ცქრიალა ღვინო ( შამპანური ) ფურშეტზე ➤ 599 06 91 51

ცქრიალა ღვინო (შამპანური) , ფურშეტს საზეიმო ელფერს აძლევს

იგი საზეიმო ფურშეტი -ს აუცილებელი ელემენტია.ცქრიალა ღვინო,  გაჯერებულია ნახშირორჟანგით, რომელიც მას ხდის შუშხუნას. ამასთანავე, ნახშირორჟანგი მიიღება ბუნებრივი დუღილის შედეგად.არ უნდა შეგეშალოთ გაზიან ღვინოში, რომელშიც ნახშირბადის დიოქსიდი შეჰყავთ ხელოვნურად მომატებული წნევით, რათა ღვინოს მიანიჭონ ცქრიალას თვისებები.

ცქრიალა ღვინო , შამპანური

იგი  დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირორჟანგს, რომელიც გამოთავისუფლდება ბოთლის „საზეიმო“ გახსნის დროს და გამოისვრის საცობს . ფუჟერის კედლებზე სასმელში ჩნდება მიმზიდველი ბუშტუკები. ცქრიალა ღვინის მიღების უფრო მეტად ტრადიციული მეთოდი (ფრანგ.methode champenoise – “შამპანურის მეთოდი“) მდგომარეობს იმაში, რომ ღვინის ბუნებრივი დუღილი ხდება უშუალოდ ბოთლში.
მაღალი ღირებულების გამო, დღევანდელ მეღვინეობაში ცალკეული ბოთლების მეორადი ფერმენტაციისთვის გამოსაყენებლად მიმართავენ სხვადასხვა მეთოდებს. ხშირად ღვინოს ადუღებენ დიდ რეზერვუარში, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ გაუძლოს შიდა წნევას.

იაფფასიანი ცქრიალა ღვინოების მისაღებად ფართოდ გამოიყენება შარმას მეთოდი (იგივე – აკრატოფორული).

როგორი ბაკლებში ჩამოვასხათ ცქრიალა ღვინო (შამპანური)  ?
შუშხუნა, ცქრიალა ღვინოებისა და შამპანურისათვის გამოიყენება 3 ტიპის ბოკალი „ ტულპანი“, ფლეიტა“ და „თასი“ . ისინი სხვადასხვა ეპოქასა და სტილს ასახავენ.
ფურშეტზე სასურველია სამივე ტიპის ბოკლებით მიეწოდოს- არჩევანი დარჩეს სტუმრებზე.


იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი „კვება“