პუნში ფურშეტებზე ➤ 599 06 91 51 ➤ სპეც. ქეითერებისაგან

პუნში თანდათან ხდება ქართული ფურშეტი -ის საინტერესო  კომპონენტი. ცხადია ღვინის სამშობლოში იგი  წამყვანი ვერ გახდება, მაგრამ მასაც ყავს თავისი მომხმარებელი .გაჩნდნენ მინი-ქეითერები, რომლებიც მაღალ დონეზე ფლობენ პუნშის მომზადების ხელოვნებას და ფურშეტების ფარგლებში , სპეციალურ “პუნშის მაგიდებს” აწყობენ.

პუნში (გერმ. Punsch, ინგლ. Punch) – კოქტეილების კრებითი სახელია, პირველ რიგში ალკოჰოლური სასმელების, რომლებიც ჩვეულებრივ შეიცავენ ხილს ან ხილის წვენს.

ტრადიციულად უმასპინძლდებიან წვეულებებზე დიდი ფართო თასებით, რომლებშიც დაცურავს ხილის ნაჭრები. პუნშის სასმელი ინდოეთიდან შევიდა ინგლისში მე-17 საუკუნის დასაწყისში და გავრცელდა ევროპაში. ასევე არსებობს შვედური და ფინური ლიქიორის მსგავსი ალკოჰოლური სასმელი რომელიც ჰგავს სახელით – პუნში (შვედ. Punsch, ფინ. Punssi).

სადემოსტრაციოდ აქვე გაწვდით პუნშის რამდენიმე მარტივ რეცეპტს

◊პუნში წითელი ღვინით

წითელი ღვინო – 1.5 ლ
კონიაკი ან რომი – 250 მლ
ლიმონის წვენი – 1 ცალის
შაქარი – 100 გრ
გაზიანი ან მინერალური წყალი – 1 ლ

ცხელ წყალში გავხსნათ შაქარი დავამატოთ წითელი ღვინო და ლიმონის წვენი. სანამ ჩამოვასხამთ დავამატოთ კონიაკი ან რომი. გავაფორმოთ ფორთოხლის ნაჭრებით

◊პუნში თეთრი ღვინით
თეთრი მშრალი ან ნახევრად მშრალი ღვინო – 500 მლ
ლიმონათი – 400 მლ
მოცვი – 200 გ
პიტნა,ფორთოხალი, ლიმონი – გემოვნებით
შევურიოთ ინგრედიენტები ერთმანეთს. ჩავყაროთ ყინულები. გავაფორმოთ პიტნით,ფორთოხლითა და ლიმონით.

◊ პუნში შამპანურით
შაქარი – 1.5კგ
წყალი – 2 ჭიქა
კონიაკი – 0.5 ლ
შამპანური – 1 ბოთლი
ლიმონის წვენი – 5 ცალის
ცხელ წყალში გავხსნათ შაქარი დავამატოთ ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენთები. კარგად ავურიოთ.

◊პუნში ლუდით
ლუდი – 100 გრ
კონიაკი – 50 გრ
წყალი – 100 გრ
შაქარი – 1 ჩაის კოვზი
ლიმონი – 1 ნაჭერიცხელ წყალში გავხსნათ შაქარი და ჩავაგდოთ ლიმონის ნაჭერი. დავამატოთ შემთბარი ლუდი და კონიაკი.

◊პუნში არყით
არაყი – 0.5ლ
შაქარი – 400 გრ
წყალი – 150 მლ
ლიმონის წვენი – 5 ცალის
შევურიოთ ინგრედიენთები ერთმანეთს.

პუნში
იხილეთ აგრეთვე web-ჟურნალი „კვება“

ფრაგმენტი ინტერვიუდან:

პუნში ცხელი ალკოჰოლური სასმელების ყველაზე ძველი და გავრცელებული სახეობაა, თუმცა ცივი და უალკოჰოლო პუნშებიც არსებობს. მას ძირითადად სიცივეში სვამენ შობა-ახალი წლისადმი და ყველიერისადმი მიძღვნილ მასკარადებსა და ბანკეტებზე. სახელწოდება ინდური ენიდან, კონკრეტულად კი ჰინდიდან მოდის, სადაც „paantsch“ ხუთს ნიშნავს, პუნშის თავდაპირველი კლასიკური რეცეპტი ხომ მკაცრად 5 ინგრედიენტისაგან შედგებოდა: ღვინო, მაგარი ალკოჰოლური სასმელი, შაქარი, ლიმონის წვენი ან ჩაი და სანელებლები (ძირითადად მიხაკი და დარიჩინი). საინტერესოა ისიც, რომ ჰინდის „paantsch“-ის წარმოშობას სპარსული „panj“-მდე მივყავართ, რაც ასევე ხუთს ნიშნავს. ევროპაში პუნშის რეცეპტი ინდოეთში მომსახურე ბრიტანელმა სამხედროებმა ჩამოიტანეს მე-17 საუკუნის დასაწყისში. იამაიკის დაპყრობის და რომის გემოს გასინჯვის შემდეგ პუნშში რომის დამატება დაიწყეს. ბრიტანეთის დოკუმენტებში „punch“-ის პირველი ხსენება 1632 წლით თარიღდება. 1671 წლიდან კი უკვე სპეციალური პუნშის ტავერნებიც იყო გახსნილი.

რომიანი პუნშებიდან სხვებზე მეტად “აუთენტურად” პლანტატორის (Planter’s Punch) და ბარბადოსული (Bajan Rum Punch) პუნშები მიიჩნევა. ამ უკანასკნელს დღემდე შემორჩენილი გალექსილი რეცეპტის მიხედვით ამზადებენ: „One of Sour, Two of Sweet. Three of Strong, Four of Weak“. რაც 1 წილ ლიმონის წვენს, 2 წილ ლერწმის შაქარს, 2 წილ რომს (რასაკვირველია ბარბადოსულს) და 4 წილ წყალს ნიშნავს. ბარბადოსულ პუნშში ხშირად “ანგოსტურას” (ვენესუელური ბალახების ნაყენი) და ჯავზის კაკალსაც ამატებენ.

გერმანიაში „Punsch“-ს ხილის წვენების ნარევისგან, ალკოჰოლური სასმელებისა და სანელებლებისგან ამზადებენ. ძველებური გერმანული პუნშის რეცეპტი თავის ლექსში თავად ფრიდრიხ შილერმა შემოგვინახა (ეტყობა პუნში ადამიანებში ლექსის წერის ნიჭს აღვიძებს), საიდანაც ირკვევა, რომ იგი ლიმონით, შაქრით, წყლითა და სპირტიანი სასმელით მზადდებოდა. ტრადიციული გერმანული შობის ატრიბუტიკაა „ცეცხლის ენებიანი სასმელი“ (Feuerzangenbowle) ანუ ცეცხლმოკიდებული პუნში. შემთბარი მშრალი წითელი ღვინითა და სანელებლებით სავსე ცეცხლგამძლე თასს თავზე სპეციალურ ცხაურს ადგამენ, ცხაურზე კონუსის ფორმის დიდი ზომის შაქრის ნატეხს დებენ, შაქარს რომს ასხამენ და ცეცხლს უკიდებენ. შაქარი დნება და ღვინოში წვეთავს – შაქარი ბოლომდე სანამ არ გადნება, რომს ამატებენ და ამატებენ.

სპეციალური, პუნშის მაგიდები ფურშეტებზე

პუნშის მომზადების სპეციალისტი

გაეცანით მარცხნივ, ბანერზე განთავსებულ განცხადებას.  სხვა ქვეყნებსა და ქალაქების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ფურშეტების
ცნობილი ფირმების ქოლგების ქვეშ სწრაფად ვითარდება ვიწროდ სპეციალიზებული ქეითერული სერვისები. ერთ-ერთი მათგანია “პუნშის მაგიდა”.  პუნშების მომზადების სპეციალისტებისათვის , პერსპექტიულია პუნშების მინი-ქეითერული სერვისის შექმნა , რომელიც დიდი ქეითერული ფირმებთან თანამშრომლობით იფუნციონირებს.  ეს აუტსორსინგის ერთ-ერთი სახეა. საქმიანობის დეკომპოზიცია, აუტსორსინგული მომსახურებების მოზიდვა, შედის დიდი ქეითერული ფირმების ინტერესებში.

თუკი ამ სფეროს კარგი სპეციალისტი ბრძანდებით და გაქვთ სურვილი თქვენი მომსახურებები შესთავაზოთ ფირშეტებს ითანამშრომლეთ
წინამდებარე გვერდთან.

რეიტინგი – 9