ფურშეტზე მოქცევის წესები

ფურშეტზე მოქცევის წესები . 10 მთავარი წესი  წარმატებული ფრანგი ქალბატონისაგან 

ფურშეტზე მოქცევის წესები  -ს დაცვა აუცილებელია, რათა არ აღმოჩნდეთ უხერხულ მდგომარეობაში და არ შეგელახოთ რეპუტაცია. ფრანგული სიტყვა „ფურშეტი“ ნიშნავს მხოლოდ სატრაპეზო ჩანგალს. თუმცა, წარმოადგენს ადამიანების მხიარულ შეკრებას, რომლებიც ერთად მიირთმევენ და ურთიერთობენ. ურთიერთობები ფურშეტზე განსხვავდება სამსახურებრივი
ურთიერთობებისაგან, აქვს თავისი სპეციფიკა და ამიტომ , აუცილებელია ფურშეტზე მოქცევის წესების დაცვა.


ფურშეტზე მოქცევის წესები .წესი 1. გარეგანი შეს
ფურშეტზე მოქცევის 10 წესიახედაობის წესის დაცვა

ფურშეტი  არაა სამსახური. მოიცილეთ საბრძოლო შეფერილობა, თმის არანატურალური მკვეთრი კრეატიული ფერი, ტკბილი სუნამოები და სხვა შემთხვევისთვის გათვალისწინებული გამომწვევი ტანსაცმელი.

ისეთ არაფორმალურ დღესასწაულზეც კი როგორიც ფურშეტი  -ა, არ ღირს ქალური ნაკვთების ზედმეტად წარმოჩენა, მიუხედავად მათი მიმზიდველობისა. უკიდურესად მიუღებელია მინი-კაბები, გამჭვირვალე ბლუზები და ძალიან მაღალი ქუსლები.

ასეთი ჩაცმულობა შეიძლება მიუთითებდეს ადამიანის დაუდევრობასა და ადვილად ხელმისაწვდომობაზე და მამაკაცებმა შეიძლება შეაფასონ ეს როგორც გამოწვევა მოქმედებისკენ.

ოპტიმალურ ჩაცმულობას წარმოადგენს შავი კაბა ან კოქტეილის კაბა. ზომიერად, ქალურად, დახვეწილად. უნდა აარჩიოთ ის ჩანთა, რომლის ტარებაც შესაძლებელია მხარზე, რადგან რედიკულით ხელში ჭამა და დალევა იქნება მოუხერხებელი.

წესი 2. ჭურჭლის გამოცვლა

შეუფერებელია მაგიდის ირგვლივ სიარული დასვრილი თეფშით. როდესაც გაეშურებით საკვების ახალი პორციისთვის, გამოყენებული თეფში დატოვეთ მისთვის განკუთვნილ ადგილზე და აიღეთ ახალი.

დაცარიელებული ბოკალი არ დადოთ გამოუყენებლებთან ერთად. დაელოდეთ მიმტანს, ის წაიღებს გამოყენებულს. ცარიელი ბოკლის დადება ლანგარზე შეიძლება მაშინ, როდესაც ის აიღეთ სავსე.

ფურშეტზე მოქცევის წესები .წესი 3. შიმშილის გრძნობა ჩააცხრეთ სახლში

კარგად აღზრდილი ლედი ფურშეტზე მიდის იმისათვის, რომ შეიძინოს საინტერესო ნაცნობები და დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები. თუ კუჭი სასწრაფოდ გთხოვთ საკვებს, მიზანს ვერ მიაღწევთ და ფურშეტი გადაიქცევა ჩვეულებრივ ღრეობად.

კარგი მადა წარმოადგენს ჯანმრთელობის ნიშანს, თუმცა მისი დემონსტრირება საჭიროა სახლში, საკუთარ მაცივართან. პირის გამოვსება ფურშეტზე საკმაოდ არასასურველია კარიერისთვის.

საკვების ღეჭვის დროს თქვენთან შეიძლება მოვიდეს მნიშვნელოვანი ადამიანი კითხვით და ამ დროს შეიძლება ლუკმა გადაგცდეთ, რასაც მოჰყვება თანმდევი უხერხული შედეგები.

თუ გსურთ გახდეთ  და გამოსცადოთ მკაცრი და საშუალო სიმძიმის დიეტა, ამან არავითარ შემთხვევაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ ფურშეტზე დასწრებაში; პირიქით, მან ხელი უნდა შეგიწყოთ ღირსეულად მოქცევაში.

წესი 4. ნუ იქნებით ხარბი

ეტიკეტის მიხედვით თეფში უნდა იყოს ნახევრად ცარიელი. ასე უფრო ადვილია დარბაზში გადაადგილება, თავისუფალი ადგილი კი საჭიროა აუცილებლობის შემთხვევაში სირჩის დასადგმელად.

გარდა ამისა, არ შეგაფასებენ როგორც გაუმაძღარს, რომელიც ფურშეტზე მოვიდა უფასო საჭმლისთვის და მეორე დღის საუზმისთვის წაიღო რამოდენიმე დელიკატესი.

მე-19 საუკუნის დასაწყისში ქალბატონებისთვის არ ითვლებოდა სამარცხვინოდ, რომ ბანკეტზე მოეტანათ რამოდენიმე ცალი კანფეტი. მათთვის ეს იყო მიღებული, რადგანაც შოკოლადებს და ირისებს შეკვეთით ამზადებდნენ, გაყიდვაში არ იყო. ჩვენ კი დღეს ვერ დავიწუწუნებთ.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: ფურშეტზე მიუღებელია სხვას გადაუღოთ საკვები თეფშზე, ყველა თავისით აკეთებს ამას. მაქსიმუმ რაც არის დაშვებული – სასმელიანი ჭიქის თავაზიანად მიწოდება.

წესი 5. არ შეურიოთ საკვები და სასმელი

როგორც წესი, ფურშეტზე სტუმრებს სთავაზობენ 12-16-მდე აპეტაიზერი, 1-3 ცხელი კერძი და დესერტი. ეს ყველაფერი ყავის, ჩაის, მინერალური წყლისა და ალკოჰოლური სასმელის გარდა.

უნდა იცოდეთ, რომ არ არის მიღებული ერთ თეფშზე სხვადასხვა საჭმლის გადმოღება: თევზი, ხორცი, ტკბილეული. დალევა და ჭამაც არ მოხერხდება ერთდროულად. ამგვარად, ნუ აიღებთ ბოკალსაც და თეფშსაც, ჯერ მიირთვით, შემდეგ კი დალიეთ.

უმჯობესია დაიწყოთ ბოსტნეულის ან თევზის აპეტაიზერებით, შემდეგ კი გადახვიდეთ ხორციან კერძებზე. ფურშეტზე მოქცევის წესების მიხედვით, ცხელი კერძები დარბაზში შემოაქვთ ღონისძიების დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ. როდესაც სუფრაზე მოიტანენ ხილს, არ ღირს საუკეთესო ნაწილის არჩევა, უნდა აიღოთ ის, რომელიც უფრო ახლოსაა.

წესი 6. ნუ იქნებით პრეტენზიული

სრულიად დაუშვებელია ფურშეტის დროს ყველას გასაგონად გამოაცხადოთ, რომ ჭურჭელი არ არის საკმარისად კარგად გარეცხილი; თუ ეს მართლაც ასეა, არ შეიძლება ბოკალის ან თეფშის გაწმენდა ცხვირსახოცით ან  სალფეთქით.

აუცილებლად უნდა აიტანოთ კერძი, რომელიც არ მოგეწონებათ, მასში იქნება უცხო სხეული ან არ იქნება ხარისხიანად მომზადებული. მოთმინება და სიმშვიდე! ყვირილის ან აღშფოთების ნაცვლად ნაპოვნი რამ გადადეთ თეფშის კუთხეში და გამოიყენეთ სხვა ჭურჭელი. ასეთი ინციდენტები ხდება საუკეთესო რესტორნებშიც კი.

წესი 7. თავი აარიდეთ ჭორებსა და კრიტიკას

ყველაზე სანდო საუბარშიც კი არ არის სასურველი კოლეგის, ხელმძღვანელობის და კონკურენტების გაკრიტიკება. ეს ყველაფერი აუცილებლად მივა ადრესატის ყურამდე. არ ღირს გარშემომყოფები გადატვირთოთ პირადი საქმეებით, გაიხსენოთ ძველი წყენები და იწუწუნოთ საჭმლის მონელების პრობლემებზე.

კეთილგანწყობილი ურთიერთობა თანამოსაუბრის მიმართ, დაინტერესება იმით, რასაც გიყვებათ, საინტერესო კითხვები – ეს არის წარმატებული არაფორმალური წვეულების საფუძველი.

ფურშეტზე მოქცევის წესები .წესი  8. დროის კონტროლი

ფურშეტის საშუალო ხანგრძლივობა არის 2სთ. დროის ამ შუალედში სტუმრებს შეუძლიათ მოსვლა და წასვლა, თუმცა მოსვლის მომენტი ბევრზე მეტყველებს.

თუ გაქვთ სურვილი და არის იმის აუცილებლობა, რომ წარმოაჩინოთ განსაკუთრებული განწყობა წვეულების მასპინძლების მიმართ, უნდა მიხვიდეთ დასაწყისში და დარჩეთ დასრულებამდე. გვიან მისვლა და ადრე წამოსვლა შეიძლება მეტყველებდეს ღონისძიების ორგანიზატორებთან დაძაბულ ურთიერთობაზე.

განსაკუთრებულ  შემთხვევას წარმოადგენს კორპორატიული ფურშეტი. ღონისძიებაზე ხელმძღვანელის შემდეგ მოსვლამ შეიძლება უხეშად დაარღვიოს საქმიანი ეტიკეტი; ასევე მიუღებელია უფროსზე ადრე წამოსვლაც. ფურშეტის მიტოვება დაშვებულია ინგლისურად – დაუმშვიდობებლად.

წესი 9. იკონტაქტეთ

თუ მთელი წვეულების განმავლობაში თქვენ სარგებლობთ მობილური ტელეფონით ან დაკავებული ხართ ბოკლებით, ხელიდან გაუშვებთ უნიკალურ შესაძლებლობას გაცვალოთ კომპლიმენტები, ღიმილი, საჭირო და საინტერესო ადამიანების სავიზიტო ბარათები.

შესაძლებელია, ბუნებრივმა მორიდებულობამ ვერ შეგაძლებინოთ პირველმა მიხვიდეთ საჭირო ადამიანთან, რომელზედაც დამოკიდებულია თქვენი მომავალი. ასეთ შემთხვევაში უნდა ისარგებლოთ საერთო ნაცნობის მხარდაჭერით და სთხოვოთ გაგაცნოთ და რეკომენდაცია გაგიწიოთ როგორც შესანიშნავ სპეციალისტს.

ფურშეტზე მოქცევის წესები .წესი 10. დაიჭირეთ დისტანცია

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ საქმიან ადამიანებს არ მოსწონთ ნეპოტიზმი და თავის მობეზრება. ალკოჰოლური სასმელების ერთად მიღება არ არის იმის მიზეზი, რომ გადახვიდეთ „შენობით“ მიმართვაზე ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და წამოიწყოთ ფამილარული საუბარი.


იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი” , ფურშეტი ბავშვებისათვის