კანაპე ფურშეტი ✿ 599 06 91 51 ✿ Top-შემოთავაზებები

კანაპე  – ვინ ქმნის  საუკეთესოს  ?

კანაპე -ებს დღეს ბაზარს ბევრი ქეითერი-ფირმა და ინდ.მეწარმე-ქეიტერი აწვდის . მათ შეუძლიათ  ამ გვერდზე განსათავსებლად ინფორმაცი მოგვაწოდონ ელფოსტაზე Caumednet@gmail.com ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კანაპეების თქვენეული რეცეპტები


♦ რა არის კანაპე 

კანაპე(ფრანგ. Canape) –  10-30 გ-იანი პატარა ზომის ბუტერბროდები, სისქით 0.5-7 სმ.  კრუტონების ბუტერბროდიკები სხვადასხვა ძირითადი საკვებით (თევზი, ხორცი, ყველი), დამაგრებული ჩხირით.
იგი შეიძლება მთლიანად, ერთ ლუკმად შეიჭამოს . არ იჭმევა ლუკმებად. თავდაპირველად ჩხირებს იყენებდნენ არა საკვების გასალამაზებლად, არამედ სუფრაზე კომფორტულად მიტანის მიზნით. ვინაიდან, ხშირად კანაპესათვის გახუხულ პურს ფარავდნენ პაშტეტის ფენით, ჩხირი იძლეოდა თითების დასვრის გარეშე ჭამის საშუალებას.
კანაპე- არის სადღესასწაულო საკვები, ყველაზე ხშირად – ფურშეტული. კოქტეილთან ან ფურშეტზე წარმოდგენილ კანაპეს იღებენ ხელით .


♦ კანაპეს ვარიანტები

არსებობს კანაპეს მომზადების უამრავი ვარიანტი, თუმცა მათი დაყოფა შეიძლება 2 ტიპად:

  • პირველ ვარიანტში კანაპეს ძირითად ინგრედიენტად იყენებენ ზეთში შემწვარ ან ხმელ პურს, რომელზეც შემდეგ აწყობენ დანარჩენ ინგრედიენტებს. ამით იგი ინარჩუნებს ფორმას, უცებ არ შეიწოვს სითხეს და ინარჩუნებს თავის არომატულ და ესთეთიკურ თვისებებს.
  • მეორე ვარიანტის კანაპეში ძირითად ინგრედიენტად იყენებენ ბოსტნეულს, ეს შეიძლება იყოს კიტრის ნაჭერი, მოხარშული კარტოფილის ნაჭერი, სტაფილოს ან კომბოსტოს რგოლი და ა.შ.

♦ კანაპე, როგორც მიღების ტიპი 

ზოგჯერ სიტყვა „კანაპეთი“ აღნიშნავენ მიღების ტიპს, ფურშეტი -ს ყველაზე მარტივ ვარიანტს: კანაპე-ბუტერბროდი, რამოდენიმე მსუბუქი აპეტაიზერი, ჩაი და ხილი.
გამოფენებზე, პრეზენტაციებზე, და მოკლევადიან შეხვედრებზე, განსაკუთრებით თუ ფართი შეზღუდულია, ხშირად იმართება მხოლოდ კანაპე ფურშეტი. ანუ- სადაც ფაქტიურად მხოლოდ კანაპეები და სასმელია წამოდგენილი . ეს აიფიც ჯდება, რაც ჩვენს სიტუაციაში ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია.

კანაპე 599 06 91 51

♦ კანაპეს რეცეპტები

ქვემოთ, სადემოსტრაციოდ მოგვყავს კანაპეების რამდენიმე რეცეპტი. ვფიქრობთ, ისინი მკითხველს შეუქმნიან სურათს კანაპეების შესახებ.
ქვემოთ, მხოლოდ სადემოსტრაციო მაგალითებია.  საზოგადოდ, კანაპეს დეტალური რეცეპტის მოცემა საჭიროც არაა, რადგან კანაპეს დასახელებაში, იშვიათი შემთხვევების გარდა,  ყოველთვის მოიხსენიება მისი ინგრედიენტები


♦ კანაპეს თემა  ქართულ ინტერნეტში
         ამ  რუბრიკაში შევაცადეთ მოგვეცა ყველა ინტერნეტ-რესურსის მისამართი, სადაც კანაპე-ფურშეტისა და კანაპე-კერძის თემა განიხილება. თუკი მსგავში რესურსი გაქვთ შეგვიძლია დავამატოთ    


იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი