ღვინის ქეითერინგი

ღვინის ქეითერინგი,  ღვინის მაგიდა ფურშეტებზე

თუ ღონისძიება ატარებს მოდურ ხასიათს, რთული იქნება ელეგანტური ღვინის მაგიდის (როგორც ჩვენში ეძახიან – ღვინის ფურშეტის) გარეშე ჩატარება. გასვლითი ღვინის მაგიდა, ღვინის ბარი შესანიშნავად ავსებს კორპორატიულ დღესასწაულს, კერძო წვეულებას, ბუნებაში დასვენებას, საქორწინო ფურშეტს და დაბადების დღის აღსანიშნავ საღამოს.

ღვინის ქეითერინგი

სადღესასწაულო მაგიდაზე  ჩნდება განთქმული, იშვიათი და ექსკლუზიური სორტის ღვინოც კი მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

ქეითერული კომპანიები, ზოგჯერ თვითონ აწყობენ ღვინის მაგიდას ფურშეტის ფარგლებში.
საკმაოდ   კარგი ღვინის მაგიდების ორგანიზებას ახერხებენ ცნობილი ქეითერული ფირმები: fmgroup და სხვ.

მაგრამ სულ სხვა ეშხი, ხარისხი და მასშტაბები აქვს  ღვინის ქეითერინგის სპეციალური ფირმების მონაწილეობას ფურშეტებში. ზოგიერთი ქეითერინგული კომპანიის ღვინის ბარათი მოიცავს ღვინის რამოდენიმე ასეულ სახეს: შირაზის, რისლინგი, პინო გრიჯო, ბურგუნდიული ღვინო, ლეგენდარული „შატო დ’იკემი“ და სხვა.

ღვინის ქეითერინგის სამსახურები ბევრი არაა. მათ შორის – ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ:

„სამთას“ ღვინის ქეითერინგს

ღვინის ქეითერინგი გულისხმობს ღვინის სორტების არა მხოლოდ მდიდარ არჩევანს, არამედ ექსკურსიას ღვინის თავისებურებასა და ისტორიაში, სწორ გამასპინძლებას, კერძებთან შესაბამისობას და ღვინის ეტიკეტის სხვა ნიუანსებს. ღვინის მაგიდის მნიშვნელოვანი კომპონენტია აგრეთვე  ე.წ  „ალუბალი ტორტზე“ –  დახვეწილი აპეტაიზერების ნაკრები.

ქეითერინგული კომპანიის სპეციალისტები ფლობენ ღვინის რამოდენიმე ნაკრებს, მუდმივად იმაღლებენ სომელიეს ოსტატობის დონეს და ზედმიწევნით ერკვევიან ღვინის კულტურაში. ისინი ეხმარებიან ღვინის ისეთი ბარათის შერჩევაში, რომელიც იდეალურად მიესადაგება ღონისძიების განწყობასა და დონეს.