დემპინგური ფასები საქართველოს ქეითერინგის ბაზარზე

დემპინგური ფასები  ქეითერულ ბაზარზე წარმოიქმნებიან ოპერატორების მიერ , რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ 2.5-3$-ის ღირებულების სადილებს.დემპინგური ფასები ქეითერინგში
მიღებულია აზრი, რომ დემპინგური ფასები -თ ხარისხიანი სადილის უზრუნველყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია. მრავალი ექსპერტი თვლის, რომ ასეთი დაბალი ფასი შეიძლება განპირობებული იყოს ან ინგრედიენტების შესყიდვის დაბალი ფასით ან საკმაოდ მოკრძალებული სერვისით (პერსონალის ეკონომია). ფასზე ეკონომიის გაკეთებისას შეიძლება დაზარალდეს შეძენილი ინგრედიენტების ხარისხი და შესაბამისად საფრთხე ექმნება მომსახურების უსაფრთხოებასაც, რაც დაუშვებელია საზოგადოებრივი და მასობრივი კვების სფეროში. შესასყიდი ინგრედიენტების „კარგ“ ფასებს მომწოდებლებისგან იღებენ მხოლოდ მსხვილი ქეითერინგული(საბითუმო) მყიდველები, რომლებიც უზრუნველყოფენ ათასობით ადამიანის საკვებით მომსახურებას, ეს კომპანიები ზოგავენ მასშტაბის ეფექტის ხარჯზე. ყველა სხვა შემთხვევაში, ექსპერტების აზრით, შემკვეთი უნდა დააფიქროს შეთავაზებულმა კვების დემპინგურმა ფასმა.
არსებობს სხვა მოსაზრებაც –  ფასები, რომლებიც დიდ ფირმებს დემპინგურად მიაჩნიათ  მცირე მეწარმეთათვის , განსაკუთრებით საოჯახოსათვის, რეალური ფასებია და მათი ზომიერი ტემპით განვითარებას უზრუნველყოფს.

იხილეთ აგრეთვე : Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი