ქეითერული მომსახურების ფასების სეგმენტაცია

ქეითერული მომსახურების  ფასების სეგმენტაცია

ქეითერინგული კომპანიები ერთმანეთისგან ძირითადად განსხვავდებიან სერვისის ფასებითაც. ფასობრივი სეგმენტი – მთავარი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს ქეითერინგული კომპანიის მიზნობრივ აუდიტორიას და წარმოდგენილი მომსახურებების ნაკრებს:

  • ეკონომ-კლასის ქეითერინგი – ეს არის არც თუ ისე ძვირადღირებული, სადღეღამისო მიწოდება სახლში ან ოფისში მწვადის, პიცის, სუშის და სხვა მზა კერძების. მინიმალური შეკვეთის ფასი საშუალოდ შეადგენს 30 ლარს. ეს არის კონტრაქტული საოფისე ქეითერინგი, სადაც საშუალო ფასი არის 10 ლარი ერთი სადილისთვის. ასეთი კომპანიები მოგებას მოიპოვებენ მოცულობითი შეკვეთებით. 300-500 ცხელი კერძის ერთი შეთანხმება 5 დღის განმავლობაში, ეს არის 6-10 ათასი პორცია თვეში. ზოგიერთი კომპანია მაღალი კონკურენციის ზეწოლის გამო აფართოვებს წარმოდგენილი მომსახურების სპექტრს და მაინც მიმართავს საშუალო მოცულობის ღონისძიებების (მცირე რაოდენობის სტუმრებით-საშუალოდ 100-მდე ადამიანი) მომსახურებას. ეკონომ-ქეითერინგის სეგმენტში ასევე არის უფრო მსხვილი და ძვირადღირებული კომპანიები, რომლებიც მზად არიან მიიღონ პატარა შეკვეთები და ღონისძიებას მოემსახურონ საშულო მოცულობის ბიუჯეტით.
  • საშუალო ფასობრივი სეგმენტი – მოიცავს კლასიკურ გასვლით სარესტორნო მომსახურებას, ღონისძიებების ქეითერინგს, ივენთ-მოვლენების უმრავლესობას. აქ მინიმალური შეკვეთის ფასი ვარირებს 100 ლარის ფარგლებში  (დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობაზე და აღნიშვნის ფორმატზე).
  • პრემიუმ-კლასის ქეითერინგი – ეს არის ექსკლუზიური დონის გასვლითი კვება ძალიან მნიშვნელოვანი პერსონებისთვის. მინიმალური შეკვეთის ფასი იწყება 10 000 ლარიდან. „პრემიალურობა“ მოიცავს არა მხოლოდ მომსახურების, დელიკატესების, ძვირადღირებული სასმელებისა და მოწყობილობების ფასს, არამედ შეფ-მზარეულს, ბანკეტის მენეჯერს (რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პრობლემის მოგვარება), გარეგან შესახედაობას, მიმტანების კვალიფიკაციას და სხვას. ამ დონის კომპანიებს აქვთ სერიოზული ბექგრაუნდი, დამკვიდრებული სახელი და რეპუტაცია.