კანაპე წითელი თევზით , ხაჭოთი და მწყერის კვერცხით – ინგრედიენტები
8 ცალი კანაპეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 8 ცალი მწყერის კვერცხი
- შავი პურის 2 პატარა ნაჭერი
- 80 გ ნაკლებმარილიანი წითელი თევზის ფილე (კალმახი, ორაგული, ვარდისფერი ორაგული)
- 70 გ ხაჭო
- რამდენიმე ცალი კამა
კანაპე წითელი თევზით , ხაჭოთი და მწყერის კვერცხით – მომზადება
მოათავსეთ კვერცხი მდუღარე წყალში 6-7 წთ, შემდეგ გააცივეთ და გაფცქვენით. შემოაცალეთ პურს ქერქი და და თითო ნაჭერი გაყავით ოთხ ნაწილად.
დააწყვეთ ისინი ჟარონაზე და შედგით 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში რამდენიმე წუთი.
დაჭერით ფილე 8 ნაწილად პურის ზომის შესაბამისად. აურიეთ ყველი და დაქუცმაცებული კამა.
დააწყვეთ თევზი პურზე, ზემოდან დაალაგეთ ხაჭო, კვერცხი და ჩაარჭეთ კანაპეში ჩხირები.
იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი”