მარტინი ფურშეტზე

მარტინი ფურშეტზე

მარტინი (იტალ. Martini) – იტალიაში წარმოებული ვერმუტისა და ცქრიალა ღვინის მარკა, რომელსაც სახელწოდება მიენიჭა ტურინში მდებარე ღვინის მწარმოებელი ქარხნის Martini & Rossi -ის გამო, რომელიც დააარსა ალესანდრო მარტინიმ და ლუიჯი როსსიმ.

ვერმუტი Martini შეიცავს 14.9-18% ალკოჰოლს და გამოიყენება ტონიკთან ერთად, ან აპერიტივის კოქტეილების შემადგენლობაში.

Martini -ის პროდუქცია

ვერმუტი:

  • Rosso (წითელი) – Martini-ის პირველი ვერმუტი, რომელიც შექმნა ლუიჯი როსსიმ 1863 წელს საგულდაგულოდ შერჩეული ადგილობრივი ბალახებისა და ნატურალური კარამელის საფუძველზე.
  • Bianco (თეთრი) – 1910 წელს შექმნილი ჩალისფერი ვერმუტი, რომელიც ადვილად გამოიცნობა ვანილის მსუბუქი ნოტებით
  • Rosato (ვარდისფერი) – არომატული ვერმუტი წითელი და თეთრი ღვინის საფუძველზე, რომელსაც ახასიათებს მიხაკის, მუსკატის კაკლისა და დარიჩინის ღრმა ნოტები.
  • Extra Dry (მშრალი) – წარმოადგინეს 1900 წლის 1 იანვარს. შეიცავს იშვიათი ხეების, ბალახების, ჟოლოსა და ციტრუსების ექსტრაქტს. წარმოადგენს Dry Martini კოქტეილის საფუძველს.
  • Riserva Ambato – პრემიალური თეთრი ვერმუტი, რომელიც შეიქმნა მე-19 საუკუნის ტექნოლოგიებით, აქვს მსუბუქი მოტკბო ციტრუსოვანი ნოტები.
  • Riserva Rubino – პრემიალური წითელი ვერმუტი, რომელიც შეიქმნა მე-19 საუკუნის ტექნოლოგიებით, აქვს ბალახებისა და სანელებლების გაჯერებული არომატი და მწარე, მკვეთრი გემო

ცქრიალა ღვინო:

  • Prosecco – ცქრიალა ღვინო, რომელიც მზადდება გლერას ჯიშის ყურძნისგან, რომელიც ხარობს პროსეკოს რეგიონში. გლერას ჯიშის ყურძენი მოიცავს ხილისა და ძირას არომატებს.
  • Asti – Martini-ის პირველი ცქრიალა ღვინო, რომელიც შექმნა ლუიჯი როსსიმ 1863 წელს. მის საფუძველში დევს ყურძენი – თეთრი მუსკატი, რომელიც ხარობს პიემონტის რეგიონ ასტში. მსუბუქი დუღილის წყალობით ეს სპირტი იძენს ატმისა და ანწლის მოტკბო გემოს.
  • Rose – ვარდისფერი ნახევრად მშრალი ცქრიალა ღვინო ღვინის წითელი და თეთრი სორტებისგან, რომლებიც ხარობენ ვენეტოსა და პიემონტის პროვინციებში. ველური მარწყვისა და ჟოლოს კომბინაცია გემოს მატებს ჰარმონიულ ფერად შეფერილობას.
  • Brut – კლასიკური ცქრიალა ღვინო, რომელიც მზადდება გლერასა და შარდონეს ჯიშის ყურძნის სორტების საფუძველზე. გემოში ჭარბობს ატმის მშრალი ნოტები.

კოქტეილი „მარტინი“
მასალა მარტინის კოქტეილისათვის:
ჯინი – 2/3 ჭიქა
ვერმუტი – 1/3 ჭიქა
დანაყილი ყინული – 1/2 ჭიქა
ლიმონის წვენი – 1/3 ლიმონის


იხილეთ : https://fursheti.medgeo.net/