კოქტეილი

კოქტეილი. კოქტეილის ორგანიზება, კოქტეილის ფურშეტი

♦ კოქტეილი, როგორც საღამოს ქეითერინგის ნაირსახეობა
ყოველდღიური საღამოს ღონისძიება შეიძლება ჩატარდეს კოქტეილის წვეულების ფორმატში. კოქტეილი შესაფერისია გამოფენის, შოუ-რუმის (საგამოფენო დარბაზი) გახსნისას, ახალი პროდუქციის ან კოლექციის პრეზენტაციის დროს.

♦ კოქტეილის ფურშეტი
კოქტეილის ფურშეტი  გულისხმობს კოქტეილებით, შამპანურით და ელიტარული ღვინოებით, ასევე შესაბამისი აპეტაიზერებით გამასპინძლებას. კოქტეილის ფურშეტი  არ ითვალისწინებს ნოყიერი კერძების გამოტანას.

♦ კოქტეილის გარემო
კოქტეილი – ეს არის მოდუნებული ატმოსფერო და კარგად მოწყობილი ინტერიერი ახალი კონტაქტების მოსაძებნად, გარიგებების განხილვისთვის.

შინაარსი
რა არის კოქტეილი

კოქტეილების ნაირსახეობები
ალკოჰოლური კოქტეილები
….ალკოჰოლური კოქტეილების ჯგუფები
….ალკოჰოლური კოქტეილების შემადგენლობა
….კომპონენტების დამუშავების მეთოდები
უალკოჰოლო კოქტეილები
….ვირჯინი – უალკოჰოლო კოქტეილი
….მოქტეილი – უალკოჰოლო კოქტეილი
….მონინადი – უალკოჰოლო კოქტეილი

♦ რა არის კოქტეილი

კოქტეილი (ინგლ. Cocktail) – არის სასმელი, რომელიც მიიღება რამოდენიმე კომპონენტის შერევით. არსებობს ალკოჰოლური (ერთი ან რამოდენიმე ინგრედიენტის შემცველი სპირტიანი სასმელი) და უალკოჰოლო კოქტეილი.


♦ კოქტეილების ნაირსახეობები

ალკოჰოლური კოქტეილი – არის კოქტეილი, რომლის შემადგენლობაში შედის ერთი ან რამოდენიმე სახის ალკოჰოლური სასმელი. როგორც წესი, ალკოჰოლური კოქტეილები მზადდება ბარში პროფესიონალი ბარმენის მიერ. არსებობს უალკოჰოლო კოქტეილები

სურათი: (1, 2) ბოსტონური შეიკერი, (6) სტრეინერი, (7) ფაინ-სტრეინერი, ფილტრატორი (5) ჯიგერი (4) მადლერი (8) ხელის პრეს-სქვიზერი ციტრუსებისთვის (3) ბარის კოვზი ღილაკით (14) ბარის პატარა კოვზი და ბარის სხვა ინვენტარი.


♦ ალკოჰოლური კოქტეილები

ალკოჰოლური კოქტეილების ჯგუფები

ალკოჰოლურ კოქტეილებს შორის გამოყოფენ 3 დიდ ჯგუფს, თუმცა ეს არ არის ამომწურავი და ბევრი კოქტეილი შეიძლება არ მიეკუთვნებოდეს არც ერთ მათგანს.

  • აპერიტივი (ფრანგ. Aperitif, ლათ. Aperire „გახსნა“) – როგორც წესი, არის უფრო მაგარი კოქტეილი, რომელსაც ტრადიციულად სვამენ კვების წინ მადის გასაძლიერებლად.
  • დიჯესტივი (ლათ. Digestivus – საჭმლის მონელების ხელშემწყობი საშუალება) – კოქტეილი, რომელსაც სვამენ ჭამის დროს ან შემდეგ. როგორც წესი ტკბილია ან მჟავე.
  • ლონგ-დრინქი (ინგლ. Long drink – „გრძელი ყლუპი“) – გამაგრილებელი კოქტეილი, რომელიც მოაქვთ დიდი პორციებით როგორც წესი ყინულთან ერთად.

არსებობს მრავალი სახე როგორც ტრადიციული (პუნში და ფლიპი სათავეს იღებს მე-17 საუკუნიდან), ასევე ახლახან გაპოპულარულებული ან ცალკეულ ჯგუფებში გაერთიანებული კოქტეილების: პუნში, ფლიპი, ჰაიბოლი, კობლერი, ქოლინზი, ჯულეპი, საუერ (მჟავე) კოქტეილი, ეგგ-ნოგი და სხვა. დროთა განმავლობაში კოქტეილის სხვადასხვა სახეების შემადგენლობა შეიცვალა – ეგგ-ნოგი ფლიპისგან განსხვავდებოდა ნაღების დამატებით, თუმცა ბოლო ათწლეულებია ნაღები შევიდა იმ კოქტეილების რეცეპტებში, რომლებიც მიეკუთვნება ფლიპებს.

კონკრეტული სახეების გარდა, კოქტეილები შეიძლება დაიყოს ძირითადი ალკოჰოლური სასმელის მიხედვით (კოქტეილი არყის, ჯინის კოქტეილი, ვისკის კოქტეილი, ბრენდის კოქტეილი, ტეკილას კოქტეილი, რომის კოქტეილი, ლიქიორის კოქტეილი, ღვინის კოქტეილი , ცქრიალა ღვინის კოქტეილი, ასევე ლუდის საფუძველზე დამზადებული, ლუდის კოქტეილი). ბოლო დროს გაჩნდა ჭაჭის კოქტეილი.

ალკოჰოლური კოქტეილების შემადგენლობა

ალკოჰოლურ კოქტეილებს უმეტეს წილად ამზადებენ მაგარი ალკოჰოლური სასმელების საფუძველზე (ჯინი, ვისკი ან რომი). ბოლო დროს პოპულარობა მოიპოვა არყისა და ტეკილას საფუძველზე მომზადებულმა კოქტეილებმა. 1833 წლიდან შენახული კოქტეილის რეცეპტი გვთავაზობს ნებისმიერი მაგარი სასმელის (ბრენდი, ჯინი, რომი) შერევას წყალთან, პროპორციით 1-2, შაქრისა და მუსკატის დამატებას.

ნაკლებად გავრცელებული კოქტეილებია ღვინის ან ლუდის საფუძველზე დამზადებულები. გარდა ამისა, კოქტეილის ინგრედიენტებად იყენებენ სხვადასხვა ლიქიორს, წვენს, რძეს (ან ნაღებს) და არომატიზატორებს – თაფლი, სუნელები, სოუსები და ა.შ.

სხვა შერეული სასმელებისგან განსხვავებით, კოქტეილების რეცეპტებში არ არის მიღებული ყველა კომპონენტის ზუსტი რაოდენობის მითითება. მოყვანილია მხოლოდ ძირითადი ნაწილების პროპორციები (1/2, ¼, ¾ და ა.შ). როგორც წესი, ერთი პორცია კოქტეილის მოცულობა არ აღემატება 75-100მლ-ს (ეს არ ეხება ლონგ-დრინქებს).

ალკოჰოლური კოქტეილების მომზადების წესები

იმის მიხედვით, თუ რამდენად იოლად ირევა ერთმანეთში კოქტეილის შემადგენელი ინგრედიენტები, მოსამზადებლად ყველაზე ხშირად იყენებენ შემდეგ მეთოდებს:

  • შერევა შეიკერში (shake)
  • შერევა ბლენდერში (blend)
  • მომზადება ჭიქაში შესარევად (stir)
  • მომზადება უშუალოდ ბოკალში (build in glass)

კომპონენტების დამუშავების მეთოდები:

  • კოქტეილის ფილტრაცია (strain)
  • კოქტეილის ორმაგი ფილტრაცია იმ შემთხვევაში, თუ შეიკერში არევისას დაემატა ახალი პროდუქტები (double strain)
  • მადლერის გამოყენება კომპონენტების დასაქუცმაცებლად (muddle)

ხშირად, კოქტეილიან ბოკლებს რთავენ ციტრუსების ნატეხებით და ა.შ. და დალევის დროს იყენებენ საწრუპავებს.


♦ უალკოჰოლო კოქტეილები

ვირჯინი
უალკოჰოლო კოქტეილებს შორის მეტადაა გავრცელებული რძიანი კოქტეილები და წვენების საფუძველზე დამზადებული კოქტეილები. კოქტეილების უალკოჰოლო  ვერსიების საერთოდ მიღებული აღმნიშვნელია – ვირჯინი (ინგლ. Virgin), მაგალითად, ვირჯინ კოლადა ან ვირჯინ მარია – უალკოჰოლო ვერისებია პინა კოლადის და სისხლიანი მერის.

მოქტეილი
მოქტეილი (mocktail) – ეს არის უალკოჰოლო კოქტეილების ახალი პოპულარული სახელი – სიტყვების mock (წარმოსახვითი, ყალბი) და cocktail-ის კომბინაცია. სახელწოდება პოპულარულია აშშ-სა და ინდოეთში.

მონინადი
მონინადი -პოპულარული სახელია სოდიანი წყლისა და სიროფის ნარევის აშშ-ში. წარმოდგება სიროფის მწარმოებელი ცნობილი ფირმის – Monini-სგან.