ლუდის ქეითერინგი, ლუდის ბარი ფურშეტებზე
► გასვლითი ლუდის ბარი (ლუდის ქეითერინგი)
გასვლითი ლუდის ბარი – ეს არის შესანიშნავი, უნივერსალური გადაწყვეტა, რომელიც – შეესაბამება ნებისმიერ საღამოს ან ღონისძიებას, იუბილეს, ფესტივალს ან კორპორატიულ საღამოს, რომელიც ტარდება ღია ცის ქვეშ.ლუდის ქეითერინგი დაგეხმარებათ უზრუნველყოთ თქვენი ღონისძიების სტუმრები ახალი და მსუბუქი ალკოჰოლური სასმელით. მოცემული ფორმატი შეესაბამება საქმიან ღონისძიებებსაც, რომელთა ჩატარებაც შეიძლება სუფთა ჰაერზე. ლუდით ტკბობა ბუნებაში განსაკუთრებით მოწონთ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომლებიც აღნიშნავენ კიდევ ერთ წარმატებას გამოცდების ჩაბარების შემდეგ.
გასვლითი ლუდის ბარი საშუალებას გაძლევთ დატკბეთ არა მხოლოდ ნაკლებალკოჰოლიანი სასმელებით, არამედ ყოველთვის შეგიძლიათ შეიტანოთ მრავალფეროვნება, დაუმატოთ მენიუში მაგალითად: სიდრი, კვასი ან უალკოჰოლო ლუდი. ბარის ორგანიზება შეიძლება ნებისმიერ ადგილას, სადაც იქნება თქვენთვის მოხერხებული. სპეციალური მოწყობილობების საშუალებით ლუდი ან სხვა სასმელები ყოველთვის იქნება ცივი.
► ლუდის ქეითერინგის ფორმები
უნდა განვასხვაოთ ლუდის ქეითერინგის ორი ფორმა.
პირველ შემთხვევაში, ფურშეტის მთავარი კომპონენტია ლუდი და მენიუ ეწყობა მის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, ქეითერინგული კომპანია აწყობს ისეთ ლუდის ბარს, სადაც იქნება ცოცხალი ლუდი, წასახემსებლებს კი ამზადებენ სპეციალურად ლუდისათვის.
მეორე შემთხვევაში, ლუდის მაგიდა ეწყობა ზოგადი ფურშეტის ფარგლებში, სადაც არის ლუდის, კოქტეილის, უალკოჰოლო სასმელების და ლუდის მაგიდები. სტუმრები თვითონ ირჩევენ მათთვის სასურველ მიმართულებას და, როგორც წესი“ სხვადასხვა სტილის სასმელებს ერთმანეთში არ ურევენ.
► ვის მივმართოთ ლუდის ქეითერინგის მოსაწყობად?
საკმაოდ კარგი ლუდის მაგიდების ორგანიზებას ახერხებენ ცნობილი ქეითერული ფირმები:
fmgroup და სხვ.,