კანაპე ბრინზით და პომიდორით ➤ 599 06 91 51

კანაპე ბრინზით და პომიდორით – ინგრედიენტები

10 ცალი კანაპესთვის დაგჭირდებათ:

    • მწიკვი მშრალი ბექქონდარა
    • მწიკვი მშრალი როზმარინი
    • მწიკვი მშრალი კამა
    • მწიკვი მშრალი რეჰანი
    • მწიკვი დაფქული ორეგანო
    • მწიკვი დაფქული პაპრიკა
    • მარილი – სურვილისამებრ
    • 200გ ბრინზა (ფეტა ყველი)
    • კარაქის დიდი ნაჭერი
    • შავი პურის 5 პატარა ნატეხიკანაპე ბრინზით და პომიდორით
    • 10 ცალი გამომშრალი პომიდორი ზეთში
    • მწვანე ხახვის რამოდენიმე ფურცელი

 

კანაპე ბრინზით და პომიდორით – მომზადება

აურიეთ ბექქონდარა, როზმარინი, კამა, რეჰანი, ორეგანო, პაპრიკა.
თუ ბრინზა არ არის ძალიან მარილიანი, შეგიძლიათ სანელებლებს დაუმატოთ მარილი. ამოავლეთ ყველი ნარევში ყველა მხრიდან.
კარგად წაუსვით ზეთი პერგამენტის ნაჭერს და გაახვიეთ მასში ბრინზა.
მოხერხებისთვის, ქაღალდს დააწებეთ ლენტი გვერდებზე. გაახვიეთ ყველი ფოლგაში, გამოაცხვეთ 50-55 წთ 200 გრადუს ტემპერატურაზე და გააცივეთ.
შემოაცალეთ პურს ქერქი და რბილობი გაყავით შუაზე.
ტაფაზე გააცხელეთ რამდენიმე კოვზი გამომშრალი პომიდვრებისგან დარჩენილი ზეთი, გახუხეთ პური ორივე მხრიდან და გააცივეთ.
დაჭერით ბრინზა თანაბარ მსხვილ ნაჭრებად და დადეთ თითოეული მათგანი პურზე.
ზემოდან დაადეთ თითო პომიდორი და ორი პატარა ზომის ხახვის ფურცელი. გაამაგრეთ კანაპე ჩხირით.


იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი

Facebook Comments