ეპიდქეითერინგი , საკვების გამოძახება ეპიდემიის დროს – 599 06 91 51

ეპიდქეითერინგი – საკვების, ნახევარფაბრიკატების და პროდუქტების მიწოდება ეპიდემიებისა და კარანტინის დროს (ტერმინი პირობითია). ეს საქმიანობა გმირობის ტოლფასია. მადლობა მათ. ამ გვერდზე თავსდება ყველა ორგანიზაციის კოორდინატები, რომლებიც მუშაობენ ეპიდქეითერინგის მიმართულებით. 2020 წელი – კორონა ვირუსი.

♦ საჭმელი წინასწარი შეკვეთით მოსახლეობისათვის ეპიდემიის დროს

საჭმელი გამოძახებით ეპიდემიის პირობებში
საჭმელი წინასწარი შეკვეთით ეპიდემიის პირობებში
სპეციალური კერძები , ნახევარფაბრიკატები და პროდუქტები რისკ-ჯგუფების მიხედვით

♦ ორგანიზაციების ქეიტერინგი ეპიდემიების დროს 

ინდივიდიალური ლანჩი მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომელთათვის
სამედიცინო ქეითერინგი 

საკარანტინო და სამედიცინო ორგანიზაციების ქეითერინგი ეპიდემიებისა და პანდემიების დროს

♦ საჭმელი გამოძახებით მოსახლეობისათვის

ხინკალი გამოძახებით  
პიცა გამოძახებით  

♦ პროდუქტები გამოძახებით მოსახლეობისათვის ეპიდემიის პირობებში

—— კარტოფილი
—— სხვა სასოფლო პროდუქტები

ეპიდქეითერინგი, საკვების გამოძახება ეპიდემიის დროს

ეპიდქეითერინგი, საკვების, ნახევარფაბრიკატების და პროდუქტების მიწოდება ეპიდემიებისა და კარანტინის დროს მოულოდნელად გაჩნდა.
ცხადია, არსებობდა ამ საქმიანობის ბაზა: საკვების მიტანის გამოცდილი სამსახურები და ქეითერული სერვისები.
წინამდებარე საიტზე, თავს ვუყრით ყველა სამსახურის კოორდინატებს, რომლებიც ეპიდემიის პირობებში, მოსახლეობას აწვდიან საკვებს.
ეპიდემიის პირობებში ქეითერული საქმიანობა (ეპიდქეითერინგი, როგორც მას ვუწოდეთ)  სანიტარული და  ქეითერული მომსახურების განსაკუთრებით მაღალ დონეს მოითხოვს. ბუნებრივია ეპიდქეიტერინგის (ტერმინი პირობითია) საიტი ქეითერული და სამედიცინო საიტების თანაკვეთაში შეიქმნა. საიტი აქვეყნებს მოწოდებულ ინფორმაციებს. მას არა აქვს ინფორმაციის შემოწმების საშუალება.

 

 

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია კორონავირუსისგან დასაცავად სახლიდან გამოსვლისა და სახლში შესვლის წესებს ავრცელებს:

სახლიდან გასვლის პროტოკოლი:
1. ჩაიცვით გრძელმკლავიანი;
2. შეიკარით თმა, არ გამოიყენოთ სამკაულები, მაკიაჟი ან კრემი;
3. თუ გაქვთ პირბადე, აიფარეთ სახეზე სანამ დატოვებთ სახლს;
4.შეეცადეთ, არ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
5. თუ სახლიდან გახვალთ ცხოველთან ერთად, შეეცადეთ არ მისცეთ ნება შეეხოს ზედაპირებს;
6. როცა ეხებით ნებისმიერ ზედაპირს, თითებზე შემოიხვიეთ ერთჯერადი ხელსახოცი;
7. დაკუჭეთ ხელსახოცი და გადააგდეთ;
8. ნუ დაახველებთ და დააცემინებთ ჰაერში ან ხელისგულზე. აიფარეთ იდაყვი;
9. შეეცადეთ, არ გამოიყენოთ ნაღდი ფული. თუ გამოიყენებთ დაიმუშავეთ ხელი სადეზინფექციო სითხით;
10. დაიბანეთ ხელი  ნებისმიერი საგნის შეხების შემდეგ ან გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო სითხე;
11. არ შეეხოთ სახეს სანამ ხელს არ დაიბანთ;
12. დაიცავი დისტანცია.

სახლში შესვლის პროტოკოლი:
1. სახლში დაბრუნებისას შეეცადეთ, არაფერს შეეხოთ;
2. გაიხადეთ ფეხსაცმელი;
3. თუ შინაურ ცხოველთან ერთად სეირნობდით, გაუწმინდეთ თათები სადეზინფექციო ხსნარით;
4. გაიხადეთ საგარეო ტანსაცმელი და გარეცხეთ;
5. შემოსასვლელში ყუთში ჩაალაგეთ: ჩანთა, საფულე, გასაღები და ა.შ;
6. მიიღეთ შხაპი ან თუ არ არის შესაძლებელი კარგად დაიბანეთ სხეულის ყველა ხილული ნაწილი: სახე, ხელები, მაჯა, კისერი და ა.შ;
7. გაწმინდეთ ტელეფონი და სათვალე საპნიანი წყლით ან ალკოჰოლის შემცველი სითხით;
8. გარეთ ნაყიდი ნივთების შენახვამდე გაასუფთავეთ სპეციალური ხსნარით (არ დაგავიწყდეთ ხელთათმანების გამოყენება);
9. ფრთხილად მოიხსენით ხელთათმანები, გადაყარეთ და დაიბანეთ ხელი;
10. დაიმახსოვრეთ, შეუძლებელია სრული დეზინფექცია (სახლის პირობებში). მიზანი არის რისკის შემცირება.

იხ:  Web-ჟურნალი “კვება“ , “ფურშეტი