ფურშეტზე საკვების რაოდენობის დაანგარიშება ➤ 599 06 91 51

ფურშეტზე საკვების რაოდენობის დაანგარიშება უბრალოდ აუცილებელია. ფურშეტი  არ ითვალისწინებს  პორციულ კერძებს, რაც ართულებს საჭმელის რაოდენობის დაანგარიშებას.
სტუმრები არ უნდა დარჩნენ მშივრები, ამიტომ ფურშეტზე საკვების რაოდენობა დაანგარიშებულზე 10-15 %-ით მეტი უნდა იყოს.
თუ ღონისძიება ტარდება ბანკეტის ფორმატში , ერთი ადამიანის საკვებიც მსგავსად დაინაგარიშება .

♦ ცივი აპეტაიზერები – სასურველია, რომ წარმოდგენილი იყოს რამდენიმე სახით. როდესაც გეცოდინებათ სტუმრების დაახლოებითი რაოდენობა, სავარაუდოდ გაითვალისწინეთ 5 აპეტაიზერი ერთ ადამიანზე.დაანგარიშების ეს მეთოდი არც თუ ისე მოსახერხებელია, რადგანაც თითოეული ადამიანი იკვებება განსხვავებულად, ამიტომ შეიძლება საკვების ნაკლებობით შეიძლება შეიქმნას უხერხული სიტუაცია.
არსებობს დაანგარიშება წონის მიხედვით: 350-400 გ.

♦ სალათები – ასევე უნდა იყოს სხვადასხვა, ორი ვარიანტი მაინც: ბოსტნეულის და ხორცის.
გაითვალისწინეთ, რომ ერთ სტუმარზე მოდის ორი სალათი. ერთი ადამიანის წონის მიხედვით უნდა იყოს 200-300გ.

♦ ცხელი კერძები და გარნირი – ცხელი კერძი უნდა იყოს თევზის და ხორცის. რამდენიმე გარნირი: პიურე, ბოსტნეულის გარნირი, ლაფშა).
ცხელი კერძი ერთ ადამიანზე უნდა იყოს ორი სახის, წონის მიხედვით 200-250 გ. გარნირსაც ასევე ითვალისწინებენ ორის სახით ერთ ადამიანზე და თითოეული 150 გ.

♦ ტკბილი კერძები – ერთ ადამიანზე გაითვალისწინეთ ორი-სამი დესერტი.
დესერტის წონა არ უნდა იყოს 150 გ-ზე მეტი ერთი ადამიანისთვის.

ფურშეტზე საკვების რაოდენობის დაანგარიშება

ფურშეტზე საკვების რაოდენობის დაანგარიშება და კალკულაციის გაკეთება შეგიძლიათ მიანდოთ სპეციალიტებს 599 06 91 51


იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , პოსტი “ ფურშეტის მენიუ და ფასები