ლობიანის გამოძახება 599 06 91 51

ლობიანის გამოძახება ქეითერინგში საკმაოდ ხშირია . ლობიანი  საქართველოში პოპულარული საჭმელია.  ლობიანს იძახებენ ოჯახებში , სტუმრის წვევისას, სამსახურებში ლანჩისას, ფურშეტებზე და ფაქტიურად  ყველა სახის სუფრისათვის.

ლობიანის გამოძახება 599 06 91 51

მისი  განუყოფელი კომპონენტებია განთქმული რაჭული ლორი და ელიტური შავი ღვინოები : ხვანჭკარა, საფერავი და სხვა .
დღეს ლობიანის არაერთი ვერსია არსებობს. ყველა რესტორანსა თუ დიასახლისს თავისი მოდიფიკაცია აქვს.

მითითებული ნომერზე   599 06 91 51 დარეკვისას , თქვენ ტრადიციულ რაჭულ ლობიანს ან მის ქალაქურ ვერსიას შემოგთავაზებენ .
სასმელად კი – უნიკალური ბუკეტის მქონე . „გენის“  ბუდეშურ საფერავს.

რაჭული ლობიანი|

ინგრედიენტები:
  • წითელი ლობიო – 400 – 500
  • ზეთი – 2-3 ს.კ
  • მარილი
  • ფქვილი – 1 კგ
  • მშრალი საფუარი – 2 ს.კ
  • კვერცხი – 1
  • წყალი – 2 ჭ
  • ლორი – გემოვნებით, ჭარბ ლორიანზე ქალაქში არაა მოთხოვნა, უფრო
    არომატისათვის .
  • მარილი და წიწაკა
 გულსართის მომზადება :
  • ლობიო ჩავაყენოთ მთელი ღამით. რომელი ჯიშის ლიბიოს შეარჩევს დისახლის გემოვნებითაა. საერთოდ, ლობიოს ჯიშს აქვს მნიშვნელობა
  • მოვხარშოთ ლობიო ლორთან ერთად
  • შეგვიძლია ლორი ჩახარშვის შემდეგ ამოვიღოთ, შეიძლება გავატაროთ ან დავკეპოთ და შევურიოთ ლობიოს ,შევაზაოთ მარილითა და პილპილით.
  • ზოგიერთი ლობიოს კანს აცლის, ესეც დისახლისის გემოვნებაზეა დამოკიდებული.
  • შეზავებული ლობიო შეიძლება ჩავზილოთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. თუ წარბწყლიანია გადავწუროთ, მაგრამ სწორად მოხარშულს
    არ უნდა დაჭირდეს გადაწურვა
ცომის მომზადება
  • 2 ჭიქა ფქვილში ავურიოთ საფუარი, შაქარი და დავასხათ თბილი წყალი.
  • მასას დავამატოთ გათქვეფილი კვერცხი, ფქვილი და ზეთი.
  • მოვზილოთ ცომი და დავდგათ ასაფუებლად.
  • ლობიანის ცომს უფრო გულმოდგინე მიზელვა ჭირდება, ვიდრე ხაჭაპურისას
  • ცომი დავყოთ გუნდებად ,ჩავდოთ გულსართი და გამოვაცხოთ
  • ლობიანებს ზემოდან შეიძლება წავუსვათ ლორის პატარა ქონიანი ნაჭერი.
ბმები