რესტორნების აუთსორსინგი ➤ მეტი მოგება რესტორნისათვის

რესტორნების აუთსორსინგი , მართვის სრული ან ნაწილობრივი გადაცემა სპეციალიზებული ფირმებისათვის, საკმაოდ სწრაფად ინერგება პრაქტიკაში. ეს , რესტორნის მეპატრონეებს საშუალებას აძლევს მეტი მოგება მიიღონ. 

რესტორნის სრული ან ცალკეული კომპონენტების მართვა
https://fmgroup.ge/

სარესტორნო ქეითერინი
https://fmgroup.ge/

რესტორნების ბიზნეს-გეგმების მომზადება
599 235 400; Caumednet@gmail.com

კადრების მოძიება რესტორნებისათვის
http://hr.medgeo.net/

რესტორნის მართვის პროგრამა

კურსები, ტრენინგები რესტორნის პერსონალისათვის
http://hr.medgeo.net/

რესტორნის შინაგანაწესი და ხელშეკრულებები


რესტორნების აუთსორსინგი პერსონალის მართვის სფეროში

არსებობს რესტორნის მართვის ორი სფერო, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოს თითოეულმა მფლობელმა და მენეჯერმა.
რესტორნების მართვის პირველი სფერო – არის რესტორანში კვების პროდუქტების შეკვეთების დეტალების მართვა, რესტორანში სისუფთავის შენარჩუნება, მარაგების აღრიცხვა, რესტორნის მარკეტინგი, სამზარეულოს მუდმივი მუშაობა და კვებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
რესტორნების მართვის მეორე სფერო – უფრო რთულია. ეს არის რესტორნის მომხმარებლებისა და პერსონალის მართვა.
რესტორნის მფლობელები უნდა ურთიერთობდნენ თავიანთ პერსონალთან და მომხმარებლებთან, რათა გაიგონ, თუ რას ფიქრობენ ისინი რესტორნის მუშაობის შესახებ.
ასევე უნდა შეეძლოთ დროულად მოახდინონ რეაგირება წარმოქმნილ პრობლემებზე და ყურადღება მიაქციონ თანამშრომლების მუშაობას მათი სამუშაო კონტრაქტის პირობებთან შესაბამისად.


რესტორნების აუთსორსინგი და მრავალფუნქციონალობა

რესტორნები ხშირად მუშაობენ ყველა მიმართულებით, თუმცა ზოგიერთი კონცენტრირებულია მხოლოდ სამზარეულოს ან მხოლოდ მომხმარებლებთან მუშაობისკენ.
ძალიან მნიშვნელოვანია რესტორნის მართვის თითოეულ სფეროში მენეჯერის დანიშვნა თქვენი მართვის ფილოსოფიის რეალიზებისთვის.
რე

რესტორნის მართვა

სტორნის სამზარეულოში მართვას შეძლებს შეფ-მზარეული, თუმცა მსხვილ რესტორანში უმჯობესია აიყვანოთ სპეციალური მენეჯერი.
კომპეტენტური მენეჯერი გაუმკლავდება რესტორნის მართვის ყოველდღიურ ფუნქციებს, მაგრამ მფლობელმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს მისი მუშაობა, რათა თავიდან აიცილოს პრობლემების წარმოქმნა.

მიწოდების ფასების შესახებ ახალი ინფორმაცია, მომხმარებლების დემოგრაფიული მონაცემები და პატარა სირთულეები სამშენებლო პროექტებში – ყველაფერმა ამან შეიძლება იძულებული გაგხადოთ, რომ გადახედოთ თქვენს ბიზნეს-გეგმას.

შესაძლებელია მოგიწიოთ შეცვალოთ ფასები თქვენს მენიუში, გააფართოვოთ სამიზნე მომხმარებლების ბაზა ან დაამატოთ შემოსავლების ალტერნატიული ნაკადი,  მაგალითად: საზოგადოებრივი კვების ადგილები ან სარეკლამო ღონისძიებების ჩატარება.
მენეჯერები  ან მფლობელები ასევე უნდა მართავდნენ რესტორნის მარკეტინგს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რესტორნისთვის ტრადიციული სარეკლამო პლატფორმები ეფექტურია, ისინი დღეისათვის ყოველთვის ისე კარგად აღარ მუშაობენ როგორც წარსულში.
ამან აიძულა რესტორნები მოეძებნათ ახალი სარეკლამო პლათფორმები , მაგალითად – მარკეტინგი სოციალურ ქსელებში, GPS-ის საშუალებით დაწინაურება და სხვა.
ცოტა ხნის წინ, ამერიკულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ მომხმარებლების 82% იყენებს თავის სმარტფონს ახალი რესტორნების, მათი მისამართების და სამუშაო საათების მოსაძებნად.
დაახლოებით 75% ეძებს ინფორმაციას მენიუს შესახებ ინტერნეტში.
ახალი ვიზიტორების მოსაზიდად კარგი მენეჯერები არ ივიწყებენ რეკლამას ინტერნეტში – ადგილს, სადაც მათი მომხმარებლები ატარებენ თავიანთი დროის უმეტეს ნაწილს.


♦ რესტორნის პერსონალის თანმიმდევრული და ეფექტური მართვა

ბევრი რესტორანი დიდ დროს უთმობს სამზარეულოს, მაგრამ არავის შეუძლია თავი სრულიად აარიდოს პერსონალთან და მომხმარებლებთან მუშაობას.
ამერიკელმა მკვლევარებმა ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ მუშაობის პირველ წელს რესტორნების 60% იხურება ან ჩამოერთმევა საკუთრების უფლება, სტარტაპების 80% კი იხურება ხუთი წლის განმავლობაში.
ამან ხელი არ უნდა შეგიშალოთ, თუ თქვენ გაქვთ კარგი სამზარეულო, კარგი სერვისი და მოსახერხებელი ადგილმდებარეობა.
სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნეს-სტრატეგიის წინასწარ დაგეგმვა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის დაგეგმვაც გჭირდებათ – არის ის, თუ როგორ უნდა მართოთ თქვენი რესტორანი.
მოექეცით პერსონალს ტაქტიანად, მყარად და თანმიმდევრულად და ეს უზრუნველყოფს წარმატებას თქვენს ბიზნესში.
თითოეულმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს თავისი მოვალეობა. უნდა შეასწავლოთ პერსონალს კერძების მომზადების პროცესები, მომხმარებლების მომსახურება და სისუფთავის შენარჩუნება.
თითოეულმა მომხმარებელმა უნდა იცოდეს როგორ მოექცეს საჩივრის წიგნს და ის, რომ მას მოუსმენენ. მომხმარებლების უმრავლესობამ იცის, რომ შეიძლება რაღაც ისე ვერ მოხდეს.
სწორედ ის, თუ როგორ წყვეტს რესტორანი პრობლემებს  – ხდის მას წარმატებულს.


რესტორნების პირველი რიგის პრობლემების აუთსორსინგი  

მენეჯერები და მფლობელები – მენეჯერები მუშაობენ სრულიად განსხვავებულად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მენეჯერებს უწევთ ხმამაღლა ესაუბრონ თანამშრომლებს, არ ღირს ამის გაკეთება მომხმარებლების თანდასწრებით.
თუ რამეთი უკმაყოფილო ხართ, მოაწყვეთ შეხვედრა სამუშაო დღის ბოლოს, რათა განიხილოთ პრობლემა. ასეთი სქემით მუშაობა საშუალებას მოგცემთ, რომ არ დაკარგოთ თვითკონტროლი.
თანამშრომლების უმრავლესობა მიხვდება, რომ რაღაც ვერ გააკეთეს სწორად და სკანდალში მონაწილეობის ნაცვლად შეეცდება გამოასწოროს ის.
ის, რისი გადადებაც არ ღირს – არის უკმაყოფილო მომხმარებლებთან ურთიერთობა. თუ თქვენ დაკავებული ხართ, ეცადეთ მოძებნოთ ვინმე, ვინც მოაგვარებს პრობლემას.
ყურადღებით მოისმინეთ და გააანალიზეთ რით არის მომხმარებელი უკმაყოფილო. შეიძლება თქვენ სწორად ვერ გაიგოთ საჩივარი. როგორც კი გაიგებთ პრობლემის არსს, მოუბოდიშეთ რესტორნის სახელით, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა სრულიად დარწმუნებული მომხმარებლის სიმართლეში.
გახსოვდეთ, რომ მომხმარებელი ყოველთვის მართალია საჩივრის წარმოდგენისას. დაპირდით, რომ გაიგებთ ყველა წვრილმანს, ჩაინიშნავთ დეტალებს და შეინახავთ მომხმარებლის კერძს.
თუ ვიზიტორი ჩივის კერძის შესახებ, შესთავაზეთ მას რამე დამატებით რესტორნის ანგარიშზე.


♦ გუნდური მუშაობის მნიშვნელობა რესტორნის მართვაში

ზოგიერთი ადამიანი არ აფასებს გუნდურ მუშაობას, რესტორატორები კი ეყრდნობიან თავიანთ საუკეთესო თანამშრომლებს, ვიდრე ჩვეულებრივ პერსონალს.
თუმცა, რესტორნის თანამშრომლებმა შეიძლება უკეთესად იმუშავონ, თუ მოხდება მათი სწორი მართვა. საუკეთესო თანამშრომლებმაც კი შეიძლება უარი თქვან თავიანთ სამუშაოზე ბევრი მიზეზის გამო. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სასწავლო პროგრამების შექმნა და მმართველების დანიშვნა, ვინაიდან ეს გააუმჯობესებს სამუშაო პროცესს და დაფარავს ყველა ფუნქციას, როდესაც რესტორანი არ არის მთლიანად დაკომპლექტებული.

თითოეულმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს თავისი მოვალეობა და იცოდეს რას აკეთებენ სხვა თანამშრომლები. თითოეულმა თანამშრომელმა უნდა გაიაროს ჯვარედინი ტრენინგი, რათა რთულ სიტუაციებში შეეძლოთ ერთმანეთის დახმარება.


რესტორნების ტექნიკური პრობლემების აუთსორსინგი

რესტორნის ტექნიკური ოპერაციების მართვა უფრო გაგიადვილდებათ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით.

ამ პროგრამებს შეუძლიათ ინვენტარიზაციის მართვა, ფასების მონიტორინგი, სახელფასო სისტემის მართვა, ფულადი ტრანზაქციების მონიტორინგი, ასევე შეუძლიათ შეგატყობინოთ როდესაც კერძი გახდება ნაკლებად მომგებიანი ან არ არის ხშირად მოთხოვნადი.

მიუხედავად ამისა, დამწყებ რესტორატორებს შეუძლიათ შექმნან ელექტრონული ცხრილი კერძების ფასებით, მიმდინარე ინვენტარიზაციით, სტანდარტული ინვენტარით, სპეციალური მოთხოვნებით და სხვა დეტალებით.
ინვენტარიზაციის დღეებში შეგიძლიათ დააკორექტიროთ მთლიანი ინფორმაცია თითოეული მომწოდებლისთვის ინდივიდუალურად.

სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას შეუძლია აღრიცხოს თქვენი მუდმივი ვიზიტორები, შეარჩიოს მარკეტინგული შეტყობინებების ტექსტები და აღრიცხოს, თუ რას ანიჭებენ მომხმარებლები უპირატესობას, მაგ: საყვარელი მაგიდა დარბაზში, საყვარელი პროდუქტები და სასმელები.

თქვენ შეგიძლიათ ჩაიწერონ ეს ინფორმაცია ხელით, თუმცა გაცილებით მარტივია პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობა მრავალი პროცესების ავტომატიზაციისთვის.

პროგრამულ უზრუნველყოფას ასევე შეუძლია გამოყოს ის მომხმარებლები, რომლებიც სავარაუდოდ დაესწრებიან თქვენს მიერ მოწყობილ სპეციალურ მარკეტინგულ ღონისძიებებს.

საკვები პროდუქტების ფასები ძალიან მერყეობს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ფასებს.
თქვენს კომპიუტერულ – სისტემას შეუძლია აკონტროლოს ინვენტარი და გაყიდვები.

ეს ამარტივებს მართვის ყოველდღიურ საქმიანობას და მფლობელებსა და მენეჯერებს საშუალებას აძლევს ყოველდღე გადახედონ საკვანძო სფეროების რეზიუმეებს.

შეგიძლიათ შეამციროთ ხარჯები, მოახდინოთ ნარჩენების იდენტიფიცირება და გამოავლინოთ თუ ვინმე იპარავს თანამშრომლებს შორის და ამავე დროს დააჩქაროთ შეკვეთების გაცემის, გადახდის და მაგიდებთან სტუმრების ცვლის პროცესი.


♦ რესტორანში სპეციალური ღონისძიებების მართვა

რესტორანში ღონისძიების წარმატებით ჩატარება დამოკიდებულია ხარისხიან დაგეგმვასა და მართვაზე.
ორგანიზებას ასევე აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველთვის გამოჩნდება რაღაც, რაც არ იქნება გეგმის შესაბამისად.

სპეციალური ღონისძიებების ჩატარება ხდება იმავე სქემით, როგორც მომხმარებლების მოზიდვა.
თქვენ ყურადღება უნდა გაამახვილოთ პოტენციურ ვიზიტორებზე, მონაწილეობა უნდა მიიღოთ ქალაქის ღონისძიებების ტენდერებში, სწრაფად უნდა მოახდინოთ რეაგირება მოთხოვნებზე და მიაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია თქვენი ღონისძიებების შესახებ. თუ თქვენ აპირებთ, რომ ხშირად მოაწყოთ მსგავსი ღონისძიებები, მაშინ დაგჭირდებათ ივენთ-მენეჯერი.

რესტორნების წარმატებული მფლობელები მოუწოდებენ თავიანთ თანამშრომლებს მონაწილეობა მიიღონ ღონისძიების ორგანიზებაში.

კარგ სტრატეგიას წარმოადგენს რამდენიმე ღონისძიების ერთ სტილში ორგანიზება, რათა თქვენს სტუმრებს და თანამშრომლებს შეეძლოთ ადვილად იცნონ თქვენი რესტორანი.
თანამშრომლებმა არ უნდა ჩაინიშნონ ინფორმაცია ტელეფონში ან ქაღალდის ნაგლეჯზე; სთხოვეთ მათ ინფორმაცია შეინახონ სპეციალურ რვეულში ან შეიყვანონ მონაცემები რესტორნის კომპიუტერულ სისტემაში.
შეეცადეთ მოაწყოთ ღონისძიებები, რომლებიც გახდება უნიკალური თქვენი რესტორნისთვის.
პროგრამული უზრუნველყოფა შეეცდება დაგეხმაროთ დააჩქროს ფასების შეთავაზებები და აღრიცხოს ხელმისაწვდომი დღეები და დრო.

ღონისძიებების პროგრამის მართვისას, თქვენ შეძლებთ გაავსოთ რესტორანი არაპოპულარულ დღეებში და წლის „მკვდარ“ დროს.
მიუხედავად ამისა, ყოველთვის არსებობს ბოლო მომენტში გაუქმების რისკი. სწორედ ამიტომ, ყოველთვის უნდა მოითხოვოთ მთლიანი თანხის 10-50%-მდე დეპოზიტი, რომელიც უკან არ დაბრუნდება.
ეს თანხა იქნება კომპენსაცია დაგეგმვისთვის, დამატებითი პროდუქტების შეკვეთისთვის და მაგიდების დაჯავშნის გაუქმებისთვის.


♦ მართვა – უმნიშვნელოვანესი ფუნქცია რესტორანში

თქვენს რესტორანში მართვის ძლიერი სისტემის შექმნამ შეიძლება მოითხოვოს დიდი დრო, განსაკუთრებით თუ გჭირდებათ წინა სისტემის შეცვლა.
სწორედ ამიტომ, რესტორატორებმა უნდა დაგეგმონ მართვის თავიანთი სტრატეგია და გადაწყვიტონ ინფრასტრუქტურის და რესტორნის პროგრამული უზრუნველყოფის საკითხები.
მიუხედავად ამისა, მართვის კარგი პრაქტიკა შეიძლება იყოს დანერგილი უკვე მომუშავე რესტორანში.
უბრალოდ ნუ მოახდენთ ზეწოლას თანამშრომლებზე და ნუ დაელოდებით სწრაფ ცვლილებებს, თუ არ ხართ მზად მთლიანად შეცვალოთ პერსონალი.


იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი