ნატურალური წვენები ფურშეტისათვის 599 06 91 51

ნატურალური წვენები სულ სხვა იერს სძენს ფურშეტს. ახლადდაწურული წვენები სასარგებლოა, ვინაიდან მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, თუმცა ყველაფერი კარგია ზომიერი რაოდენობით.

ფორთოხლის წვენი – ვიტამინი C, რომელსაც შეიცავს ფორთოხლის წვენი არაჩვეულებრივად უმკლავება ვირუსულ დაავადებებს, ავიტამინოზებს, ასევე წარმოადგენს შეუდარებელ საშუალებას იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

ნატურალური წვენი ფურშეტისათვის

წელიწადის ცივ პერიოდში რეკომენდებულია დღეში 1 ჭიქა ახლადდაწურული წვენის მიღება. ასევე რეკომენდებულია მათთვის, ვინც იმყოფება ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკის ზონაში. ამ წვენს შეუძლია ნერვების გამაგრება, ასევე ახდენს მადის სტიმულაციას.

ვაშლის წვენი – ვაშლი შეიცავს ბევრ სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს. ახლადდაწურული ვაშლის წვენი აწესრიგებს ნაწლავის მუშაობას, წარმოადგენს ბრონქიტთან ბრძოლის დამხმარე საშუალებას. ვაშლის ფრეში, რომელიც შეიცავს მინიმალურ კალორიებს, კარგად უმკლავდება თირკმლის კენჭებს და ასევე ორგანიზმს წმენდს შლაკებისგან.

სტაფილოს წვენი – ეხმარება ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების მკურნალობაში. ასევე სასარგებლოა ანემიის დროს. გამოყენების წინ უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

კაროტინი, რომელსაც შეიცავს სტაფილო, ნესვი, გარგარი – სასარგებლოა კანისა და თვალებისთვის, ასევე ასტიმულირებს ძვლების ზრდასა და ფორმირებას.

გრეიფრუტის წვენი – გააჩნია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების უნარი.

წვენი უნდა მომზადდეს უშუალოდ მიღების წინ, რადგანაც რამოდენიმე წუთის შემდეგ მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები იწყებენ რღვევას.


 

იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი „კვება“ , „ ფურშეტი