ფურშეტზე როგორ მოვიქცეთ ✦ 599 06 91 51 ✦ TOP- შემოთავაზებები

ფურშეტზე როგორ მოვიქცეთ?

ფურშეტზე როგორ მოვიქცეთ ? – ამ შეკითხვას ხშირად გვიგზავნიან მკითხველები. უფრო ხშირია უცნაური შეკითხვა – უცხოელების ფურშეტზე როგორ მოვიქცეთ?
დღეისათვის ბევრი სადღესასწაულო ღონისძიება ტარდება ფურშეტი -ს სახით, თუმცა უმეტესობამ არ იცის ამგვარ საღამოზე როგორ დაიცვან ეთიკის ნორმები და ქცევის წესები. ფურშეტი – ეს არ არის გასართობი ღონისძიება, მაგ: კორპორატიული საღამო.

როგორც წესი, ეს არის არაფორმალური საქმიანი ვახშამი, რომელიც გულისხმობს ადამიანებს შორის მეტ ურთიერთობას, ვიდრე საკვების მიღებას. აღნიშნული ხასიათის ღონისძიება შეიძლება შეფასდეს შემდეგნაირად – „სხვებსაც შეხედე და თავიც წარმოაჩინე“.

როგორ მოვიუქცეთ ფურშეტზე

ფურშეტი – იდეალური ადგილია სხვა ფირმების წარმომადგენლებისა და ხელმძღვანელების, სხვა განყოფილებებში, ფილიალებში და ორგანიზაციებში მომუშავე კოლეგების გასაცნობად.

ეტიკეტის თანახმად, ფურშეტზე პირველები მოდიან თანამშრომლები, ხელმძღვანელი პირები ცოტას აგვიანებენ; დასასრულს კი – ჯერ ხელმძღვანელები ტოვებენ საღამოს, თანამშრომლებს კი შეუძლიათ კიდევ დარჩნენ. უხეშ დარღვევად არ ჩაითვლება, თუ ოდნავ დააგვიანებთ ფურშეტის დასაწყისში, მაგრამ დასასრულისკენ მისვლა – ცუდი ტონია.

ფურშეტზე წარმოდგენილი კერძები ძირითადად არის აპეტაიზერები, რომლებიც არის მსუბუქი და თეფშზე ადვილად გადმოსატანი.

სუფრის მოწყობილობებიდან, სტუმრებს ურიგდებათ მხოლოდ ჩანგალი (სწორედ აქედან წარმოდგება სახელწოდება „ფურშეტი“, რომელიც ფრანგულიდან ითარგმნება როგორც „ჩანგალი“).

როდესაც მიხვალთ ფურშეტზე, არ ღირს მაშინვე მიხვიდეთ მაგიდასთან.  აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ გარემო, მოძებნოთ მასპინძლები (ან ორგანიზატორები) და მიესალმოთ. თუ სტუმრებმა უკვე დაიწყეს საკვების გადმოღება, შეგიძლიათ შეუერთდეთ.

თეფშს იღებენ დასტიდან (ჩვეულებრივ, ჭურჭელი დალაგებული არის საკვების მაგიდის გვერდით), მასზე დებენ ჩანგალს და თეფში უჭირავთ მარცხენა ხელით.

ფურშეტი გულისხმობს ერთგვარ თავისუფალ მოქმედებას. თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ მაგიდასთან და გადმოიღოთ იმდენი საკვები, რამდენიც გსურთ; ამიტომ არ ღირს თეფშზე ბევრი საჭმლის დაწყობა რადგანაც მოუხერხებელი იქნება მისი დაჭერა და არ იქნება შესახედავად ლამაზი.

ასევე, არ ღირს აპეტაიზერების მაგიდასთან დიდხანს დაყოვნება – მიდით, გადმოიღეთ, წამოდით, რათა ხელი არ შეუშალოთ სხვა მოწვეულ სტუმრებს მაგიდასთან მიახლოებაში.

საჭმელებიანი თეფშით შეგიძლიათ გადაადგილდეთ, გაიცნოთ და იკონტაქტოთ ადამიანებთან. ჩვეულებრივ, ბოკალს დგამენ თეფშზე იმისათვის, რომ გაითავისუფლონ მარჯვენა ხელი და მიესალმონ სხვა სტუმარს.

იმ შემთხვევაშიც კი თუ ფურშეტი ტარდება ღია სივრცეში, არ არის მიღებული მაგიდასთან ახლოს მოწევა თუ მწეველი ბრძანდებით; უნდა გახვიდეთ მოშორებით და იქ მოწიოთ. თუ ფურშეტი ტარდება დახურულ შენობაში, თავდაპირველად უნდა გაიგოთ შეიძლება თუ არა საერთოდ მოწევა.

როგორც წესი, საკვების ლანგრებზე დევს სპეციალური მოწყობილობები, რომლითაც გადმოაქვთ აპეტაიზერები თეფშზე. ნუ ჩაარჭობთ თქვენს ჩანგალს საერთო კერძში და ასევე, არ დაგავიწყდეთ მოწყობილობის ადგილზე დაბრუნება (ე.ი. საერთო თეფშზე).

როგორც წესი, იწყებენ ცივი თევზეულით და ბოსტნეულის აპეტაიზერებით; დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მიმტანებს გამოაქვთ ცხელი აპეტაიზერები.

მას შემდეგ, რაც მიმტანები მოცილდებიან მაგიდას, შეიძლება მასთან მისვლა და საკვების თეფშზე გადმოღება. ცხელი კერძებისთვის მოაქვთ სპეციალური ჩხირები, ჩაარჭეთ თითო ნაჭერში თითო ჩხირი, შეავსეთ თეფში და წამოდით.

ჭუჭყიანი, გამოყენებული ჭურჭლისთვის დგას ცალკე მაგიდები. საკვების მიღების შემდეგ მასზე აწყობენ სუფრის თავიანთ ატრიბუტებს. ჩვეულებრივ, ცივი და ცხელი აპეტაიზერებისთვის იღებენ ცალკე თეფშებს. მას შემდეგ, რაც დაასრულებენ ცივი აპეტაიზერების მიღებას, იღებენ ახალს ცხელი კერძისთვის.

ცხელი აპეტაიზერების შემდეგ დაახლოებით 15-20 წთ-ში მოაქვთ დესერტი, შემდეგ კი უმასპინძლდებიან შამპანურით.

როგორც წესი, დესერტი გამოაქვთ სადესერტო თასებით კოვზებთან ერთად. როგორც კი დაასრულებენ დესერტის მიღებას, ჭურჭელს დებენ მათთვის განკუთვნილ ადგილზე და თავისუფლად მიეშურებიან შამპანურისკენ.

როდესაც აიღებთ სასმლის ბოკალს, დადექით მოშორებით და მიირთვით შამპანური მცირე ყლუპებით. ამის შემდეგ, სტუმრებს სთავაზობენ ყავას (გამოაქვთ ჭიქებით) და კონიაკს (გამოაქვთ კონიაკის სირჩებით).

თუ მიირთმევთ ამ ორ სასმელს, მარცხენა ხელში დაიკავეთ ყავის ჭიქა, მარჯვენაში კი კონიაკის სირჩა და მოწრუპეთ რიგ-რიგობით ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორედან.

ჩვეულებრივ, ფურშეტი გრძელდება არა უმეტეს 2 სთ. ეს დრო საკმარისია, ნაყოფიერი ურთიერთობისთვის და საკვების მისაღებად, რის შემდეგაც სტუმრები იშლებიან.

რადგანაც ფურშეტი არის არაფორმალური საქმიანი ღონისძიება, ტანსაცმლის ფორმა არ არის მკაცრად განსაზღვრული. ქალბატონებს შეუძლიათ ჩაიცვან კოქტეილის კაბა, მამაკაცებს კი კოსტუმი თავისუფალი-საქმიანი სტილის.


იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი” , ფურშეტი ბავშვებისათვის