კარვინგი

კარვინგი. ფურშეტის კრეატიული ფორმატი

ქეითერინგი სოლიდურობას შესძენს ნებისმიერ მოლაპარაკებას ან პრეზენტაციას, დაეხმარება, რომ მყიდველს ან პარტნიორს შეექმნას დადებითი შთაბეჭდილება, ასევე ხელს შეუწყობს მათი კეთილგანწყობის მოპოვებას.

FM GROUPქეითერინგის სპეციალისტები დაგეხმარებიან სწორად შეარჩიოთ ქეითერინგის  ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს სტუმრების დასარჩენად კომფორტული ატმოსფეროს შექმნას, განაწყობს მათ ურთიერთობისა და სასარგებლო კონტაქტების შექმნისთვის.

დემონსტრაციული წარმოდგენის კარვინგი ახალისებს ღონისძიებას. დამსწრეების ყურადღებას იპყრობს კერძების მომზადების პროცესი. კარვინგი  არის კრეატიული, ცოცხალი და საინტერესო, ვიდრე ტრადიციული ფურშეტი. შესაძლებელია ვენური ვაფლის, აზოტის ნაყინის და სხვა საკვების მომზადების პროცესზე დაკვირვება.

.

საზოგადოდ, კარვინგი (ინგლ. Carving – “ამოჭრა“) კულინარიაში –  არის ხილის და ბოსტნეულის მხატვრული ჭრის ხელოვნება.

ხილის ბუკეტი – არის დაჭრილი ხილის შეკვრა, რომლებიც ჰარმონიულად შეესაბამებიან ერთმანეთს. მასში შეიძლება იყოს თავმოყრილი არა მხოლოდ ხილი, ბოსტნეული და კანფეტები, არამედ ყვავილებიც და სხვა ფურცლოვან-დეკორატიული მცენარე, ასევე სათამაშოები და სხვა დეკორატიული ელემენტები.

♦ პროდუქტები კარვინგისათვის

ტრადიციულად, კარვინგისთვის შესაფერისია პრაქტიკულად ნებისმიერი ბოსტნეული: კარტოფილი, მსხვილი ბოლოკი, გლუვი კანის კიტრი, მაგარი გოგრა და ბევრი სხვა. ხილიდან ამოჭრისთვის უფრო მეტად შეეფერება გლუვი ვაშლები, ახალი ლიმონი და ფორთოხალი, საზამთრო, ავოკადო, ნესვი და ა.შ.

რეკომენდებულია სეზონური პროდუქტების გამოყენება. არ არის აუცილებელი მორთულობის გაკეთება უშუალოდ სუფრაზე გატანის წინ. ზოგიერთი პროდუქტი ინახება რამოდენიმე დღე ცივ წყალში ან დახურულ კონტეინერში. იმ ხილისა და ბოსტნეულის ფერის შესანარჩუნებლად, რომლებიც მუქდებიან დაჭრის შემდეგ, რეკომენდებულია შევაშხუროთ ლიმნის წვენი.

ზოგიერთი შეზღუდვა ეხება კონკრეტული პროდუქტების ხარისხს და დაჭრის მეთოდებს. იმისათვის, რომ სტაფილო არ აშრევდეს, საჭიროა შეარჩიოთ გამოხატული ბირთვების არმქონეები. უპირატესობა ენიჭება ერთგვაროვანი რბილობის და მცირე რაოდენობის თესლების მქონე საშუალო ზომის პომიდვრებს. კომბოსტო მყარად უნდა ჩერდებოდეს ღერძზე, ღერძი კი უნდა იყოს მყარი.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ფერთა გამას. კიტრის შერჩევის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ მომწვანო შეფერილობას, ხოლო მწვანე ხახვი უმჯობესია იყოს გამოხატული თეთრი ნაწილით. კარვინგისთვის იდეალური ბოსტნეულია ბულგარული წიწაკა მისი მდიდარი ფერთა პალიტრით.