7-10 წლის ბავშვის დაბადების დღის წვეულება და ფურშეტი

7-10 წლის ბავშვის დაბადების დღის წვეულება და ფურშეტი

7-10 წლის ბავშვის დაბადების დღის წვეულება ბავშვთან ერთად უნდა დაიგეგმოს.

სად აღვნიშნოთ 

ვარიანტი ბევრია. შეგიძლიათ მოაწყოთ სახლის წვეულება, ბავშვებთან ერთად გახვიდეთ ბუნებაში ან აღნიშნოთ ბავშვთა გასართობ ცენტრში. ამასათანავე, გაითვალისწინეთ იუბილარის სურვილები.

✻ ვინ დავპატიჟოთ

ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოთ იუბილართან ერთად. ამ ასაკისთვის ბავშვებს უკვე უყალიბდებათ გარკვეული სანაცნობო წრე და იციან ვისი ხილვა უნდათ თავიანთ დღესასწაულზე.

7-10 წლის ბავშვის დაბადების დღის წვეულება

✻ სადღესასწაულო მენიუ

ნება მიეცით ბავშვს თავად შეარჩიოს სადღესასწაულო სუფრის კერძები. ერთადერთი მნიშვნელოვანი დეტალია – არ დაგავიწყდეთ ჰკითხოთ მოწვეული ბავშვების მშობლებს, ხომ არ აქვთ ალერგია რომელიმე პროდუქტზე.

✻ გასართობი პროგრამა

ამ ასაკის ბავშვებს მოსწონთ არა მხოლოდ მოძრავი, არამედ ინტელექტუალური თამაშებიც. უმჯობესია თუ პროგრამა მრავალფეროვანი იქნება არა მხოლოდ სისწრაფეში და სიზუსტეში შეჯიბრებებით, არამედ შარადებით, გამოცანებით, ფოკუსებით, თავსატეხებითა და შემოქმედებითი  კონკურსებით.

მიაქციეთ ყურადღება!

7-10 წლის სკოლის მოსწავლეებს აუცილებლად ენდომებათ ცოტა ხნით მაინც დარჩნენ მშობლების მეთვალყურეობის გარეშე – მიეცით მათ ეს შესაძლებლობა. თუ აღნიშნავთ სახლში – ორ სხვადასხვა ოთახში გააწყვეთ ორი მაგიდა – ერთი პატარებისთვის, მეორე მოზრდილებისთვის. ნება დართეთ ბავშვებს გაისეირნონ სუფთა ჰაერზე მოზრდილების გარეშე (შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ფანჯრიდან).

თუ დაბადების დღეს აღნიშნავთ ბუნებაში – ბავშვებს მოუწყვეთ გამოყოფილი ადგილი თამაშისა და პიკნიკისთვის, თუმცა ყოველთვის ეცადეთ მხედველობის არეში გყავდეთ.

დიდი ხანია ამბობენ, რომ საუკეთესო საჩუქარია – წიგნი.


იხილეთ აგრეთვე : ფურშეტი ბავშვებისათვის