1-2 წლის ბავშვის დაბადების დღის წვეულება და ფურშეტი

1-2 წლის ბავშვის დაბადების დღის წვეულება  და ფურშეტი

✻ სად ჩავატაროთ 1-2 წლის ბავშვის დაბადების დღის წვეულება და ფურშეტი

ძალიან პატარა ბავშვის დაბადების დღის აღნიშვნა სასურველია სახლში. 1-2 წლის ბავშვები ფრთხილად რეაგირებენ გარემოს ცვლილებებზე, ამიტომ დღესასწაული იქნება უფრო მხიარული და ჩაივლის ექსცესების გარეშე თუ ჩატარდება წყნარ და სახლის ნაცნობ ატმოსფეროში.

1-2 წლის ბავშვის დაბადების დღის ფურშეტი

✻ ვინ დავპატიჟოთ

2 წლამდე ასაკის ბავშვები თავს არ გრძნობენ თავდაჯერებულად უცხო ადამიანების გარემოცვაში, ამიტომ საუკეთესო ვარიანტია – პატარას დაბადების დღის აღნიშვნა ვიწრო, ოჯახურ წრეში ან დაპატიჟეთ თქვენი მხოლოდ 2-3 ძალიან ახლო მეგობარი.

✻ სადღესასწაულო მენიუ

პატარა ბავშვები არ არიან მიჩვეულნი ტრადიციული სუფრის კერძებს, ამიტომ საუკეთესო ვარიანტი იქნება რამოდენიმე კერძის მომზადება მოზრდილებისთვის, იუბილარისთვის კი სუფრაზე გამოიტანეთ დაჭრილი ბოსტნეული, კენკრა, ნაყინი, ყველი და უბრალო კრეკერები.

✻ გასართობი პროგრამა

ამ ასაკში ბავშვებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გართობა, ამიტომ მშობლები ასრულებენ მხიარულების მთავარი ინიციატორების როლს. შეიძინეთ  ბუშტები და საპნის ბურთულების გასაშვები სათამაშოები – ეს ძალიან მოეწონება პატარას.

მოაწყვეთ გასართობი ხატვა თითების საღებავებით, ითამაშეთ ბავშვისთვის გასაგები მარტივი თამაშები, იმღერეთ მხიარული სიმღერები, გააკეთეთ წრეები.

მიაქციეთ ყურადღება!

2 წლამდე ასაკის ბავშვები სწრაფად იღლებიან, ამიტომ წინასწარ იყავით მზად, რომ ცოტა ხნით დატოვოთ სტუმრები რათა დააძინოთ დაღლილობისგან გაღიზიანებული პატარა.


იხილეთ აგრეთვე : ფურშეტი ბავშვებისათვის