ყვავილოვანი კომბოსტოსა და ქათმის ველუტე ფურშეტისათვის

ყვავილოვანი კომბოსტოსა და ქათმის ველუტე ფურშეტისათვის

ველუტე ფურშეტისათვისინგრედიენტები:

  • ყვავილოვანი კომბოსტო – 500გ
  • ქათმის ფილე – 200გ
  • ნაღები 20% – 100მლ
  • ბეკონი – 50გ
  • მწვანე ბარდა – 80გ
  • ნიორი – 1-2კბილი
  • ზეითუნის ზეთი – 2ს/კ
  • მარილი, შავი წიწაკა

მოხარშეთ ქათმის ფილე, ნახარში გადაასხით, დაჭერით ფილე პატარა ნაჭრებად. შემდეგ მოხარშეთ ყვავილოვანი კომბოსტო. დატოვეთ ცოტა ნახარში ბულიონი (დაახლოებით 100 მლ).

ბლენდერის ჭიქაში გადაიტანეთ კომბოსტო, ქათმის ფილე, ჩაასხით ბულიონი, დაუმატეთ მარილი გემოვნებისამებრ, ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გააცხელეთ ნაღები, არ მიიყვანოთ დუღილამდე, ჩაასხით ბლენდერში და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.

დააქუცმაცეთ ნიორი, საშულო ზომის ნაჭრებად ან ზოლებად დაჭერით ბეკონი.

გააცხელეთ ღრმა ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ ბეკონი, მოხრაკეთ შეწითლებამდე. 3 წთ-ის შემდეგ დაუმატეთ ნიორი და გააგრძელეთ მორევა 2 წთ.

დაუმატეთ მწვანე ბარდა და მოურიეთ კიდევ 2 წთ.

გადაანაწილეთ ველუტე ფურშეტის ჭიქებში, მორთეთ მოხრაკული ბეკონით.


 

 

 

Facebook Comments