთ ფასდაკლება, თუ თქვენი ღონისძიება იმართება კომპანიასთან ახლოს ან თუ ადგილზე არის საკუთარი სამზარეულო. მიაქციეთ ამას ყურადღება- სწორად შეარჩიეთ ფურშეტის ჩატარების ადგილი. ფურშეტის ადგილის შერჩევაში შეიძლება ეს პოსტი გამოგადგეთ (დააკლიკეთ) >>> ორგანიზაციები, რომლებიც აქირავებენ ფართებს ივენთებისა და ფურშეტებისათვის
- შეკვეთის ვადა. რაც უფრო ადრე აფორმებ შეკვეთას, იგი უფრო იაფი გიჯდებათ. ეს კარგად იციან ვისაც ხშირი მოგზაურობა უწევს. ასევეა ფურშეტების შეკვეთისას. მიეცით ქეითერულ ფირმებს შეკვეთა რაც შეიძლება ადრე. ეს არ ნიშნავს, რომ შეკვეთის მიცემა 24 საათით ადრე არ შეიძლება. უბრალოდ ეს დაგიჯდებათ უფრო ძვირი.
- სხვადასხვა მომსახურებების პაკეტი. ყურადღება მიაქციეთ რა შედის კომპანიის მომსახურების პაკეტში. ფურშეტისთვის სტანდარტული ნაკრებია: მომზადება, მიწოდება, სერვირება და მომსახურება. დამატებითი მომსახურებები შეიძლება იყოს: ავეჯის მიტანა, შოკოლადის შადრევნები, მსახიობების მოწვევა. ყველაზე ხშირად სტანდარტული ნაკრები შედის ღირებულებაში, დამატებითი მომსახურებები კი – ღირს დამატებითი თანხა. შეიძლება სცადოთ დაზოგვა, მაგალითად, თუ უარს იტყვით მაგიდის სერვირებასა და მომსახურებაზე, თუ ეს არ არის საჭირო თქვენს შემთხვევაში.
ფურშეტის ფასების საკითხზე, ჩვენს საიტზე კიდევ არის რამდენიმე სტატია. ეწვიეთ მათ:
♦ ფურშეტის (ქეითერინგის) მენიუს ზოგადი მიმოხილვა ➤➤
ამ სტატიაში მოცემულია ფურშეტის მენიუს კერძების კლასიფიკაცია და ტრენდები. სტატია დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ და/ან შეაფასოთ ფურშეტის დაგეგმილი მენიუ.
♦ საკვების რაოდენობის დაანგარიშება სტუმრებზე ➤➤
ფურშეტის ფასი დიდწილად დამოკიდებულია ფურშეტის მენიუზე, საკვების რაოდენობაზე. შესაბამისად, ფურშეტის კერძების რაოდენობა სწორად უნდა დაიგეგმოს. ამ საკითხში უდაოდ გამოგადგებათ მითითებული სტატია
♦ რითი გამასპინძლება არ ღირს ფურშეტზე ➤➤
გამოცდილება გვკარნახობს, ზოგიერთი კერძის ფურშეტის მენიუში ჩართვა პრობლემური შეიძლება გახდეს.
♦ წამყვანი ქეითერული ფირმების საბაზო ფურშეტის მენიუ და ფასები ➤➤
ქეითერული ფირმები ხშირად გვთავაზობენ ფურშეტის მენიუების სტანდარტულ ვარიანტებს სხვადასხვა ფასებისათვის. შემდგომ თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ მატში ცვლილებები. ამ პოსტში მოცემულია წამყვანი ქეიტერული ფირმების საბაზო (ტიპური) მენიუები და ფასები.
♦ წამყვანი ქეითერული ფირმების ფურშეტების სრული მენიუები ფირმების მიხედვით ➤➤
ქეითერულკი ფირმები მუდმივად სრულყოფენ თავიანთ მენიუს და ოპტიმიზებას უკეთებენ ფასებს. მოიუხედავად ამისა, ამ პოსტში მოცემული ინფორმაციები დაგეხმარებათ სწორი წარმოდგენა შეიქმნათ ქეითერული ფირმების მენიუებსა და ფასებზე. შეადაროთ ისინი ერთმანეთს.
.
იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი”